რას მოგვითხრობს სიზმარი - აკაკის „ბაში-აჩუკსა“ და ვაჟას „ბახტრიონში“
აკაკი წერეთელის „ბაში-აჩუკი“
თავი I
(ნაწყვეტი)
კირილე მღვდლის სიზმარი
„_ დაბრძანდი, მამაო! – უბრძანა ერისთავმა და მიუთითა სელზე. _ რაღაც უცნაური სიზმარი გინახავს?
_ უფრო ჩვენება, ვიდრე სიზმარი, ჩემო ბატონო!
_ ხალხი კი გადაგირევია და!
_ არ მინდოდა გამხელა, მაგრამ, პარაკლისი რომ გადავიხადე, მიზეზი მკითხეს და ვეღარ დავფიცე.
_ რა იყო მაინც მაგისთანა?
_ მართლა რომ საოცარი რამ. – აქ ჩაახველა ხმის გასასწორებლად მოძღვარმა და ათრთოლებული ხმით მოჰყვა წყნარად. – ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას, უწმინდური დაჰპატრონებოდა!
_ უწმინდური?!
_ დიახ: გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს. სამჯერ რომ შემოგვერგვოდა, კუდი პირში ეჭირა და ერთი მტკაველი კიდევ იქით იყო გადაცილებული. ეძინა იმ წყეულს! მისი შიშით საყდარში ვეღარავინ შედიოდა. აღარც წირვა იყო და აღარც ლოცვა. ხალხი გარს შემოჰხვეოდა და ზარდაცემული შეჰყურებდა. ვეღარავინ ინძრეოდა!... ხანდახან გამოიღვიძებდა ხოლმე ის არაწმინდა, გაიშლებოდა და პირდაღებული, თვალების ბრიალით, წამოსრიალდებოდა ხოლმე ხალხისაკენ!... რომელ კუთხიდანაც კი მოადგებოდა, გაჰქონდა!... ჩასანსლავდა ზედიზედ, ერთიმეორეზე, იქვე უძრავად გაშეშებული ადამიანის შვილებს; გამოძღებოდა, გასისინდებოდა და მერე ისევ გარს ეხვეოდა ტაძარს. ყოველი მისი გამოღვიძება მუსრი იყო ქვეყნისათვის. ერთიც ვნახოთ, მოულოდნელად გამოჩნდა სამი მეომარი, ერთიმეორეზე უკეთესი; მათ ნახვას არა სჯობდა-რა!.. შუბ-ისრით შეჭურვილებს ხელში ფარ-ხმალი ეპყრათ და აელვებდნენ. ერთი მათგანი მიუბრუნდა ზარდაცემულ ხალხს და შეჰყვირა: „ვინ ქართველი და ვინ გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი„სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე კი ერთად ჯოჯოხეთიაო“. ამ სოფელს გამოთხოვებიხართ, დღეს თუ ხვალ აღარც ერთი აღარ იქნებით და ცხვრებსავით კი დაგიდვიათ თავი!... არ გიჯობსთ, რომ წინააღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ სული? განა ეს უფრო ვაჟკაცური არ იქნება და გულის მოსაოხებელი?..“ ამ სიტყვამ ელვასავით დაურბინა ხალხს და გამოაფხიზლა: შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, იგრიალა დიდმა და პატარამ: ზოგმა ფარ-ხმალს მოავლო ხელი, ზოგმა ცულს, ზოგმა წალდს, ზოგმა ნამგალს, ზოგმა ხელკეტს, ზოგმა რასა და ზოგმა კიდევ რასა! ვისაც რა ეხერხებოდა და ან რა ემარჯვებოდა – იმას მიმართა. წაუძღვენ წინ მეომრები, მიუახლოვდნენ მძინარს, ერთად გასტყორცნეს სამი ისარი; დალახვროს ღმერთმა, არცერთი გვამში არ გაერჭო იმ წყეულს! მისმა მაგარმა ქერტლმა სამიავე აირეკლა, გამოიღვიძა გველეშაპმა, მაღლა აიღო თავი, აიქოჩა, ერთი საზარლად იწივლა და მიაშურა. საოცარი სანახავი იყო: კუდით ირეკდა მეომრებს, ტოტსა სცემდა, ბრჭყალებით ჰგლეჯდა და კბილებით სწიწკნიდა. ცუდად იყო საქმე, თუ ის უცხო მეომრები სამივ მხრით არ მისდგომოდნენ და ბრძოლა არ დაეწყოთ! საარაკო იყო მათი ლახტის ცემა!.. მაგრამ რა გამოვიდა, რომ იმ უწმინდურს ყოევლ ახალ-ახალ ჭრილობაზე, ყოველ წყლულზე ძალი ემატებოდა! დაელეწათ ფარ-ხმალი გმირებს და ღონემიხდილნი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ; მაგრამ ამ დროს გამოჩნდა მთიდან მომავალი მხედარი, შუბით ხელში, თეთრ ცხენს მოაგელვებდა. მიეჭრა გათამამებულ გველეშაპს და უგმირა ლახვარი. უწმინდურმა იწივლა, დაიკლაკნა და სასიკვდილოდ გააღო პირი. შავი ოხშივარი კომლივით ამოუშვა და თან საზარელი სიმყრალის სული ამოატანა. ჩვენ ყველას გული შეგვიწუხდა და უგრძნობლად დავემხვეთ დედამიწაზე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით უგრძნობლად, მაგრამ ბოლოს, რომ გამოვფხიზლდით, თვალი გავახილეთ და მაღლა ავიხედეთ, აღარაფერი აღარ იყო! ყოველივე გამქრალიყო: აღარც გველეშაპი სჩანდა და აღარც მეომრები... თეთრცხენიანი მხედარიც წასულიყო. სიჩუმე იყო და მხოლოდ სალიტანიო ზარების რეკა ისმოდა, თუმცა სამრეკლოზე კი არავინ იდგა; ტაძარი განათებული იყო და კარები ღია იყო. იგრიალა ხალხმა, მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით. შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ... თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი“.
ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“
VII თავი
(ნაწყვეტი)
კვირიას სიზმარი
კვირია
„ გიამბობთ, თუ გიამებათ,მე რაცა ვნახე, ეს არი,დღე იყო მეტად მრისხანე,ცა მოღრუბლული, მჭეხარი...მივდივარ ტრიალს მინდორზეთავ-მომწონარი მხედარი.შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,მეგონა, ვზივარ ქარზედა.სამი დაენთო სანთელიჩემის ფრანგულის ტარზედა.შუქი ციური ჯვარადაგამომესახა ფარზედა.მინდორი იყო ტრიალი,არა რაი ჩნდა მაზედა,ყოილი, ხშირი ყოილიდაფენილიყო გზაზედა...გავხედე, მინდვრად მოცურავსშავი ვეშაპი ქშენითა,ყოილთან მიწას მაჰლოკდაცეცხლის მსროლელის ენითა.პირითაც ცეცხლი სდიოდა,საზარელ იყო მეტადა.მნახა, გულზვავად მომმართა,ვუნდოდი დასაკვნეტადა.პირი დააღო ვეება,ჩასაყლაპავად მიტია,მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპეთავი, როგორაც ფიტია.მოკლულმა შემომანთხიაბოროტი სისხლი პირზედა.ცხენი წამექცა, თვითონაცმიწას დავეცი ძირზედა.გონი წამსვლიყო.. გონთ მოვედ,მეოცა სახილებელი:ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,ტკბილადა საძინებელი,გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,ცრემლითა სატირებელი;თავს მედგა დიდი ჭანდარი,სიცხეში საჩრდილებელი;ზედ იჯდა ბერი ქედანი,დამღუღუნებდა თავზედა.მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,მნახა, გაბრუნდა წამზედა,წითლად გაწირა ხოლოდაობოლი სხივი მთაზედა.გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდადა მიმეძინა მკლავზედა.რა დაასრულა კვირიამ,ჩაიკასკასა ტკბილადა.ეწყინა ლუხუმს სიზმარი,ცრემლები მოსდის წყვილადა:- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვაგულ-აჩუყებით, რბილადა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий