ტესტის სანახავად გადადით აღნიშნულ ლინკზე:
ვაჟა-ფშაველა: კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი
წერილის მოკლე მიმოხილვა
იპოლიტე ვართაგავა (1872-1967 წწ.) _ ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
პედაგოგი.
რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „გველის მჭამელზე“:
„გველის მჭამელის“ არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდება ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავის მოსაკვლელად გველის ხორცი სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მისი სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ხალხური თქმულება ამას იქით არ გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედარმთავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკუთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს... „გველის მჭამელის“ დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო“.
რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „სტმარ-მასპინძელზე“:
„...წერის დროს ზოგიერთს ნაწარმოებს რამდენიმე ხნით შეუყენებივართ, ცოტა რამეს ერთ ორ ტაეპს, ზოგისას დასასრულს. „სტუმარ-მასპინძელში“, მაგალითად, იმ ადგილმა, როცა ქმარი ჯოყოლა ჰკითხავს ცოლს, აღაზას, ნამტირალევი რადა ხარო, ამის გამო ცოლ-ქმარის ბაასმა მთელი ორი თვე შემაჩერა. ნამეტნავად იმ ადგილმა გამოიწვია ჩემში სულიერი რყევა, თუ რა პასუხი უნდა მიეცა ჯოყოლას ცოლისთვის, როგორ შეჰხვედრიყო აღაზას სიტყვებს, როცა იგი ეუბნებოდა ზვიადაურზე: „ცრემლები შემიწირია იმ შენი მეგობრისთვისაო“.
Комментариев нет:
Отправить комментарий