ავტორის თქმით, გრიგოლი მაღალ საზოგადოებას ეკუთვნის, არის ნერსე ქართლის ერისთავვის მეუღლის ძმიშვილი. მიღებული აქვს კარგი განათლება, სიყრმიდანვე გამოირჩევა ისეთი უნარ-ჩვევებითა და თვისებებით, როგორიცაა: ნიჭიერება, უმანკოება, სათნოება, თავმდაბლობა და მორჩილება, რწმენის სიმტკიცე, სიკეთე, სიბრძნე, თავშეკავებულობა.
გრიგოლი ღვთის მოწოდებით განეშორა თავის ახლობლებს, რადგან მისმა ახლოაბლებმა მისი ეპისკოპოსობა გადაწყვიტეს, აბრაამის მსგავსად, მიდის საკუთარი სახლეულიდან. მზადაა სულიერი მოღვაწეობისთვის და მოწოდებულია ამისთვის და არის მიზანდასახული ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ გროგოლ ხანძთელს უნდა ბერობა და ხანძთის უდაბნოში მონასტრების აშენებს ახალგაზრდა გრიგოლი 3 ადამიანთან ერთად მიდის ოპიზაში:ერთი, საბა იშხნელი, მისი დეიდაშვილი, მეორე - თეოდორე, მომავალში ნეძვის მონასტრის მაშენებელი და მოძღვარი და მესამე ქრისტეფორე - კვირიკრთის მაშენებელი და წინამძღვარი. ამის საბაბია ის რომ გროგოლ ხანძთელი თანატოლების წრეში აშკარა ავტორიტეტით სარგებლობს, მას ჰყავს თანამოაზრეები, მეგობრები, რომელთაც საკუთარ მისწრაფებებს უზიარებს. იგი წინამძღოლა ხალხის, ძლიერი სულიერად და წინააღმდეგობების მიმართ უდრეკი და მამაცი. ამას ვიგებთ ბერი ხუესიოსის მიერ გრიგოლს დახასიათებაში: შენ მოგცა უფალმა მოხუცებულობაინ გონებისაი და იქნები მრავალი ადამიანის მოძღვარინ და შენს წინაშე ბოროტის ყველა მანქანება, როგორც ობობის ქსელი, ისე იქნება გაფანტული. მას ასევე ახასიათებს მორჩილება და პაუსხიმგებლობა, ამას გამოხატავ ის ფაქტი, რომ ბერი ხუედიოსი სთხოვს ახალგაზრდა გრიგოლსა და მის მოწაფეებს, რომ მის სიკვდილამდე არ გამრავლდნენ ხანძთაში. ის ასევე შრომისმოყვარე მიზანდასახული და შეუპოვარია, რადგან გრიგოლმა და მისმა მეგობრებმა ჯვარი დასწერეს ტაძრის ასაშენებლად გამორჩეულ ადგილს და გულმოდგინედ დაიწყეს მშენებლობა: არ ჰქონდათ იარაღები, და ამან მაინც ვერ შეაჩერა ახალგაზრდა ბერები. მან ოპიზელი ბერების დახმარებით შეძლეს ძელის ეკლესიის აშენება.გრიგოლი თავისუფლად ფლობს ენებს და გეოგრაფიას თავიუფლად შეუძლია მოგზაურობა. ზრუნავს თავის ძმებზე და არის ძალიან ყურადღებიანი და წინდახედული. ამის დასაბუთება შეგვიძლია იმით, რომ კონსტანტინოპოლში მიემგზავრება და გამგზავრების წინ მონასტერს დაუდგენს ზედამხედველებს.
საბაწმინდის მონასტრის ტიპიკონის ჩამოტანა საქართვლოში და გრიგოლმა ამ ტიპიკონის მიხედვითა და სხვა მასალებზე დაყრდნობით შექმნა სახელდობრ ხანძთის მონასტრის წესდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გრიგოლი ბრძენი ადამიანია და ცოდნით გასხივოსნებული, რადგან მან შეძლო უცხოური გამოცდილება შეეჯერებინა, მოერგო საკუთარი მონასტრის ყოფა-ცხოვრებას და შეექმნა მისი მონასტრისთვის უნივერსალური, ანუ ყველაზე მოასხერხებელი და კარგი, ან საუკეთესო წესდება ცხოვრებისა. შემოქმედი და ნოვატორია, ასევე, ღიაა სიახლეების მიმართ და იზიარებს სხვათა გამოცდილებას. მონასტრიოს წესების მიხედვით, ბერების ცხოვრების წესი ძალიან მკაცრი იყო: სენაკში მხოლოდ პატარა საწოლი და ღარიბული ქვეშაგები და ერთი წყლის ჭურჭელი იყო;სხვა საზრდო სხეულისათვის სენაკში არ იყო, რადგან სულიერი ძმები ერთად ჭამდნენ სატრაპეზოში;ბევრი ღვინოს საერთოდ არ სვამდა, ხოლო ვინც მიირებდა, ძალიან ცოტას;სენაკებში საკვამური არ ჰქონდათ, რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ;ღამით სანთელი არ ენთოთ, რადგან ფსალმუნებს გალობდნენ;დღისით წიგნებს კითხულობდენენ და ლოცულობდნენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გრიგოლ ხანძთელი მკაცრია, მოწესრიგებული და წესრიგის მოყვარული, დისციპლინის მოყვარული, ებრძვის ადამიანურ სიზარმაცეს, ზრუნავს ბერების სულიერ სიფხიზლეზე, თავმდავლობის მასწავლებელი, კარგი აღმზრდელი, სულიერი თანამოძმე.
გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის უდაბნოს ქებას წარმოთქვამს, სადაც კლარჯეთის უდაბნოს ახასიათებს შემდეგნაირად:ერთგვაროვანი ჰავაა; არც დიდი სიცხეა და არც დიდი სიცივე;ქარებისგან დაცული, უმტვერო და მზიანი;კარგი წყალი და ხეტყე; ჭალებია და წყაროები;
ერთ მხარეს შემოსაზღვრულია მთით, მეორე მხარეს ზღუდესავითვ შემორტყმული შავშათის წყალთა ნაკადი; არ სათიბი სახნავ-სათესი მიწები, მხოლოდ პატარა ვენახი და ბოსტანი გააშენეს ბერებმა დიდი გაჭირვებით; ეს ადგილი დაცულია ურჯულოთგან და ბერები უშიშრად არიან; ღვთის ნება ასეთია, რომ უდაბნოში მონასტრები გლახაკი ბერების ხელით უნდა აიგოს ბერებისგან, რომელბიც თავისუფალი არიან წუთისოფგლის საცდურისაგან.ამ ტექტის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გრიგოლ ხანთელს გადმოცემის ძალუიან კარგი უნარი აქვს, მჭევრმეტყველია. ამ ტსქტში ის ავლენს გეოგრაფიის, კლიმატის , მეურნეობის ცოდნის უნარს;გრიგოლ ხანზტელი კიდევ ერტელ უსვამს ხაზს იმ საკიტხს, რომ ბერმონაზვნული ცხოვრება არ უნდა იყოს დაკავშირებული მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტთან, რადგან ბერ-მონაზვნები საკუთარ არჩევნას თავად აკეთეგბენ მატერიალურ კეთილდღეობასა და სულიერ ღირებულებებს შორის. გრიგოლ ხანძთელი გამოცდის წესით იღებდა ახალბედებს მონასტერში: ღირსეული უნდა ყოფილიყო, არ ყოფილიყო ზარმაცი... მისი მოწაფეები სიკეთით იყვნენ სავსე და ითვისებდნენ გრიგოლისგან აურაცხელ სათნოებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გრიგოლი იყო
მკაცრი, სამართლიანი და კარგი მმართველი, შეეძლო გაერჩია ადამიანის შინაჰგანი ბუნება, კარგი მასწავლებელი და მოძღვარი, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებდა სულიერ შვილებს, მისაბაძი სულიერი შვილებისთვია, სათნოებებით სავსე.
როდესაც დაინახა, რომ მისი მოწაფეები რთულ მატერიალურ მდგომარეობაში იყვნენ, დახმარება სთხოვა გაბრიელ მთავარს. გაბრიელი წინ ეგებება სტუმრად მისულ გრიგოლს და თაყვანისცემს მას. აქ იკვეთება მისი თვისებები როგორიცაა: მზრუნველი, დაკვირვებული და კარგი ხელმძღვანელი.გაბედულად მიდის საერო ხელისუფალთა კარზე და ითხოვს დახმარებას კეთილი საქმის აღსასრულებლად, ამაში, უდავოდ, ეხმარება მას კარგი განათლება და მანერები.
პატივისცემას იმსახურებს საერო პირებისაგანაც. აშოტ კურაპალატთან მიდის, დალოცავს მათ და ამბობს ძალიან საოცარ სიტყვებს, რომელიც ადასტურებს, რომ ბაგრატიონები არიან ბიბლიური დავით მეფის შთამომავლები
გრიგოლ ხანზთელი უდიდეს პატივისცემას იცენს სამეფო ხელისფუფლების მიმართ და ამ ხელისუფლებას ღვთისგან დადგენილს უწოდებს.
მისი მოწაფეები ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულნი არიან და დიდი სასულიერო და საზოგადო მოღვაწენი. ასევე, იყვნენ წმინდანი და სასწაულებრივად კურტნავდნენ ადამიანებს და ჰქონდათ წინასწარმეტყველების უნარი.
უყვარს ინიციატორი ადამიანები, წაახალისებს მათ ინიციატივებს, მოტივაციას აძლევს სულიერ შვუიკლებს და მხარს უჭერს მათ კეთილ წამოწყებებსა და გადაწყვეტილებებს; იყო სასულიერო მწერალ და გამორჩეოდა ზეპირობის არნახული უნარით.