სასკოლო პროექტი - ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრირება სასკოლო გარემოში

1.    პროექტის სახელწოდება:  ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრირება სასკოლო გარემოში.  

2. პროექტის მთავარი იდეა:  ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრირება საზოგადოებაში.

3. პროექტის აქტუალობა: მე-7 წელია ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვეღარ ახერხებს სკოლაში სიარულს და გადაყვანილია შინ სწავლების რეჟიმზე. მასწავლებლები მას სახლში უტარებენ გაკვეთილებს, ხოლო თანაკლასელები იშვიათად სტუმრობენ. სამედიცინო დიაგნოზით, მოსწავლეს  აქვს კუნთთა პროგრესირებადი დისტროფია, დიუშენის ფსევდოჰიპერტროფიული ფორმით. ვფიქრობთ, მეტად აქტუალურია ამგვარი პრობლემის მქონე მოსწავლის ინტეგრირება სოციუმში, რადგან თავად საბას აქვს ამის მოთხოვნილება. იგი საკმაოდ ნიჭიერი და კონტაქტური მოსწავლეა, ის არაჩვეულებრივად ხატავს.

4. პროექტის მიზნები:  ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სოციუმში ინტეგრირების ხელშეწყობა.

5. მონაწილეთა ასაკი: 10-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეები.

6. ვადები/ხანგრძლივობა:  სამი თვე (2017 წლის 1 მარტიდან - 2017 წლის 30 მაისამდე).

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობა.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  წიგნები, ინტერნეტი, მარკერები, ფლივჩარტები, ბუშტები, ტკბილეული, ტრანსპორტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები, ფანქრები, ფლომასტერები, სახატავი ფურცლები, ფოტოაპარატი, ეკრანი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები):პროექტი ჩატარდება ხუთ ეტაპად:
I ეტაპი:  სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ;
II ეტაპი: გამოფენა-გაყიდვის მოწყობა სკოლაში, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებას.
 III ეტაპი: სსსმ მოსწავლისთვის გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება;
 IVეტაპი: სკოლაში სსსმ მოსწავლის ნახატების გამოფენის მოწყობა;
Vეტაპი: ბლოგის შექმნა პროექტის ფარგლებში.
10. სამუშაო ენა: ქართული.
11. მონაწილეები: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
12. პროექტის ხელმძღვანელები: მერი მახნიაშვილი და ეკატერინე ხვიბლიანი.

13. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: sajaro1@gmail.com

14.  საკონტაქტო ტელეფონი: 597 02 52 34   // 597 14 39 96







Комментариев нет:

Отправить комментарий