5.
|
რეფლექსია და სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
|
რესურსის გამოყენების
რეფლექსიაში/ინსტრუქციაში სრულყოფილად,
კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობითა
და არგუმენტირებულად
არის
გაცემული პასუხები
ქვემოთ მოცემულ შეკითხვებზე:
ü რამ განაპირობა რესურსის შექმნა?
რესურსის
შექმნა განაპირობა მოსწავლეთა განსაკუთრებულმა ინტერესმასაინტერესო და კრეატიული
სწავლების მეთოდებისადმი, რომელსაც ყოველთვის ვიყენებ საკლასო სივრცეში;
üრამდენად
შეესაბამება თქვენ მიერ
შექმნილი რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს?
v სასწავლო რესურსში წარმოდგენილი ილუსტრაციები და
ფოტომასალა მოსწავლეს ეხმარება ტექსტის არავერბალური და ვერბალური ნაწილის ერთმანეთთან
დაკავშირებაში, ინტერპრეტირებასა და მსჯელობაში მათი ურთიერთმიმართების საკითხთან
დაკავშირებით, მოსწავლეს უვითარებს მედიაწიგნიერების საწყის უნარ-ჩვევებს (V.
11) . /იხ. პრეზენტაცია,
გვ. 1-35/;
v სასწავლო
რესურსში დასმული ამოცანები მოსწავლეს ეხმარება გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით ( V. 12).
v /იხ.
პრეზენტაცია, გვ. 12,13,14,15,16/;
v სასწავლო
რესურსი მოსწავლეს
ეხმარება დამოუკიდებლად შექმნას სხვადასხვა სახის ტექსტი ( V. 13).
/იხ.პრეზენტაცია, გვ. 29/;
v სასწავლო
რესურსი მოსწავლეს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ისეთებს, როგორიცაა: ანალიზი,
სინთეზი და შეფასება /იხ. პრეზენტაცია, გვ. 23,25/.
ü რამდენად არის გათვალისწინებული
ამ რესურსის სამიზნე ჯგუფის
მოსწავლეთა თავისებურებები?
·
სასწავლო
რესურსი განსაზღვრულია ქართულენოვანი სექტორის V კლასის მოსწავლეებისათვის,
სასწავლო თემა აღებულია V კლასის
ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო წიგნის პროგრამიდან;
·
სრულიად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი
და სოციო-კულტურული თავისებურებები (სასწავლო
რესურსში წარმოდგენილი მასალა არ შეიცავს სხვადასხვა მოსწავლეთა სოციო-კულტურული
ჯგუფებისთვის დამაბრკოლებელ ინფრომაციას);
·
ამასთანავე,
სასწავლო რესურსი უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა დაინტერსებასა
და ჩართულობას (ჯგუფებში მუშაობა და ვიზუალური მასალის შექმნა).
|
|
|
აღწერეთ, როგორ გამოიყენეთ რესურსი და დაასაბუთეთ საგაკვეთილო
~პროცესში მისი გამოყენების ლოგიკურობა;
სასწავლო რესურსი მრავალჯერადად
გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე
ახსნილი მასალის უკეთ წვდომის, ტექსტზე მუსაობის, ტექსტის ანალიზის, სინტეზისა
და შეფასებისთვის. სასწავლო რესურსზე წარმოდგებილმა ფოტო მასალამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ფანტაზიის უნარის განვითარებას. ასევე, წერითი
მეტყველების უნარის განვითარებას. საგაკვეთილო
პროცესში სასწავლო რესურსის გამოყენება აბსოლუტურად ლოგიკურია და თავსებადი ეროვნულ
სასწავლო მიზნებთან.
ü აღწერეთ ის სფეროები (თემები, ასაკობრივი
კატეგორიები,
საგნები...),
რომლებშიც შესაძლებელია
ამ რესურსის
საგამანათლებლო მიზნით
გამოყენება იმავე ან
მოდიფიცირებული
სახით როგორ შეიძლება მისი მოდიფიცირება და გამოყენება
სხვა კონტექსტში?
სასწავლო რესურსი ჩემს მიერ გამოყენებულია მრავალჯერადად და ამასთანავე,
მნიშვნელოვანია მისი მრავალფუნქციურობა (სასწავლო რესურსის გამოყენება შეიძლება როგორც
ქართულის, ისე გეოგრაფიის გაკვეთლზე არსებული ან მოდიფიცირებული სახით, სადაც მოსწავლეები
გაეცნობიან გამოქვაბულისა და ბუნებრივი მინერალების (სტალაქტიტები, სტალაგმიტები
და სხვა) შესახებ არსებულ ინფრომაციას. ამ მხრივ, სასწავლო რესურსი ხელს უწყობს სამიზნე
ჯგუფის ჩართულობასა და მისი მრავალმხრივი უნარების განვითარებას.
ü აღწერეთ, როგორ შეუწყო ხელი
სამიზნე ჯგუფის
აქტიურ ჩართულობასა და ინტერაქციას სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენებამ?
1.
სასწავლო რესურსში დასმული ამოცანები
მოითხოვს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობასა და მათ
ფოკუსირებას ტექსტის გარკვეულ მონაკვეთებზე, რაც თავისთავად აქტუალურს ხდის
„აღმოჩენით სწავლების“ მეთოდს (იხ. პრეზენტაცია,
გვ, 12,13,14,15,16) და უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფის აქტიურ ჩართულობას სასწავლო
პროცესში;
2.
სასწავლო რესურსი მოსწავლეების
წინაშე აყენებს ამოცანას შეავსონ ერთგვადი დიაგრამა, სადაც უნდა ჩაწერონ: მთავარი
პერსონაჟი/არამთავარი პერსონაჟი, მათ მიერ დასახული მიზნებითა და მათი შეფასებებითურთ.
ეს აქტივობა განსაკუთრებულად უწყობს ხელს მსწავლეთა ინტერაქციას სასწავლო პროცესში:
მოსწავლეები ცდილობენ, საკუთარი გამოცდილებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებით შეაფასონ
მთავარი და არამთავარი პერსონაჟების: მიზნები და ქმედებები და მოახდინონ მათი შეფასება.
გაუზიარონ ის ჯგუფის სხვა წევრებს, კლასსა და მასწავლებელს /იხ. პრეზენტაცია, გვ.
19,20,21,22,23,34,35,36,37,38,29/.
|
|
|
ü სამიზნე ჯგუფის კონკრეტულად რა
უნარების განვითარებას შეუწყო ხელი და
როგორ აღნიშნულმა
რესურსმა?
სასწავლო რესურსმა ხელი შეუწყო
მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას:
·
ჯგუფში
მუშაობის უნარის განვითარებას;
·
წიგნიერების
უნარის განვითარებას;
·
შემოქმედებითი
უნარის განვითარება;
·
გაგება-გააზრების
უნარის განვითარებას;
·
მაღალი
სააზროვნო უნარების: ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარებას.
ü იჩინა
თუ არა თავი რაიმე პრობლემამ რესურსის გამოყენებისას
და როგორ გადაჭერით იგი?
აღნიშნული
სასწავლო რესურსი ჩემ მიერ გამოყენებულია
სამ სხვადასხვა კლასში და არცერთხელ არ შექმნილა რაიმე სახის პრობლემა მის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
ü რა შეცვალა
თქვენს პედაგოგიურ პარქტიკაში აღნიშნული რესურსის
გამოყენებამ?
აღნიშნული
სასწავლო რესურსის გამოყენებამ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში შეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება
სწავლა-სწავლების პროცესისადმი. სასწავლო რესურსმა მოსწავლეებს საშუალება მისცა მოსწავლის
როლტან ერთად მოერგოთ მასწავლებლის როლიც და საკუთარი მოსაზრებები არგუმენტირებულად
გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით „ესწავლებინათ“
თანატოლებისთვის. ამ პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცათ ეგრძნოთ, რომ ეს იყო
„მათი გაკვეთილი“ და „მათი პასუხისმგებლობა“.
ü ჩამოაყალიბეთ რესურსის გამოყენების ინსტრუქცია და დეტალურად აღწერეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც
მნიშვნელოვანია
სხვა მასწავლებლის მიერ აღნიშნული რესურსის
საგაკვეთილო პროცესში
შედეგიანად
გამოყენებისთვის.
პრეზენტაცია შგდება 6 ძირითადი ნაწილისაგან:
1. სათაფლიის გამოქვაბული;
2.გ.შატბერაშვილის მოთხრობის გახსენება;
3. ნაწარმოების მთავარი და არამთავარი პერსონაჟების გამოყოფა;
4.ნაწარმოების გარკვეულ დეტალებზე ფოკუსირება;
5. პერსონაჟთა მიზნების, ქმედებების დადგენა და მათი შეფასება;
6. ნაწარმოების ჩვენეული გაგრძელების შექმნა;
7. გამოყენებული
ლიტერატურა და ინტერნეტ-რესურსები.
|