კვრიას სიზმარი
1. რას წარმოადგენს
სიზმარი?
-სიზმარი აუხსნელი ფენომენია და იგი
ოდითგანვე ადამიანის დიდ ინტერესს იწვევდა. სიზმარს წარმართულ რეალობაში განსაკუთრებულ დატვირთვას
ანიჭებდნენ მთიელნი და სიზმრების ამხსელადაც მკითხავ-ქადაგნი ჰყავდათ გამორჩეულნი.
2. რამდენი
სახისაა სიზმარი ქრისტიანული თვალთახედვით?
- ქრისტიანული აღმსარებლობის მიხედვით სიზმარი 3 სახისაა: ღვთაებრივი, ბოროტის მოქმედებით აღძრული და შთაბეჭდილებითი
(ანუ კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ შთაბეჭდილებით გამოწვეული).
3. რას წარმოადგენს სიზმარი ვაჟა-ფშაველას
ლიტარტურული გმირებისთვის?
- „სიზმარში ხდება ადამიანისათვის უმთავრესი რამ _ ადამიანური დანიშნულების გაცნობიერება. ეს მარტივი პროცესი არ არის და მიიღწევა ტანჯვისშემდგომი კათარზისით. ცხოვრებისეულ ტანჯვას კი პერსონაჟი სიზმარში გადის და სიზმარშივე ეხსნება ჭეშმარიტება, რომელიც ცხოვრების სწორი გზის დანახვაში მდგომარეობს“
(ა. დოლიძე).
4. როგორი დატვირთვა აქვს კვირიას სიზმარს
პოემა „ბახტრიონში“?
- განსაკუთრებული და წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს
სიზმარს პოემა „ბახტრიონში“. მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ სიუჟეტს და განვიხილოთ
კვირიას სიზმარი, რომელიც
პოემის მთელ VII თავს
მოიცავს.
5. როგორი სცენა წარმოდგება ჩვენს თავლწინ?
- ჩვენს
წინ იშლება ასეთი სცენა: ჯარი პურობას მისცემია, ნადიმობს და საუბრობს ავსა თუ კარგზე,
მხოლოდ ერთი მხედარი დგას მოშორებით, ჯოხზე ჩამოყრდნობილს თავი ძირს დაუხრია და მიწას
ჩაფიქრებული დაჰყურებს. ეს კვირიაა. ნეტავ რა ფიქრები ტრიალებს მის გულში, ამის გაგება
ძეხორციელს არ შეუძლლია, რადგან დაფარულია კაცთაგან ფიქრი სხვა კაცის გულისა.
6. როგორი დიალოგი
გაიმართება მხედრებსა და კვირიას შორის?
მხედრები შეამჩნევენ განკერძოებით
მდგარ კვირიას და საზრდელს შესთავაზებენ.
- კვირია, ძმობილო, ცოტაოდენი
პური შეჭამე, იქნებ შეგცივდა? არაყი მაინც შესვი,
პირი გაისველე. დღეს
თუ მოვასწრებთ პურობას, თორემ ხვალ ერთმანეთის
საპატიჟოდ და ტკბილი
სიტყვის სათქმელად ვიღას ეცლება?
-
არა, კვირია გენაცვალოთ,
სასმელს ვერ შევსვამ და საჭმელსაც არ გეახლებით. თუ მმშივდა, გუდაში ბლომად მაქვს საგზალი,
შემიზლია სხვასაც ვუწილადო.
7 . როგორ მოახერხებს
ლუხუმი კვირიას დაყოლიებას?
-
იქნებ, ცუდი სიზმარი ნახე?
- მოულოდნელად საუბარში ჩაერთო ბერი ლუხუმი
და მისი ხმლის ვადას სწავდა, - რა ნახე, ჩემო კვირიავ, გვითხარი, ნუ დაგვიმალავ, „ლუხუმი მოგხდის წერასა!“ (ანუ მოხუცი ლუხუმი აგარიდებს
განსაცდელს).
-
რას გაიგებ სიზმრისას?
ვერაფერს გეტყვით...
-
თუ არ გვიამბობ, კვირიავ,
ჩამოგართმევთ დროშას (დროშის ჭერას ბრძოლაში, ანუ მედროშეობას). განა, სიზმრის დამალვა
გიღირს ანდენი ხალხის წყენად? თქვი წუხანდელი სიზმარი!
8. როგორ იწყება
კვირიას სიზმარი?
კვირია იწყებ სიზმრის მოყოლას: მეტად მრისხანე დღე იყო, ცა მოქუფრულიყო და ღრუბლით დაფარულიყო. მე ტრიალ
მინდორზე ტავმომწონედ მივაწენებდი ჩემს სავ ბედაურს, რომელიც ქარივით სწრაფი იყო. მოულოდნელად
სამი სანთელი აინთო ჩემი ხმლის (ფრანგულის) ტარზე, ხოლო ფარზე ციური შუქით ჯვარი გამოისახა.
9. რა დაინახა
ტრიალ მინდორზე მიმავალმა მხედარმა და როგორ მოიქცა იგი?
ირგვლივ ტრიალი მინდორი იყო. გზაზე კი ულამაზესი ყვავილი უხვად დაფენილიყო...
ირგვლივ არავინ ჩანდა. უეცრად წინ გავიხედე და გველეშაპი შევნიშნე. ცეცხლის ენით ყვავილებიან
მიწას ლოკავდა და პირიდანაც საშიოანელ ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი სანახავი იყო. დამინახა
თუ არა ჩემსკენ ქშენით გაემოემართა და ჩემს შესაჭმელად ვეება პირი დააღო. მე არ დავიბენი,
ხმლით ვეძგერე და თავი გავუპე. მოკლული გველეშაპის საზარელი სისხლი პირზე შემომესხა.
ცხენი წამექცა და თვითონაც უგონოდ დავეცი ძირს. როცა გონს მოვედი, საოცარი რამ ვნახე.
10. რა ნახა
გონს მოსულმა კვირიამ სიზმარში?
ვნახე, თითქოს თეთრ ლოგინზე ვიწექი, გვერდით
ჩემი ცხენი უსულოდ ეგდო. დიდი ჭადარი მედგა
თავს, ზედ ქედანი (გარეულო მტრედი) იჯდა და
თავს დამღუღუნებდა. შემდეგ მზეც ამოიწვერა, მაგრამ როცა დამინახა, უკანვე ჩავიდა და
ღრუბლებს მიეფარა. თვალთ დამიბნელდა და ისევ მიმეძინა.
კვირიამ ტხრობა დაასრულა. ლუხუმს არ ეამა ეს სიზმარი, გული აუჩუყდა, ცრემლი
ჩაუდგა თვალებში, მაგრამ მაინც თქვა: „კეთილად ახდეს!“
უპასუხეთ შემდეგ
კითხვებს
1.
რას წარმოადგენს
სიზმარი?
2.
რამდენი სახისაა
სიზმარი ქრისტიანული თვალთახედვით?
3.
რას წარმოადგენს სიზმარი ვაჟა-ფშაველას ლიტარტურული
გმირებისთვის?
4.
როგორი დატვირთვა
აქვს კვირიას სიზმარს პოემა „ბახტრიონში“?
5.
როგორი სცენა
წარმოდგება ჩვენს თავლწინ?
6. როგორი დიალოგი
გაიმართება მხედრებსა და კვირიას შორის?
7. როგორ მოახერხებს
ლუხუმი კვირიას დაყოლიებას?
8. როგორ იწყება
კვირიას სიზმარი?
9. რა დაინახა ტრიალ
მინდორზე მიმავალმა მხედარმა და როგორ მოიქცა იგი?
10. რა ნახა გონს
მოსულმა კვირიამ სიზმარში?
Комментариев нет:
Отправить комментарий