ხელოვნება ადამიანის
შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატულებაა. ხელოვნება მრავალმომცველია თავისი
ბუნებით, იგი თითქოს ამ ფიზიკურ სამყაროს არ ეკუთვნის, თითქოს სხვა განზომილებაა. იმდენადაა დაშორებული რეალობას, რამდენადაც ახლოა მასთან...
ხელოვნება მეტისმეტად
თავისთავადი ბუნებისაა, სხვადასხვა ხელოვანის ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ნამუშევარიც
კი შეუძლებელია ერთნაირად გამოიყურებოდეს. შემოქმედების ყოველი ნიმუში ავტირს ინდივიდუალურ
ხელწერას ატარებს. ამას კი შემოქმედის ნიჭი, ხედვა და განწყობა განაპირობებს. მართალია,
ხელოვნების ყოველი ნიმუში საბოლოოდ მატერიალურ
ფორმას იღებს, მაგრამ მისი პირველწყარო მაინც ირალური სამყარო, ავტორის ფანტაზია, საგანთა
და მოვლენათა წიაღში მისეული წვდომაა: „სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის,
მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა“ - წერს ალბერ კამიუ. „ხელოვნება თავად უკვდავებაა.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს.
მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“ - დიდი
ხუროთმოძღვრის პირით იტყვის თავის ისტორიულ რომანში კონსკტანტინე გამსახურდია. სწორედ
თავისი შემოქმედებითი ბუნების გამო, ვფიქრობ, შეკვეთა შეუძლებელია ხელოვნების იდეას
არ ეწინააღმდეგებოდეს და მეტიც არ აფერხებდეს მის განვითარებას.
კონსტანტინე გამსახურდიას
თავის რომანში, „დიდოსტატის მარჯვენა“, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, სწორედ ხელოვანის ურთულეს შემოქმედებით ცხოვრებას აგვიწერს. ავტორი ნაწარმოების არაერთ ეპიზოდში მოგვითხრობს
ახალგაზრდა ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის,
შინაგანი განცდებისა და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველ სურათებს.
მოცემული ეპიზოდი
ფარსმან სპარსის და კონსტანტინე არსაკიძის
დიალოგია წარმოდგენილი. ხანში შესული, გამოცდილი ფარსმან სპარსი, ახალგაზრდა
ოსტატს მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უწყებს საუბარს. ამ დიალოგში ნათლად ჩანს იმდროინდელი
საზოგადოების დამოკიდებულება ნამდვილი და მდარე ხარისხის ხელოვნების ნიმუშის მიმართ,
ფარსმანის თქმით, ადამიანების უმრავლესობას, საყოფაცხოვრებო საგნები ურჩევნია გენიალურ
მხატვრულ ტილოს: „შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც,რომ შენ სურათს ზედაც
არ შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც. რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს
მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო დიდვაჭრებს - ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს
- ცხენები...“. ეს სიტყვები მოწმობს, რომ ფარსმანს ბევრი რამ აქვს გადაეტანილი, მისი
ცხოვრებისული გამოცდილება აიძულებს იფიქროს, რომ მისი ჭეშმარიტი აზრი სხვებისთვის არაფერს წარმოადგენს.
აქვე, არ შეიძლბეა არ გაგვახსენდეს ჯონ კენედის სიტყვები: „თუ გვინდა, ხელოვნება ასაზრდოებდეს
ჩვენი კულტურის ფესვებს, საზოგადოებამ ხელოვანი უნდა გაათავისუფლოს“.
ფარსმანი ახლგაზრდა
ხუროთმოძღვარს შეახსენებს, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას არამარტო საზოგადოება, არამედ ხშირად
სასულიერო პირებიც კი ვერ აფასებენ. ფარსმანის თქმით, ხელოვანს ოდესღაც საკუთარი ხელოვნების
ნიმუშებიც კი დაუპირისპირდებიან: „ვაი მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის
დღეს მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან
დამხატველს და მოსთხოვენ სულს და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის
მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით“. ამით ფარსმან სპარს იმის თქმა სურს, რომ
,ყოველგვარი წესის დარღვევით შექმნილი ნამუშევარი ბევრად მეტია მხატვრისთვის დაკვეთილ, დაძალებულ, თუნდაც საუკუნოვან
შედევრზე, რადგან სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნება.
თანამედროვე სამყაროში,
დროში, როდესაც ადამიანის შესაძლებლობებს ფართოდ გაუხსნა კარი ტექნოლოგიურმა პროგრესმა,
როდესაც ბუნებრივ ინტელექტს კონკურენციას უწევს ხელოვნური ინტელექტს, მაინც შეუცვლელი რჩება ადამიანის შემოქმედებითი გენია,
რომელსაც მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური ნიჭი, ხედვა და განცდათა წვდომისდ და გადმოცემის
თავისებურება ქმნის.
ვფიქრობ, პიროვნული
თუ საზოგადოებრივი დაკვეთა ვერასოდეს იქნება ისეთი მაღალღიებული, როგორც შემოქმედის
მიერ საკუთარი ნებითა და შემოქმედებითი წვის ხარჯზე შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.
მარიამ საძაგლიშვილი |