четверг, 20 июля 2017 г.

წერილი გაეროს გენერალურ მდივანს - ანტონიო გუტიერესიას



წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 

(დეტალების სანახავად გადადით ამ ლინკზე)

სსიპ ილიაჭავჭავაძის სახელობის ქ. რუსთავის # 1 საჯარო სკოლა

VII კლასის მოსწავლე - ირინა გვალია







გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს - ანტონიო გუტიერესიას
გაეროს შტაბ-ბინა
ნიუ-იორკი
აშშ
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის - ირინა გვალიას წერილი
საქართველო, ქ. რუსთავი,
მშენებელთა ქუჩა # 46, ბინა-20.
T: +995 595 12 68 09
E-mail: irina.12-2004@mail.ru
მოგესალმებით, ბ-ნო ანტონიო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი კეთილგანწყობა და მოგილოცოთ ესოდენ საპასუხიმგებლო პოზიციის დაკავება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო, (Unated Nations Organization, UNO), საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და მისი შექმნის მიზანიც, სწორედ, ერების ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთდახმარებაა, ამასთანავე, საერთო ადამიანური ღირებულებების დაცვა და მისთვის ბრძოლა.
გაეროს განვითარების პროგრამა ითავლისწინებს: დახმარებას მიმღები ქვეყნებისათვის, ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნას, ტექნიკისა და მოწყობილობების მიწოდებას, კადრების მომზადებას, სემინარების ორგანიზებას და სხვა.
გაეროს ანსამბლეაზე პირველი სიტყვით გამოსვლაში, თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ომით დაზარალებული მიგრანტებისათვის მსოფლიომ სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა დათქვენ მზადყოფნა გამოთქვით, თავდაუზოგავად იბრძოლოთ ტერორიზმისა და პოპულიზმის წინააღმდეგ და ადამიანის ღირსების დასაცავად. სირიის პრობლემასთან დაკავშირებით კი აღნიშნეთ, რომ „მშვიდობისთვის ბრძოლის დროა“, რომ სირიის ხალხისათვის მშვიდობის მოსატანად ყველაფერს გააკეთებთ, რაც შეგიძლიათ. ამასთანავე, იმუშავებთ ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის.
ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ადამიანებით ვაჭრობის პრაქტიკა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია. ტერორისტული ორგანიზაციები „ისლამური სახელმწიფო“ და „ბოკო ჰარმი“, არა მხოლოდ ღიად აიძულებენ ადამიანებს შრომას, არამედ ამტკიცებენ, რომ ეს კანონიერია.
მაშასადამე, თქვენ თანამედროვე მსოფლიოს პულსზე გიდევთ ხელი და სწორად აფასებთ სიტუაციას. მე, როგორც პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, ამჯერად პატარა ქვეყნების პრობლემატიკაზე გავამახვილებ ყურადღებას.
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში არის საშიშროება იმისა, რომ დიდი ქვეყნები, არა მარტო ტერიტორიული თვალსაზრისით, არამედ სოციო-კულტურულადაც „ჩაყლაპავენ“ პატარა სახელმწიფოებს, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით უფრო დიდი კულტურა და ღირებულებები აქვთ, ვიდრე დიდ სახელმწიფოებს. ზოგიერთი მათგანი კი, პირდაპირ ცივილიზაციის კერაა. ქვეყნების თავისთავადობისა და ტარდიციული ღირებულებების მაქსიმალური დაცვა მსოფლიოს უფრო მდიდარს ხდის. ასევე, ვფიქრობთ, აუცილებელია ქვეყნებმა და, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებმა, უფრო მკაცრად დაიცვან ეროვნული მახასიათებლები: ეთნოსი, რელიგია, კულტურა და სხვა. ვფიქრობ, საჭიროა ზომიერების დაცვა მიგრანტებთან დაკავშირებითაც. ახალმოსახლენი სახელმწიფოში ერევიან ადგილობრივ მოსახლეობას და ხშირად, ერი, როგორც ასეთი, ეთნიკურ უმცირესობად იქცევა ხოლმე საკუთარ ქვეყანაში და საბოლოოდ, იწყება ეთნოსის გადაშენება. თუ ყველა ქვეყანა არ გამოიჩენს ზომიერებას ამ საკითხის მიმართ, ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ერთ მსოფლიო ერს, რომელიც იცხოვრებს ერთი კულტურით და ერთი ღირებულებებით და დაიკარგება ერთა თვითმყოფადობა.
ვფიქრობ, მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში თქვენ, გაერთიანებული ერების ორგნიზაციამ, საკუთარი სიტყვა უნდა თქვათ, რათა დაიცვათ მსოფლიოს მრავალფეროვნება გაერთნაირებისა და გაუფერულებისაგან.
პატივისცემით,
ირინა გვალია.
2017 წელი, 10 აპრილი.




პატივცემულო მკითხველო,
გთხოვთ, თქვენი პოზიცია გამოხატოთ კომენტარების საშუალებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий