ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“
ილია ჭავჭავაძე პოემა „აჩრდილი“ მიძღვნითი ხასიათის ნაწარმოებია, რომელსაც ორი ადრესატი ჰყავს: ივანე პოლტარაცკი და ილია წინამძღვრისშვილი. მიძღვნითი ტექსტის ქვეშ ავტორს შოთა რუსთავლის ცნობილი სიტყვები მიუწერია: „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.
ფოტოზე გამოსახულნი არიან:
(ხელმარცხნივ, ჩოხით)
წინამძღვრიშვილი, ილია ივანეს ძე (1834-1920)
(ხელმარჯვნივ, სამოქალაქო სამოსით)
პოლტორაცკი, ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)
ილია წინამძღვრიშვილი - პედაგოგი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე.
ივანე პოლტორაცკი - უკრაინული წარმოშობის
ქართველი საზოგადო მოღვაწე
რატომ უძღვნა პოემა „აჩრდილი“ ილი ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პალტარაცკის, ჩვენთვის უცნობია, თუმცა პოემის თავში მიწერილი ეპიგრაფი, რომელიც რუსთველის სიტყვებს იმეორებს, გვაფიქრებინებს, რომ ილია ამ ორ ახალგაზრდა პიროვნებაში ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ საზოგადო მოღვაწეებს ხედავდა, რომელნიც მის, როგორც წინამორბედის, გზას ღირსეულად გააგრძელებდნენ.
ნაწარმოები იწყება ბუნების სურათის აღწერით: ავტორი შთამბეჭდავად გვიხატავს მყინვარის დიდებულ სახეს, მარადთოვლიანი მთების გარემოცვაში ჩაფლულ მიდამოს, რომელიც რისხვით გადმოჰყურებს ქვეყნიერებას და თითქოს წარღვნით ემუქრება. ამ მრისხანე სურათს სინაზეს ჰფენს მზის მოელვარე სხივები და დილის ნარნარი ათინათი. სინათლის ამ ყოვლისმომცველ მშვენიერებას მრისხანე მყინვარიც კი ემორჩილება.
(ფოტოზე გამოსახულია ბერი აბრაამი - სვეტიცხოვლის მოღვაწე) |
ავტორს ნაწარმოებში შემოჰყავს იდუმალებით მოცული პერსონაჟი, გვიხატავს მყინვარზე მდგომიდიდებული მოხუცის სახეს, რომელიც საქართველოს თანამდევი უკვდავი სულია. აჩრდილი საქართველოს ბედის მოჭირნახულეა, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი. ის იცნობს საქართველოს ისტორიულ წარსულს, მას სტკივა საქართველოს აწმყო და ზრუნავს მის ბედნიერ მომავალზე. ამ იდუმალებით სავსე აჩრდილის პირით ილია ამბობს დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილ სიტყვებს: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული“ საგულისხმოა, რომ აჩრდილის პერსონაჟს ზოგიერთი მკვლევარი თავად ილიასთან აიგივებს. ილია ამ პოემაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი თანამედროვე საზოგადოების მანკიერ მხარეებს: ერში გამეფებულ ურთიერთუნდობობას, სასოწარკვეთილებასა და გულგრილობას, რომელმაც ქართველს საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისა და ეროვნული თავისუფლების იდეაზე ხელი ააღებინა: „და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულობის შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“. ამავე პორემაში ილია კიდევ ერთხელ ეხება (ისვე, როგორც ლექსში „ქართლის დედა“) გმირის დაბადების თემას, გმირისას, რომელიც ქვეყანას ეროვნულ თავისუფლებასა და კეთულდღეობას მოუპოვებს. ამ თემას ჯერ კიდევ რომანტიკოსთა შემოქმედებაში ვხვდებით (გრიგოლ ორბელიანის ლექსი „იარალის“). პოემაში ილია საუბრობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეროვნული გმირების არსებობა. სწორედ გმირები კვებავენ ქვეყნის სულიერ ენერგიას, მათი ხსოვნა თაობიდან თაობებს გადაეცემა და მაგალითს აძლევს ქვეყნის მომავალს. მაგრამ გმირის დაბადებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი გარემო პირობები, ქვეყნის სულიერი და ფიზიკური მზაობა:
რომელსაც ვეძებთ, რომელსაც ვსტირი? იგი აღარ გყავთ... მის მოედანი ჯაგით აღვსილა, ვერანად
ქმნილა, გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წარწყმედილა“.
ილია საქართველოს „ობოლ მარგალიტად“ და „დიდი სამოთხის პატარა კუთხედ“ მოიხსენიებს, მშვენიერ წალკოტად, რომელიც ურიგო პატრობის ხელში უმწეო, უნუგეშო და „ნაღვლით აღვსილ“ ქვეყნად გადაქცეულა. ქვეყნად, რომელის შვილებსაც მისდამი სიყვარულის გრძნობა დიდი ხანია გაქარწყლებიათ და მხოლოდ პირადი სარგებლის ძებნით აღტკინებულნიღა ცხოვრობენ ამქვეყანაზე. მათი უგულობით განწირული სამშობლო კი, „უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა“. ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა, ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი, რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა; რომ დაგიგდიათ უმწედ, უნუგეშ, თქვენის სიავით დამწყლულებულა, თქვენგან გმობილი უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა. ილიას თქმით. მის თანამედროვე საზოგადოებაში, აქა-იქ შეიმჩნევა სამშობლოზე მოფიქრალ ადამიანთა წუხილი და ქვეყნის დასახმარებლად გაწეული მცდელობა, თუმცა, უნდობლობა და არაერთსულოვნება ამ მცდელობებსაც აქარწყლებს: „ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ, თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან; თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან“. ილია ასევე ეხება მის თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებულ სოციალური უთანასწორობის თემას. აკრიტიკებს ბატონების უმოწყალო დამოკიდებულებას გლეხებისადმი: „მაგრამ ქვა არის ბატონის გული, ვერ დაარბილებს მას შებრალება; ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული, ვინც მონებას თვით ემორჩილება“. ილია საუბარს იწყებს „შრომის უღლის ახსნაზე“, ანუ რევოლუციაზე.
ამ თემას ილია ჯერ კიდევ „მგზავრის წერილებში“ შეეხო: „სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს”. ილიას ღრმად
სწამდა, რომ სწორედ რევოლუცია მოუტანდა კაცობრიობას თანასწორობასა და კეთილდღეობას.
„შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის, კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის“. ილიას
აზრით, მეცხრამეტე საუკუნის მთავარი თემას წორედ ძველი საზოგადოებრივი წყობის
რღვევა და ახალი სოციალური წყობის დამყარებაა: „და დაიმსხვრევა იგი ბორკილი შემფერხებელი კაცთა ცხოვრების, და ახალს ნერგზედ ახლად შობილი ესე ქვეყანა კვლავ აყვავდების“.
ამ თემას ილიამდე შეეხო გრიგოლ ორბელიანი თავის პოემა „სადღეგრძელოში“, სადაც ხაზგასმით თქვა: „მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას" ასევე, ილია ჭავჭავაძე თავის თხზულებაში „ოთარაანთ ქვრივი“ ხაზგასმით საუბრობს იმზე, რომ ადამიანურ ღირსებებსა და ნიჭს არანაირად არ განსაზღვრავს მისი სოციალური მდგომარეობა. ამ მოსაზრებას ილია ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის, არჩილის, პირით გადმოგვცემს. ილია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ცხოვრების მოდუნებაზე. აღწერს საქართველოს დედაქალაქს, თბილისს, სადაც ადამიანები უფერულად ცხოვრობენ და მათ მოქმედებებსა და სუბრებში არ ჩანს ქვეყნის ტკივილზე ზრუნვა (საქვეყნო საქმისათვის ზრუნვა). ილია იხსენებს საქართველოს ისტორიულ
წარსულს, აღწერს ქალაქ მცხეთას, რგორც ძველ სატახტო ქალაქს, სადაც ოდესღაც დიდი მადლი
სუფევდა, სადაც ყვაოდა „ხე ცხოვრებისა“. ილიას თქმით, მისი თანამედროვე ძველ დედაქალაქს
დაუკარგავს უწინდელი იერსახე და დღეს „სამიკიტნო დაბად“, ანუ სავაჭრო ადგილად არის
ქცეული. შემდეგ თავში ილია გვესაუბრება ქართველო ერის
მთავარ მისიაზე, რაც ეროვნული თვითმყოფადობისა და რჯულის დაცვაში ვლინდებოდა: „ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა,- ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა,- მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა, ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა“. ილია
საუბრობს ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოს დაპყრობის ისტორიაზე და ფრნავაზ
მეფეზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დიდი დამპყრობლის მარწუხებისაგნ საბოლოოდ იხსნა,
მცხეთა ძლიერ სატახტო ქალაქად აქცია და ქართველ ერს ნანატრი თავისუფლება დაუბრუნა.
იმ დღიდან მოყოლებული ქართველს ხმალი ქარქაში არ ჩაუგია, დღემუდამ სამშობლოს
დასაცავად იყო მზად, ახლა კი, თანამერდოვე ქართველები ქვეყნის დაცვაზე აღარც კი
ზრუნავენ: „ეხლა რაღაა!.. გაჰქრენ ის დღენი, გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება, და საკვირველნი მამათ საქმენი ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება“. ილიას
მიერ წარმოდგენილი აჩრდილი ნატრობს ერის გამოღვიძებას და შენატრის საქართველოს
ბედნიერ მომავალს. ავტორი ნაწარმოებს ასრულებს აჩრდილის ლოცვით: დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა, მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა, მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა. ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან დ რა არს მშვიდობა, იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს,- შეისყიდეს ტანჯვით შენდობა. მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!.. ჰოი სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!.. ამ
ლოცვით აჩრდილი უფალს ავერდებს ჩვენს ქვეყანას, სთხოვს, რომ ქართველს ქართველის
ნდობა და სიყვარული მოჰმადლოს და აღუდგინოს დაცემული მამული.
გამოყენებული რესურსები: 1. ილია ჭავჭვაძე (ფოტო) - https://scroll.ge/22037/ilia-tchavtchavadze-biographi/; 2. ივანე წინამძღვრისშვილი და ილია პოლტარაცკი (ფოტო)- https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/204880; 3. მყინვარი (ფოტო) - https://reginfo.ge/people/item/11110-gergetis-samebamde-misasvleli-gzis-mshenebloba-dasruld 4. აჩრდილის ფოტო (ბერი აბრაამი) - http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/tsaukithkheth-patarebs/5230-mckhetheli-berebi.html;
|