пятница, 22 июля 2022 г.

ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ - როგორ შეიქმნა ნაწარმოები / შინაარსი / პერსონაჟები

 


რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა. ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად...


ხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს "გმირთა ვარამი". წიგნი კი დაწერა, მაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდა? ჰოდა, ქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრეს: ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელ-ფურცელ ჩადეს, შემდეგ ისევ სათანადოდ დახურეს. ეს მორები კი იქვე, ქალაქში მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდა. ყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანეს. ასე ჩამოაღწია ჩვენამდე "გმირთა ვარამის" ორმა წიგნმა.

ბანაკში ყველას უყვარდა ლევანი, ყველა მას ეკითხებოდა რჩევას. მეგობრები  "ლევან ბერს" ეძახდნენ. გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.

„ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!”- წერდა ლევან გოთუა, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი... წითელი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის და რეჟიმთან შეურიგებლობის გამო მან 22 წელიწადზე მეტი საკონცენტაციო ბანაკებში გაატარა, სწორედ იქ, ვორკუტის ბანაკში დაიწერა „გმირთა ვარამი”, რომლის ხელნაწერების საქართველოში გამოგზავნა ფარულად მოხერხდა. როგორც იქნა, 55 წლის ასაკში მწერალმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, თუმცა აქაც ყოველდღიურად თან სდევდა თვალთვალისა და დასმენების სუსხი... „გმირთა ვარამის” ავტორმა თავისი ლიტერატურული გმირების ვარამი საკუთარ თავზე გამოსცადა...


წყარო: https://www.ananasi.ge/category-165/category-198/product-1681/



გმირთა ვარამი (1958-1962) — ისტორიული რომანი, რომლის ავტორია ლევან გოთუა. წარმოადგენს ოთხნაწილიან ტეტრალოგიას.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.

ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად, ნაწილ-ნაწილ იგზავნებოდა სამშობლოში.

წყარო: https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw




შინაარსი:

„გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კერძოდ, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას — ოსმალეთის იმპერიასირანს და რუსეთის იმპერიას შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.

წყაარო:  https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw







суббота, 7 мая 2022 г.

ინტერვიუ ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ


 

                                              

- პირველ რიგში, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე ასეთი მძიმე დღეების შემდეგ.

- მიუხედავად რთული დღეებისა და იმ სასტიკი ომისა, რომელიც ქაჯეთის ციხის მცველებსა და ტარიელსა და მისი მეგობრებს შორის გაიმართა, მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.  ცხრაწლიანი განშორების შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენმა სიყვარულმა იზეიმა.

- როგორი იყო თქვენი ტყვეობის პერიოდი? მოულოდნელი იყო თქვენთვის ტყვეობიდან გათავისუფლება?

- ქაჯეთის ციხეში თავს ცუდად ვგრძნობდი. მითუმეტეს, რომ დედოფალი დულარდუხტი უფლისწულ როსანზე დაქორწინებას მიპირებდა. მათი საზოგადოება ჩვენგან ძალიან განსხვავებულია არა გარეგნულად, არამედ იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ გააჩნიათ. ვგულისხმობ იმ ცოდნას, რომელიც მხოლოდ გრძნეულოთათვისაა დამახასიათებელი.  მიუხედავად იმისა, რომ ტარიელისადმი მიწერილ წერილში დაბეჯითებით ვთხოვდი ინდოეთში დაბრუნებასა და ჩვენ მიერ მიტოვებულ სახელმწიფოზე ზრუნვას, გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემს გამოხსნას ეცდებოდა.

- როდის მიხვდით, რომ ტარიელი მოვიდა თქვენს გადასარჩენად?

- როცა ხმაური გავიგონე სარკმელიდან გადავიხედე, ის მაშინვე ვიცანი, ისეთი მშვენიერი იყო...

- ამდენი წლის შემდეგ, როგორ იცანით?

- დიახ, მთელი ცხრა წელი გავიდა... ამასობაში კიდევ უფრო დავაჟკაცდა, თვალი ვერ მოვწყვიტე...

- როგორ ფიქრობთ, ამდენი ტანჯვა რატომ გადაიტანეთ თქვენ და ტარიელმა?

- მე ვფიქრობ, ჩვენს მხრებზე უცოდველი ადამიანის სისხლია. უდანაშაულო სასიძო არ უნდა მოგვეკლა, მაგრამ ჩვენც გამოუცდელები და  ახალგაზრდები ვიყავით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სადღაც უფროსებმაც დაუშვეს შეცდომა?

- რა თქმა უნდა, მამაჩემს უნდა ეფიქრა ჩვენს პირად გრძნობებზე, მითუმეტეს, რომ სასიძოს მოკვლის შემდეგ გაცხადდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მშვენივრად სცოდნია. განრისხებულმა დიდებულების თანდასწრებით აღიარა, კარგად ვიცი ტარიელის და ნესტანის სიყვარულის ამბავიო. თუ ჩვენი სიყვარულის შესახებ იცოდა, რატომ უგულვებელყო ჩვენი პირადი გრძნობები და დამოუკიდებლად მიიღო ჩემი გათხოვების საბედისწერო გადაწყვეტილება. ეჰ, სწორედ ამას  მოჰყვა  ხვარაზმშას უფლისწულის მკვლელობაც.

- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ მან ყველაფერი იცოდა?

- დიახ, რა თქმა უნდა!

- ფატმანზე რას გვეტყოდით, მასზე ნაწყენი ხომ არ ხართ, სწორედ მისმა მეუღლემ გადაგცათ ზღვათა მეფის საჩუქრად...

- ეს ფატმანის ბრალი არ გახლდათ, ეს მისი ქმრის თავშეუკავლობის მიზეზით მოხდა.  მან ფატმანისადმი მიცემული ფიცი გატეხა.

- თქვენი აზრით, როგორ დაგხვდებიან ინდოეთში ამდენი წლის შემდეგ?

- ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდოეთში დაბრუნება ნამდვილი დღესასწაული იქნება.

- ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. დიდი მადლობა ინტევიუსთვის! ნახვამდის!

- ნახვამდის, სიყვარულში გამართლებას გისურვებთ!

                                                                             - გმადლობთ!

 

                                                                                                                        ნუცა მულაძე

                                                                                                                            15 წლის

среда, 30 марта 2022 г.

ბახტრიონი - საომრად მზადება


IV თავი



 თუშ-ფშავ-ხევსურთა გაერთიანებული ლაშქარი ლაშარის ჯვრის გორაზე იყრის თავს

ლაშარის ჯვარი — ფშავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში სოფელ ხოსარის მომიჯნავე ე. წ. „ლაშარის გორზე“. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავნათესის ბაქარიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთშიხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზერებს კახეთში და სხვა.

არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ, ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელსაც ქრისტიანულ ხანაში ლაშა გიორგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარ-აქიმ-დედოფლის კულტის თამარ მეფისა). ქართულ ფოლკლორში ლაშარის ჯვრისადმი (ლაშარელასადმი) მიძღვნილი მრავალი ლექსი მოიპოვება:„ლაშარელაის ლურჯისა“, „ლაშარის ჯვარი ჯავრობდა“, „დიდობდა ლაშარის ჯვარი“, „თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი“ და სხვა. 

ავტორს ნაწარმოებში ახსენებს შემდეგ ტოპონიმებს: ხოშარი, როშკი,  გუდანი,  ჭორმეში, ჭიელი,  ხახმატი...
ვაჟა მოიხსენიებს შემდეგ გვარებს: სუმელჯაურს, ჭინჭარაულს,  მახინცაურს, ცაბაურ-გაბიდაურს...


როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია;
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;

ფშაველებს წინ უძღვით ბერი ლუხუმი თავისი ლურჯა ცხენით, აქვე ვხედავთ წითელი ფარით აღკაზმულ მახინცაურს, ცაბაურ-გაბიდაურს...



пятница, 18 марта 2022 г.

ვაჟა-ფშაველას პოემა „გველის მჭამელი“




 ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:

                                          ვაჟა-ფშაველას პოემა „გველის მჭამელი“


რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „გველის მჭამელზე“:

„გველის მჭამელის“ არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდება ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავის მოსაკვლელად გველის ხორცი სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მისი სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ხალხური თქმულება ამას იქით არ გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედარმთავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკუთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს... „გველის მჭამელის“ დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო“.

-----------------------------------------------------------------------------------------------------
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი, ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:


ვაჟა-ფშაველას პოემებში ასახული ეროვნული რეალიები და მათი თარგმნის პრობლემა

ნაშრომის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:









четверг, 17 марта 2022 г.

ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“ (მოკლე მიმოხილვა)

 

ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“


ილია ჭავჭავაძე პოემა „აჩრდილი“ მიძღვნითი ხასიათის ნაწარმოებია, რომელსაც ორი ადრესატი ჰყავს: ივანე პოლტარაცკი და ილია წინამძღვრისშვილი. მიძღვნითი ტექსტის ქვეშ ავტორს შოთა რუსთავლის ცნობილი სიტყვები მიუწერია:  „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

ფოტოზე გამოსახულნი არიან:

(ხელმარცხნივ, ჩოხით) 

წინამძღვრიშვილი, ილია ივანეს ძე (1834-1920)
(ხელმარჯვნივ, სამოქალაქო სამოსით)

პოლტორაცკი, ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)


ილია წინამძღვრიშვილი - პედაგოგი, პუბლიცისტი, 

საზოგადო მოღვაწე. 

ივანე პოლტორაცკი - უკრაინული წარმოშობის 

ქართველი საზოგადო მოღვაწე



რატომ უძღვნა პოემა „აჩრდილი“  ილი ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პალტარაცკის, ჩვენთვის უცნობია, თუმცა პოემის თავში მიწერილი ეპიგრაფი, რომელიც რუსთველის სიტყვებს იმეორებს, გვაფიქრებინებს, რომ ილია ამ ორ ახალგაზრდა პიროვნებაში ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ საზოგადო მოღვაწეებს ხედავდა, რომელნიც მის, როგორც წინამორბედის, გზას ღირსეულად გააგრძელებდნენ.  


                                       

ნაწარმოები იწყება ბუნების სურათის აღწერით: ავტორი შთამბეჭდავად გვიხატავს მყინვარის დიდებულ სახეს, მარადთოვლიანი მთების გარემოცვაში ჩაფლულ მიდამოს, რომელიც რისხვით გადმოჰყურებს ქვეყნიერებას და თითქოს წარღვნით ემუქრება. ამ მრისხანე სურათს სინაზეს ჰფენს მზის მოელვარე სხივები და დილის ნარნარი ათინათი. სინათლის ამ ყოვლისმომცველ მშვენიერებას  მრისხანე მყინვარიც კი ემორჩილება. 


(ფოტოზე გამოსახულია
ბერი აბრაამი - სვეტიცხოვლის მოღვაწე)

ავტორს ნაწარმოებში შემოჰყავს იდუმალებით მოცული პერსონაჟი,   გვიხატავს მყინვარზე მდგომიდიდებული მოხუცის სახეს, რომელიც საქართველოს თანამდევი უკვდავი სულია. 

აჩრდილი საქართველოს ბედის მოჭირნახულეა, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი. ის იცნობს საქართველოს ისტორიულ წარსულს, მას სტკივა საქართველოს აწმყო და ზრუნავს მის  ბედნიერ მომავალზე.   

 ამ იდუმალებით სავსე აჩრდილის პირით ილია ამბობს დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილ სიტყვებს: 

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.

შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული“

საგულისხმოა, რომ აჩრდილის პერსონაჟს ზოგიერთი მკვლევარი თავად ილიასთან აიგივებს. ილია ამ პოემაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი თანამედროვე საზოგადოების მანკიერ მხარეებს: ერში გამეფებულ ურთიერთუნდობობას, სასოწარკვეთილებასა და გულგრილობას, რომელმაც ქართველს საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისა და ეროვნული თავისუფლების იდეაზე ხელი ააღებინა:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულობის შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა

და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“.

ამავე პორემაში ილია კიდევ ერთხელ ეხება (ისვე, როგორც ლექსში „ქართლის დედა“) გმირის დაბადების თემას, გმირისას, რომელიც ქვეყანას ეროვნულ თავისუფლებასა და კეთულდღეობას მოუპოვებს. ამ თემას ჯერ კიდევ რომანტიკოსთა შემოქმედებაში ვხვდებით (გრიგოლ ორბელიანის ლექსი „იარალის“). პოემაში ილია საუბრობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეროვნული გმირების არსებობა. სწორედ გმირები კვებავენ ქვეყნის სულიერ ენერგიას, მათი ხსოვნა თაობიდან თაობებს გადაეცემა და მაგალითს აძლევს ქვეყნის მომავალს.  მაგრამ გმირის დაბადებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი გარემო პირობები, ქვეყნის სულიერი და ფიზიკური მზაობა:

 „მაგრამ ქართველნო, სად არის გმირი,

რომელსაც ვეძებთ, რომელსაც ვსტირი?

იგი აღარ გყავთ... მის მოედანი

 ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,

გმირის დამბადი დიდი საგანი

თქვენში სპობილა და წარწყმედილა“. 

ილია საქართველოს „ობოლ მარგალიტად“ და „დიდი სამოთხის პატარა კუთხედ“ მოიხსენიებს, მშვენიერ წალკოტად, რომელიც ურიგო პატრობის ხელში უმწეო,   უნუგეშო და „ნაღვლით აღვსილ“ ქვეყნად გადაქცეულა. ქვეყნად, რომელის შვილებსაც მისდამი სიყვარულის გრძნობა დიდი ხანია გაქარწყლებიათ და მხოლოდ პირადი სარგებლის ძებნით აღტკინებულნიღა ცხოვრობენ ამქვეყანაზე. მათი უგულობით განწირული სამშობლო კი, „უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა“.

ვიშეს ქვეყანახმელეთის თვალი,  

დიდის სამოთხის კუთხე პატარა,

ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი,

რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;

რომ დაგიგდიათ წედუნუგეშ,

თქვენის სიავით დამწყლულებულა,

თქვენგან გმობილი უცხოს კალთის ქვეშ,

ვითა ობოლიშეფარებულა.                                                     

ილიას თქმით. მის თანამედროვე საზოგადოებაში, აქა-იქ შეიმჩნევა სამშობლოზე მოფიქრალ ადამიანთა წუხილი და ქვეყნის დასახმარებლად გაწეული მცდელობა, თუმცა, უნდობლობა და არაერთსულოვნება ამ მცდელობებსაც აქარწყლებს:


„ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,

თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან;

 თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,

თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.




 ილია ასევე ეხება მის თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებულ სოციალური უთანასწორობის თემას. აკრიტიკებს ბატონების უმოწყალო დამოკიდებულებას გლეხებისადმი:

მაგრამ ქვა არის ბატონის გული,

ვერ დაარბილებს მას შებრალება;

ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,

ვინც მონებას თვით ემორჩილება.

ილია საუბარს იწყებს „შრომის უღლის ახსნაზე“, ანუ რევოლუციაზე. ამ თემას ილია ჯერ კიდევ „მგზავრის წერილებში“ შეეხო: „სიტყვამ რევოლუციამ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ილიას ღრმად სწამდა, რომ სწორედ რევოლუცია მოუტანდა კაცობრიობას თანასწორობასა და კეთილდღეობას.

შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი

ძლევამოსილის ამ საუკუნის,

კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი

მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.

ილიას აზრით, მეცხრამეტე საუკუნის მთავარი თემას წორედ ძველი საზოგადოებრივი წყობის რღვევა და ახალი სოციალური წყობის დამყარებაა:

და დაიმსხვრევა იგი ბორკილი

შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,

და ახალს ნერგზედ ახლად შობილი

ესე ქვეყანა კვლავ აყვავდების.

 ამ თემას ილიამდე შეეხო გრიგოლ ორბელიანი თავის პოემა „სადღეგრძელოში“, სადაც ხაზგასმით თქვა: „მიეცით ნიჭსა გზა ფართო,

        თაყვანისცემა ღირსებას,

      ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს

       და არა გვარიშვილობას"

ასევე, ილია ჭავჭავაძე თავის თხზულებაში „ოთარაანთ ქვრივი“ ხაზგასმით საუბრობს იმზე, რომ  ადამიანურ ღირსებებსა და ნიჭს არანაირად არ განსაზღვრავს მისი სოციალური მდგომარეობა. ამ მოსაზრებას ილია ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის,  არჩილის, პირით გადმოგვცემს.

ილია ყურადღებას ამახვილებს  საზოგადოებრივი ცხოვრების მოდუნებაზე. აღწერს საქართველოს დედაქალაქს, თბილისს, სადაც ადამიანები უფერულად ცხოვრობენ და მათ მოქმედებებსა და სუბრებში არ ჩანს ქვეყნის ტკივილზე ზრუნვა (საქვეყნო საქმისათვის ზრუნვა).

ილია იხსენებს საქართველოს ისტორიულ წარსულს, აღწერს ქალაქ მცხეთას, რგორც ძველ სატახტო ქალაქს, სადაც ოდესღაც დიდი მადლი სუფევდა, სადაც ყვაოდა „ხე ცხოვრებისა“. ილიას თქმით, მისი თანამედროვე ძველ დედაქალაქს დაუკარგავს უწინდელი იერსახე და დღეს „სამიკიტნო დაბად“, ანუ სავაჭრო ადგილად არის ქცეული.

შემდეგ თავში ილია გვესაუბრება ქართველო ერის მთავარ მისიაზე, რაც ეროვნული თვითმყოფადობისა და რჯულის დაცვაში ვლინდებოდა:

ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა,-

ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა,-

მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,

ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.

ილია საუბრობს ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოს დაპყრობის ისტორიაზე და ფრნავაზ მეფეზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დიდი დამპყრობლის მარწუხებისაგნ საბოლოოდ იხსნა, მცხეთა ძლიერ სატახტო ქალაქად აქცია და ქართველ ერს ნანატრი თავისუფლება დაუბრუნა. იმ დღიდან მოყოლებული ქართველს ხმალი ქარქაში არ ჩაუგია, დღემუდამ სამშობლოს დასაცავად იყო მზად, ახლა კი, თანამერდოვე ქართველები ქვეყნის დაცვაზე აღარც კი ზრუნავენ:

ეხლა რაღაა!.. გაჰქრენ ის დღენი,

გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება,

და საკვირველნი მამათ საქმენი

ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.

ილიას მიერ წარმოდგენილი აჩრდილი ნატრობს ერის გამოღვიძებას და შენატრის საქართველოს ბედნიერ მომავალს. ავტორი ნაწარმოებს ასრულებს აჩრდილის ლოცვით:

დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,

ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,

სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,

მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,

დასაბამითვე არ იციან რა არს მშვიდობა,

იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,

თუ რამ შეგცოდეს,- შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..

ჰოი სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..

ამ ლოცვით აჩრდილი უფალს ავერდებს ჩვენს ქვეყანას, სთხოვს, რომ ქართველს ქართველის ნდობა და სიყვარული მოჰმადლოს და აღუდგინოს დაცემული მამული.

 

 

 გამოყენებული რესურსები:

1.   ილია ჭავჭვაძე (ფოტო) -

https://scroll.ge/22037/ilia-tchavtchavadze-biographi/;

2. ივანე წინამძღვრისშვილი და ილია პოლტარაცკი  (ფოტო)- 

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/204880;

3.  მყინვარი (ფოტო) -

https://reginfo.ge/people/item/11110-gergetis-samebamde-misasvleli-gzis-mshenebloba-dasruld

4.  აჩრდილის ფოტო (ბერი აბრაამი) -

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/tsaukithkheth-patarebs/5230-mckhetheli-berebi.html;

5.http://geworld.ge/ge/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94

6.https://www.google.com/searcq=%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&rlz=1C1BNSD_enGE996GE996&sxsrf=APq-WBtbaRaVfI9Ml3hNBQ_Md7sC_kcnvw:1647518569855&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwirpvf4jM32AhUUg_0HHdsNDAQQ_AUoAXoECAIQAw&biw=1280&bih=523&dpr=1.5#imgrc=jpaFvY1Rq-QsnM