1. პროექტის სახელწოდება: ,,ვწეროთ ქართულად“
2. პროექტის მთავარი იდეა: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოზარდებში ქართულ ენაზე წერის უნარის განვითარება.
3. პროექტის აქტუალობა: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოზარდებში მეტად აქტუალურია ქართულ ენაზე წერითი უნარ-ჩვევების არ რასებობის პრობლემა, რაც ხელის უშლის მოსახლეობის ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და ზოგადად, მისი მოქალაქეობრივობრივი ვალდებულებების აღქმასა და გააზრებას. მოზარდები გარკვეულწილად ახეხებენ ქართულ ენაზე საუბარს, მაგრამ რაც შეეხება მათ წერით უნარებს, თვალსაჩინოა წერითი კულტურის მეტად დაბალი დონე.
4. პროექტის მიზნები: ეთნიკური უმცირესობის მქონე მოზარდებში წერითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
5. მონაწილეთა ასაკი: 10-18 წლამდე
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (2013 წლის 10 ოქტომბრიდან - 2013 წლის 10 ნოემბრამდე)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოზაერებში ქართულ ენაზე წერის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა//წერითი ნამუშევრების შექმნა: თარგმანი, ჩანახატი, კალიგრაფიული ნამუშევარი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, კალმები, წიგნები, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები): პროექტი ჩატარდება ოთხ ეტაპად:
I ეტაპი: წერითი ნამუშევრების შექმნა მოზარდების მიერ;
II ეტაპი: წერითი ნამუშევრების შემოწმება სპეციალური კომისიის მიერ და პირველ ეტაპზე გასული 10 საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა;
III ეტაპი: სამი საფინალო ადგილის მფლობელი მოსწავლის ნამუშევრის გამოვლენა;
IVეტაპი: გამარჯვებული მოსწავლეების სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოება.
10. სამუშაო ენა: ქართული, სომხური.
11. მონაწილეები: ქალაქ ნინოწმინდის რაიონისა და სოფლების სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები.
12. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიეტარეტურა/ეთნიური უმცირესობის მშობლიური ენა და //სამოქალაქო განათლება.
უნარების განვითარება:
მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდა; ქართულენაზე ინფორმაციის მოძიება, გაგება, სხვისთვის გადაცემა, შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.
13. პროექტისხელმძღვანელი (მოხალისე მასწავლებელი): ნინო ლარცულიანი
1 5. პროექტისვებ-გვერდი, ბლოგი: http://120862nino.blogspot.com/p/blog-page_2.html
Комментариев нет:
Отправить комментарий