Friday, March 27, 2020

X და XI თავები

  
                     X თავი
ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
„შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი
სამკლავიანის ხელითა:
„ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვევა ცხენითა?!“
პირველი მხედარი
   ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
   ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
   მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
   ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.
ლაშქარი (ერთხმად)
   იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება, -
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!

   ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.























XI
   იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, -
ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა!
დღეს მკვდარი, ხვალე დილითა
ცოცხალი წამოდგებოდა;
სრულის ჯანით და იერით
თვალებს წინ დამიდგებოდა.
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც კი გულში ჰნთებია,

ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.

არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.

ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.

შორს არის, მეტად შორს არის
დშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა.



                                   X თავი
პოემის ამ ნაწილში ვაჟა აგვიწერს ბუნების სურათს, როგორც ყოველთვის, გაპიროვნების ხერხს მიმართავს ავტორი. აღწერილია დილის რიჟრაჟი,  მზის შუქი სინათლეს ჰფენს ლაშარის გორს და მასზე შეყრილი ლაშქარიც აღიკაზმება და დროშის ფრიალითა და წინწილთა ჟღერით აღმართს შეუდგება. მაგრამ მოულოდნელად ხევისბერი (ლუხუმი) შესძახებს: შესდექით!
წინ გაიხედეთ, ლაშარის ჯვარი თავად მიგვიძღვის წინ!
(შეგახსენებთ, რომ ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიცგიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენითწინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს)
ლუხუმის შეძახილს მხედართა აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვება და ისინიც ერთმანეთის მიყოლებით აღწერენ თავიანთ „ცის შუქით მოსილ“, მისტიურ წინამძღოლს, რომელიც ლურჯ ცხენზეა ამხედრებული და მხედრებს საბრძოლო განწყობით ავსებს.
 ბოლოს ლაშქარი ერთხმად ადიდებს ლაშარის ჯვარს და მას  „საყმოს საშველად მშიერს“ უწოდებს, ანუ საკუთარი ყმების გადასარჩენად მოწადინებულ წინამძღოლს.
(აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ
დიდგორის ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგიგაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდაქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით.
სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი: „ ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა“.
დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი: ერთერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ, სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდისრებით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლიაშუაზე აპობდა თათრებს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან. მაგრამ მან მხოლოდ ორი ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა.
მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთიქიდან დახვდათ ჩამოკიდებული. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცველ ერს.
1795 წელს, აღამაჰმადხანის შემოსევის დროს, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსულ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბდიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ქართველებმა მასში წმინდა გიორგი შეიცნეს, მთასშავნაბადაუწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს.
)
დამეთანხმებით, ალბათ, ასეთი სანახაობის შემდეგ ვერანაირი მტერი ვეღარ შეაშინებდა ბახტრიონის ციხის ასაღებად მიმავალ ლაშქარს:  
                ნეტავ, რა მტერი იქნება, -
                ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
                ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
               ლურჯაის დანაბიჯებო!


                                        XI თავი
ამ თავში ვაჟა ერთაგვარ დიდაქტიკოსად გვევლინება და წინ წამოსწევს მეტად ფილოსოფიურ საკითხს. საკითხს ადამიანის ამქვეყნიური ყოფისას, თვასაჩინოებისთვის წარმოგვიდგენს ღირსეული და უღისრი კაცის ცხოვრებას, რომელსაც გრძნობიერების ჭრილში განიხილავს.
ვაჟა ხოტბას ასხამს კაცს, რომლის გულიც სიყვარულის ცეცხლითაა აღსავსე: „ნეტავი ცეცხლი ციური, ვისაც კი გულში ჰნთებია“. ასეთი კაცი ბედნიერია და მისთვის საკუთარი და სხვისი გასაჭირო ერთნაირად ახლობელია, მეტიც, საზოგადო საქმისთვის პირადის გაწირვაც შეუძლია. (გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივი და გიორგი, რომელთათვისაც პირადი და საზოგადო ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო). ასეთ ადამიანს „ტრფობის მთაზე“ შედგომა და სამყაროს იმ სიმაღლიდან დანახვა შეუძლია! ხოლო უგრძნობი კაცი კი, პირიქით, მკვდარზე „უსაზარლესია“, ტახტი უდგას ყინულის ტახტზე და იმდენად უგრძნობია, რომ მის თვაწინ ადამიანი ჯვარსაც რომ აცვან, არ შეწუხდება და ხელსაც არ გაანძრევს მის დასახმარებლად. ჭაობში არის ჩაფლული.
   ვაჟას იმდენად სძაგს ასეთი ტიპის ადამიანი, რომ ამბობს: „ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა“ (ანუ ასეთ ადამიანს ვაჟა ხმაზეც კი ცნობს, ანუ საუბარზე) და ბოლოს დაასკვნის: „საზარელია შადგომა უგრძნობელობის გზაზედა“!
 (აღვნიშნავ, რომ ჩვენს საუკუნეში განსაკუთრებით მომძლავრდა ეს გულგრილობა და ჩაურევლობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ურიგოდ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას, ან მოყვასის ბედს).



Thursday, March 26, 2020

„ბახტრიონი“ - VII, VIII თავები


ხატობა. კვირიას სიზმარი. ლელას გამოჩენა. 


გაეცანით ვიდეორგოლს და უპასუხეთ კითხვებს:









1.    ვინ დგას განცალკევებულად ხატობაში?

2.    რა არის კვირიას მოწყენის მიზეზი?

3.    ვის შეებრძოლა კვირია სიზმარში?

4.    როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა?

5.    რომელი მისტიკური ფრინველია ნახსენები ამ სიზმარში?

6.    ვინ არის ლელა?

7.    რა დაემართა ლელას მამასძმებსა და დედას?

8.    ვინ ესიზმრება ყოველდღე ლელეას და რას მოუწოდებს?

9.    რას უპასუხებს ჯარი ლელას?

10. რას გადაწყვეტენ ერთად ლელა და კვირია?



Tuesday, March 24, 2020

„ბახტრიონი“. VII თავი სრულად (კვირიას სიზმარი)



                                                           



                                                  კვრიას სიზმარი

      
1.  რას წარმოადგენს სიზმარი?
-სიზმარი აუხსნელი ფენომენია და იგი  ოდითგანვე ადამიანის დიდ ინტერესს იწვევდა.  სიზმარს წარმართულ რეალობაში განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებდნენ მთიელნი და სიზმრების ამხსელადაც მკითხავ-ქადაგნი ჰყავდათ გამორჩეულნი.
2. რამდენი სახისაა სიზმარი ქრისტიანული თვალთახედვით?
- ქრისტიანული აღმსარებლობის მიხედვით სიზმარი 3 სახისაა: ღვთაებრივი,  ბოროტის მოქმედებით აღძრული და შთაბეჭდილებითი (ანუ კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ შთაბეჭდილებით გამოწვეული).
         3. რას წარმოადგენს სიზმარი ვაჟა-ფშაველას ლიტარტურული გმირებისთვის?
 - „სიზმარში ხდება ადამიანისათვის უმთავრესი რამ _ ადამიანური დანიშნულების გაცნობიერება. ეს მარტივი პროცესი არ არის და მიიღწევა ტანჯვისშემდგომი კათარზისით. ცხოვრებისეულ ტანჯვას კი პერსონაჟი სიზმარში გადის და სიზმარშივე ეხსნება ჭეშმარიტება, რომელიც ცხოვრების სწორი გზის დანახვაში მდგომარეობს  (ა. დოლიძე).
4. როგორი დატვირთვა აქვს კვირიას სიზმარს პოემა „ბახტრიონში“?
- განსაკუთრებული და წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს სიზმარს პოემა „ბახტრიონში“. მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ სიუჟეტს და განვიხილოთ კვირიას სიზმარი, რომელიც პოემის მთელ VII თავს მოიცავს.
5. როგორი სცენა წარმოდგება ჩვენს თავლწინ?
- ჩვენს წინ იშლება ასეთი სცენა: ჯარი პურობას მისცემია, ნადიმობს და საუბრობს ავსა თუ კარგზე, მხოლოდ ერთი მხედარი დგას მოშორებით, ჯოხზე ჩამოყრდნობილს თავი ძირს დაუხრია და მიწას ჩაფიქრებული დაჰყურებს. ეს კვირიაა. ნეტავ რა ფიქრები ტრიალებს მის გულში, ამის გაგება ძეხორციელს არ შეუძლლია, რადგან დაფარულია კაცთაგან ფიქრი სხვა კაცის გულისა.


6. როგორი დიალოგი გაიმართება მხედრებსა და კვირიას შორის?
მხედრები შეამჩნევენ  განკერძოებით მდგარ კვირიას და საზრდელს შესთავაზებენ.
        - კვირია, ძმობილო, ცოტაოდენი პური შეჭამე, იქნებ შეგცივდა? არაყი მაინც შესვი,     
          პირი გაისველე. დღეს თუ მოვასწრებთ პურობას, თორემ ხვალ ერთმანეთის
           საპატიჟოდ და ტკბილი სიტყვის სათქმელად  ვიღას ეცლება?
-         არა, კვირია გენაცვალოთ, სასმელს ვერ შევსვამ და საჭმელსაც არ გეახლებით. თუ მმშივდა, გუდაში ბლომად მაქვს საგზალი, შემიზლია სხვასაც ვუწილადო.



      7 . როგორ მოახერხებს ლუხუმი კვირიას დაყოლიებას?
-         იქნებ, ცუდი სიზმარი ნახე? - მოულოდნელად საუბარში ჩაერთო ბერი ლუხუმი და მისი ხმლის ვადას სწავდა, - რა ნახე, ჩემო კვირიავ, გვითხარი, ნუ დაგვიმალავ,  „ლუხუმი მოგხდის წერასა!“ (ანუ მოხუცი ლუხუმი აგარიდებს განსაცდელს).
-         რას გაიგებ სიზმრისას? ვერაფერს გეტყვით...
-         თუ არ გვიამბობ, კვირიავ, ჩამოგართმევთ დროშას (დროშის ჭერას ბრძოლაში, ანუ მედროშეობას). განა, სიზმრის დამალვა გიღირს ანდენი ხალხის წყენად? თქვი წუხანდელი სიზმარი!
8. როგორ იწყება კვირიას სიზმარი?
        კვირია იწყებ სიზმრის მოყოლას: მეტად მრისხანე დღე იყო, ცა მოქუფრულიყო და ღრუბლით დაფარულიყო. მე ტრიალ მინდორზე ტავმომწონედ მივაწენებდი ჩემს სავ ბედაურს, რომელიც ქარივით სწრაფი იყო. მოულოდნელად სამი სანთელი აინთო ჩემი ხმლის (ფრანგულის) ტარზე, ხოლო ფარზე ციური შუქით ჯვარი გამოისახა.
9. რა დაინახა ტრიალ მინდორზე მიმავალმა მხედარმა და როგორ მოიქცა იგი?
ირგვლივ ტრიალი მინდორი იყო. გზაზე კი ულამაზესი ყვავილი უხვად დაფენილიყო... ირგვლივ არავინ ჩანდა. უეცრად წინ გავიხედე და გველეშაპი შევნიშნე. ცეცხლის ენით ყვავილებიან მიწას ლოკავდა და პირიდანაც საშიოანელ ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი სანახავი იყო. დამინახა თუ არა ჩემსკენ ქშენით გაემოემართა და ჩემს შესაჭმელად ვეება პირი დააღო. მე არ დავიბენი, ხმლით ვეძგერე და თავი გავუპე. მოკლული გველეშაპის საზარელი სისხლი პირზე შემომესხა. ცხენი წამექცა და თვითონაც უგონოდ დავეცი ძირს. როცა გონს მოვედი, საოცარი რამ ვნახე.
10. რა ნახა გონს მოსულმა კვირიამ სიზმარში?
ვნახე, თითქოს თეთრ ლოგინზე ვიწექი, გვერდით ჩემი ცხენი უსულოდ ეგდო. დიდი ჭადარი  მედგა თავს, ზედ  ქედანი (გარეულო მტრედი) იჯდა და თავს დამღუღუნებდა. შემდეგ მზეც ამოიწვერა, მაგრამ როცა დამინახა, უკანვე ჩავიდა და ღრუბლებს მიეფარა. თვალთ დამიბნელდა და ისევ მიმეძინა.
კვირიამ ტხრობა დაასრულა. ლუხუმს არ ეამა ეს სიზმარი, გული აუჩუყდა, ცრემლი ჩაუდგა თვალებში, მაგრამ მაინც თქვა: „კეთილად ახდეს!“











                                                 უპასუხეთ შემდეგ კითხვებს

1.    რას წარმოადგენს სიზმარი?
2.    რამდენი სახისაა სიზმარი ქრისტიანული თვალთახედვით?
3.     რას წარმოადგენს სიზმარი ვაჟა-ფშაველას ლიტარტურული გმირებისთვის?
4.    როგორი დატვირთვა აქვს კვირიას სიზმარს პოემა „ბახტრიონში“?
5.    როგორი სცენა წარმოდგება ჩვენს თავლწინ?
6.    როგორი დიალოგი გაიმართება მხედრებსა და კვირიას შორის?
7.    როგორ მოახერხებს ლუხუმი კვირიას დაყოლიებას?
8.    როგორ იწყება კვირიას სიზმარი?
9.    რა დაინახა ტრიალ მინდორზე მიმავალმა მხედარმა და როგორ მოიქცა იგი?
10.  რა ნახა გონს მოსულმა კვირიამ სიზმარში?





Sunday, March 22, 2020

„ბახტრიონი“ I, II და III თავები





„ბახტრიონი“ I, II და III თავები




„ბახტრიონი“ I, II და III თავები


სანათა და კვირია


აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ზ. კიკნაძის მასალას ჯვარ-ხატებში ქალთა მსახურების თაობაზე: 
http://saunje.ge/index.php?id=1442&lang=k

a

ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ - მოკლე შინაარსი



„ბახტრიონი“  მოკლე შინაარსი



მდებარეობა სამყაროში და ბუნებრივი გარემო, როგორც ...






მდებარეობა სამყაროში და ბუნებრივი გარემო, 
როგორც განმაპირობებელი ამა თუ იმ ქვეყნის
 მატერიალური და არამატერიალური კულტურისა











რატომ შევარჩიე დისტანციური სწავლებისას ვაჟა-ფშაველა?


რატომ შევარჩიე დისტანციური სწავლებისას ვაჟა-ფშაველა?