четверг, 29 ноября 2018 г.
пятница, 5 октября 2018 г.
„შუშანიკის წამება“ / ტესტები
http://www.aura.ge/103-sabavshvo/5313-shushanikis-tsameba--sagamocdo-testebi.htmlhttp://www.aura.ge/103-sabavshvo/5313-shushanikis-tsameba--sagamocdo-testebi.html
вторник, 12 июня 2018 г.
წიგნიერების გაკვეთილები დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის
დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეცნობიან საგამომცემლო საქმიანობას: ქმნიან მცირე ზომის ტექსტებს, ილუსტრაციებს და საკუთარი ხელით ამზადებენ პატარა წიგნებს;
აკეთებენ შექმნილი წიგნები პრეზენტაციას თანატოლების წინაშე;
ირგებენ მასწავლებლის როლს და აკეთებენ განმავითარებელ კომენტარებს;
მუშაობენ გუნდში და გეგმავენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.
მეთოდური ლიტერატურა / როგორ ჩავატაროთ სამოდელო გაკვეთილი
როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ სამოდელო გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის
განსაზღვრული აქტივობაა. უფროს მასწავლებელს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად
ევლება 2 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, წამყვან
მასწავლებელს სტატუსის შესანარჩუნებლად 5,
ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად დამატებით 5 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება სქემით განსაზღვრული ვადის ფარგლებში. უფროსი
მასწავლებლისთვის სამოდელო გაკვეთილი ფასდება 2 კრედიტქულით, ხოლო წამყვანისთვის -
თოთო გაკვეთილი - 1 კრედიტქულით.
„სამოდელო გაკვეთილს აკვირდება მასწავლებლის შეფასების
ჯგუფი, აფასებს რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს კრედიტქულებს. ამ ტიპის გაკვეთილს
უნდა ესწრებოდეს კათედრის სხვა წარმომადგენლებიც, რადგან სამოდელო გაკვეთილის დანიშნულება
სწორედ გამოცდილების გაზიარებაა საკუთარი კოლეგებისთვის.
სამოდელო გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის,
რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისგან და გვთავაზობდეს რამე სიახლეს,
არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა-სწავლებაში. სამოდელო გაკვეთილი შეიძლება
იყოს პროექტ-გაკვეთილიც ან ინტეგრირებული გაკვეთილი“ (1-36).
მასწავლებელმა გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ წინასწარ
წერილობით უნდა აცნობოს შეფასების ჯგუფს, დაწეროს განცხადება, ასევე, შეფასების ჯგუფს
მას უნდა წარუდგინოს გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე.
„მას შემდეგ რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის
ჩატარებას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო სახეს
მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან, ეს არის ერგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ,
რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრებას გაკვეთილის თემის, მიზნებისა
და მათი მიღწევის გზების შესახებ“ (2-12).
და მაინც რას წარმოადგენს სამოდელო გაკვეთილი და რით
განსახვავდება იგი სტანდარტული გაკვეთილისაგან?
სამოდელო გაკვეთილს აქვს 4 ძირითადი მიმართულება, რომელთაგანაც
მასწავლებელს ირჩევს ერთ-ერთს. სამოდელო შეიძლება იყოს:
1.
ინტეგრირებული გაკვეთილი;
2.
პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი;
3.
გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
4.
ინოვაციური გაკვეთილი.
რას წარმოადგენს
თითოეული მათგანი?
1.
ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს მოახდინოს გაკვეთილზე საგანთაშორის
ინტეგრირება ისე, რომ უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების
მიღწევა. ამგვარი გაკვეთილი მოსწავლეებს ეხმარება
საკითხის/საკითხების მრავალმხრივ გააზრებაში. ამგვარი ტიპის სამოდელო გაკვეთლის დაგეგმვისას
ძალიან მნიშვნელოვანია საგანთაშორის ინტეგრირება იყოს ლოგიკური;
2.
პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი - ამგვარმა გაკვეთილმა უნდა დააკმაყოფიოს შემდეგი
კრიტერიუმები:
ü პრობლემა აქტუალური უნდა იყოს მოსწავლეებისთვის;
ü გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები;
ü გავთვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა წინარე ცოდნა
(რაც განაპირობებს მოსწავლეთა მარალ მოტივაციას);
ü მოსწავლეებმა გაკვეთილზე უნდა გამოავლინონ პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარი.
3.
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
გაკვეთილი - ამგვარი გაკვეთილის დაგეგმვისას
მასწავლებელმა უნდა აირჩიოს კონკრეტულად რომელი გამჭოლი კონპეტენციის განვითარებას
უწყობს ხელს მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილი. შესაძლებელია, ერთ გაკვეთლი მასწავლებელმა
დაგეგმოს რამდენიმე გამჭოლ კომპეტენციის ფარგლებში. მთავარია, გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი
და სრულად უწყობდეს ხელს დასახული მიზნის/მიზნების მიღწევას.
4.
ინოვაციური გაკვეთილი - ამგვარი გაკვეთილის მთავარი მახასიათებლებს წარმოადგენს:
ü გაკვეთილი იყოს თემატურად ინოვაციური ან მეთოდურად ინოვაციური;
ü სიახლე შემოქმედებითად და საინტერესოდ იყოს შემოტანილი
საგაკვეთილო სივრცეში;
ü მასალა თანმიმდევრულად და საინტერესოდ იყოს მიწოდებული
მოსწავლეებისთვის;
ü გაკვეთილმა უზრუნველყოს დაგეგმილ შედეგზე/შედეგებზე
გასვლა.
გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმის ჩვენ მიერ შექმნილ შაბლონს, რომელიც შექმნილია სამოედლო გაკვეთილის
შეფასების სქემაზე დაყრდნობით:
სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
N
|
|
|
1.
|
გაკვეთილის მიზანი
|
|
2.
|
მისაღწევი შედეგები
|
|
3.
|
გაკვეთილის თემა
|
|
4.
|
საგანი
|
|
5.
|
კლასი (სამიზნე ჯგუფი)
|
|
6.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
|
7.
|
სამუშაო ენა
|
|
8.
|
აქტუალობა
|
|
9.
|
სამოდელო გაკვეთილის
ტიპი
|
|
10.
|
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან
შესაბამისობა ...
|
|
11.
|
გაკვეთილის მსვლელობა/
დაგეგმილი აქტიობები
|
|
12.
|
კლასის ორგანიზების ფორმა/სტრატეგიები
|
|
13.
|
გამოყენებული რესურსები
|
|
14.
|
შეფასება/მეთოდები
|
|
ამ შაბლონის გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამოდელო
გაკვეთილის ტიპს (ინტეგრირებული გაკვეთილი;
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
ინოვაციური გაკვეთილი)
და მკვეთრად განისაზღვროს ის, თუ კერძოდ რომელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ამ ტიპის სამოდელო გაკვეთილმა.
გაკვეთილის გეგმას თან უნდა ახლდეს რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე, რომელიც
სრულყოფილად, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობთა და არგუმენტირებულად უნდა პასუხობდეს
ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს (ჩვენ
ეს კითხვარი წარმოვადგუნეთ ცხრილის სახით,
რათა მასწავლებლებს გაადვილებოდათ მისი შევსება):
რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
N
|
კითხვები
|
მასწავლებლის პასუხები
|
1.
|
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
|
|
2.
|
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე
დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
|
|
3.
|
იქნა თუ
არა მიღწეული
დასახული მიზნები?
|
|
4.
|
რა შეიცვალა
თქვენი და
თქვენი კოლეგების
პედაგოგიურ პრაქტიკაში
ამ გაკვეთილის
ჩატარებით?
|
|
5
|
სასწავლო პროცესის კონკრეტულად
რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ცატარებული
გაკვეთილი?
|
|
6
|
რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად?
|
|
7
|
რომელი აქტივობები
ვერ განხორციელდა და რატომ?
|
|
8
|
რომელ კომპონენტში
იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
|
9
|
რა საჭიროებს გაუმჯობესებას
და როგორ?
|
|
10
|
რას გავითვალისწინებ მომავალში
მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
|
|
აქვე
წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის გეგმასა და რეფლექსიას. გაკვეთილი
ჩატარდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. რუსთავის #1 საჯარო სკოლაში. გაკვეთლი ჩაატარა
წამყვანმა მასწავლებელმა - ნინო ლარცულიანმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, Iბ კლასში,
სადაც სწავლობს 17 მოსწავლე, აქედან 9 - ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი.
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
1.
|
გაკვეთილის თემა
|
პატივისცემა
|
|
2.
|
საგანი
|
ქართული
ენა
|
|
3.
|
მასწავლებლების სახელი, გვარი
|
ნინო
ლარცულიანი
|
|
4.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი,
I
კლასი.
|
|
5.
|
სამუშაო ენა
|
ქართული
|
|
6.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
17 მოსწავლე, აქედან 9 - ეთნიკური
უმცირესობის წარმომადგენელი.
|
|
7.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე
ორიენტირებული სწავლება
|
|
8.
|
აქტუალობა
|
პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი ღირებულებების სწავლება
და პრობლემის გადაჭრაზე საკუთარი ალტერ
|
|
9.
|
დრო
|
35
წუთი
|
|
10.
|
ორგანიზების ფორმა
|
ჯგუფური,
ინდივიდუალური.
|
|
11.
|
რესურსები
|
პროექტორი,
ლეპ-ტოპი, ფორმატები, მარკერები, მაკრატელი,
მუყაოს ფერადი ფურცლები, ხელნაკეთი დიდი წიგნი.
|
|
12.
|
სასწავლო მიზნები
|
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატუკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტის
მოსმენა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვა (I. 4);
·
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული
შთაბეჭდილებები(I. 9);
·
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ტექსტის სტრუქტურის აღქმა (I. 11)
·
მოსწავლე უნდა შეეძლოს მარტივი წინადადების შედგენა ნაცნობ თემებზე
(I. 14);
|
|
13.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
·
მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტის მოსმენა
და თავისი დამოკიდებულების გამოხატვა (I. 4);
·
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად
გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები(I. 9);
·
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა (I. 11)
·
მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადების შედგენა ნაცნობ თემებზე (I. 14);
|
|
14.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
წინასწარ მოსწავლეთა დასწრების აღნიშვნა;
I.
გამოწვევის ფაზა
მოსწავლეებისთვის
საგანგებოდ გამზადებული დიდი ხელნაკეთი წიგნის ჩვენება (წიგნის ერთ მხარეს წერია
მოდერნიზებული ვარიანტი ტექსტისა „ჯიუტი თხები“, დაფარულია წებოვანი ქაღალდებით:
სათაური, ავტორი და ადილები/ფრაზები ტექსტიდან, ასევე წიგნის მეორე გვერდზე განთავსებული
წარწერა (ილუსტრაცია).
ვსვამთ
კითხვებს:
რა
არის დაფარული წებოვანი ქაღალდებით ჩვენი წიგნის პირველ გვერდზე?
მოსწავლის
სავარაუდო პასუხი: სათაური, ავტორი, წინადადებები ტექსტში და ილუსტრაცია.
შემდეგ
მოსწავლეებს ვაცნობთ გაკვეთილის თემას, ეს გახლავთ - პატივისცემა და ჩვენს ხელნაკეთ
წიგნზე წარმოდგენილი ტექსტი სწორედ პატივისცემას გვასწავლის, ხოლო ილუსტრაცია თავად
უნდა შევქმნათ წინასარ გამზადებული, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი ფიგურების საშუალებით,
რომელიც წებოთი მიმაგრდება ხელნაკეთი წიგნის სუფთა გვერდზე (ფიგურების ჩამონათვალი:
მზე, მდინარე, ხიდი, 2 ღრუბელი, 2 ბუჩქი,
2თხა).
II ფაზა - შინაარსის რეალიზება
აქტივობების ჩამონათვალი:
ა. მასწავლებლისა
და მოსწავლეების მიერ ერთობლივად შემუშავებული
ქცევის წესების გახსენება და „ზრდილობის ხეზე“
წებოვანი ფურცლებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება;
ბ. მოსწავლეთათვის
სპეციალურად შექმნილი სლაიდ-შოუს (იაკობ გოგებაშვილის
„ჯიუტი თხები“) ჩვენება და ტექსტის
ხმამაღალი კითხვა; ტექსტის სტრუქტურის განხილვა (სად იწერება ავტორის სახელი და გვარი,
სად იწერება სათაური, ტექსტი, სადაა განთავსებული ილუსტრაცია); რამდენი წინადადებაა
ამ ტექსტში, რამდენსიტყვიანი და ა. შ.
გ. მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებული პრობლემის წამოჭრა და განხილვა:
·
მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო;
·
გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო;
·
ერთ-ერთს უნდა გზა დაეთმო...
მოსწავლეები მიმართულების
მიმცემი კითხვებით აკეთებენ დასკვნებს: ავტორმა ეს პრობლემა წამოჭრა იმის გამო, რომ
გამოვლენილიყო პერსონაჟების ჯიუტი ხასიათი;
სიჯიუტემ დაღუპა მთავარი
პერსონაჟები;
იკვეთება 2 პრობლემა:
1. ხიდის სივიწროვე;
2. პერსონაჟების ჯიუტი
ხასიათი;
დ. პრობლემის გადაჭრის
გზების ერთად ძიება;
ამ
აქტივობის ფარგლებში ჩვენ ვირჩევთ მოსაგვარებელ პრობლემას: ან ხიდის გაფართოებას,
ან - პერსონაჟების ხასიათის გამოსწორებას. მასწავლებელი სვამს მიმართულების მიმცემ
კითხვას:
როგორ
ფიქრობთ, რა იყო ავტორის ჩანაფიქრი? რაზე სურდა მას ჩვენი ყურადღების მიქცევა: ხიდის
სივიწროვეზე, თუ თხების ჯიუტ ხასიათზე?
მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხია: თხების ჯიუტი ხასიათი. ამიტომ, ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას
და ვცვლით მთავარი პერსონაჟების ხასიათს.
მიმართულების
მიმცემი კითხვებია:
როგორებად
უნდა იქცნენ ჯიუტი თხები?
მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხებია: ზრდილობიანი, თავაზიანი, კეთილი და ა. შ.
ჩვენ
ვირჩევთ სიტყვას „თავაზიანი“ და ვიხსენებთ ჩვენი გაკვეთილის თემას - პატივსცემა.
ე. პრობლემის გადაჭრა
- მოსწავლეებს შევახსენენებ ხელნაკეთ წიგნს და ვუხსნი, რომ მასზე გამოსახული ტექსტი
მოგვითხრობს გამოსწორებულ თხებზე და ვსვამ მიმართულების მიმცემ კითხვებს:
როგორ
ფიქრობთ, რა იქნება ამ ახალი მოთხრობის სათაური?
მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხია: თავაზიანი თხები.
ახალი წიგნის შექმნა (ახალი ტექსტის გამოცნობა
და ილუსტრაციის შექმნა, სადაც პრობლემაა
მოგვარებული).
მასწავლებელი გაუხსნის მოსწავლეებს
წებოვანი ფურცლებით დაფარულ ტექსტის სათაურს: „თავაზიანი თხები“.
შემდეგ
ვიწყებთ ტექსტის კითხვას და როდესაც მივადგებით წებოვანი ფურცლებით დაფარულ წინადადებას,
მოსწავლეებს ვეკითხები: როგორი უნდა ყოფილიყო თავაზიანი თხების დიალოგი?
მოსწავლეები
იხსენებენ მათთვის ნაცნობ თავაზიანი მიმართვის ფორმაბს: თუ შეიძლება, მობრძანდით,
გმადლობთ, არაფერს, თქვენ ძალიან თავაზიანი ბრძანდებით. მოსწავლეთა დახმარებით მასწავლებელი
ხსნის ტექსტის დაფარულ ფრაზებს და ვღებულობთ ახალ ტექსტს და წინასწარ გამზადებული
აპლიკაციებით ვქმნით ახალ ილუსტრაციას:
ტექსტი:
თავაზიანი თხები
მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო.
ამ ხიდზე ორი თავაზიანი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
-
თუ შეიძლება, გამატარეთ! - უთხრა ერთმა მეორეს.
-
მობრძანდით! - უპასუხა მეორე თხამ.
-
გმადლობთ! თქვენ
ძალიან თავაზიანი ხართ! - გაუხარდა პირველს.
-
არაფერს, თქვენც
ძალიან თავაზიანი ხართ! - მიუგო მეორემ.
ორივე თხა მშვიდობიანად
გადავიდა ხიდზე.
ავტორები: Iბ კლასის მოსწავლეები
ილუსტრაცია:
აპლიკაციებით შექმნილ ახალ ილუსტრაციაზე გამოსახული თხები ნამდვილად ჰგვანან თავაზიან
თხებს.
III.
რეფლექცია
საკითხის შეჯამება და
ღირებულებებზე (პატივისცემა) საუბარი.
მიმართულების მიმცემი კითხვების საშუალებით, მასწავლებელს მოსწავლეები მიმყავს იმ
დასკვნამდე, რომ პატივისცემა სასიცოცხლოდ აუცილებელი ღირებულებაა და მისი საშუალებით
პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.
|
2 წთ.
I-3წთ
II-30წთ
ა. -5წთ
ბ. –7წთ
გ.-5წთ
დ.-5წთ
ე. -5წთ
III.-2 წთ
|
15,
|
შეფასება
|
განმავითარებელი.
|
განმავითარებელი კომენტარების შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი და
გვარი-----------------------------------------------------
თარიღი -----------------
კომენტარები
|
|
დამაკმაყოფილებელი
|
ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს
მასწავლებლის მითითებებს, იჩენს ინიციატივას, თუმცა გაუბედავად აფიქსირებს
საკუთარ აზრს. არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას. თუმცა, ამჟღავნებს
მონდომებას ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის განწყობილი სწავლისადმი.
მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
|
კარგი
|
გონივრულად შეუძლია
მუშაობა, დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებს ყველა დავალებას.
კონტაქტურია,აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის
უნარი. პასუხისმგებელია სამუშაოს ხარიხსზე. აქვს ლიდერის თვისებები. ეხმარება
კლასელებს სამუშაოს შესრულებაში. შეუძლია ემოციების მართვა.
მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
|
რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
N
|
კითხვები
|
მასწავლებლის პასუხები
|
1.
|
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
|
I კლასში საკმაოდ რთულია
მოსწავლეებთან ქცევის წესების შეუშავება და შემდეგ მისი კონტროლი. მიუხედავად ჩემი
დიდი მონდომებისა, კლასში პერიოდულად ირღვეოდა ქცევის ჩვენ მიერვე (მოსწავლებთან
ერთად) შემუშავებული ქცევის წესები. დაკვირვების თანახმად, მივხვდი, რომ მოსწავლეებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღირებულებების სწავლება, რისთვისაც სამოდელო გაკვეთილად
ავირჩიე შემდეგი თემა - „პატივისცემა“.
|
2.
|
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე
დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
|
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის ახალი იყო ამ კუთხით გაკვეთილის წარმართვა, რადგან პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი საკმაოდ რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია როგორც სტრუქტურულად,
ისე თემატურადაც, მით უმეტეს, დაწყებით კლასებში.
მოსწავლეებისთვის
ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის ჩატარება, რადგან მათ მიეცათ საშუალება მოეფიქრებინათ პრობლემის გადასაჭრელად
საჭირო საკუტარი ალტერნატიული გზები და საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ კონკრეტული
მგალაითებით. ამგვარმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში გამჭოლი კონპტენციების
განვითარებას.
|
3.
|
იქნა თუ
არა მიღწეული
დასახული მიზნები?
|
დასახული მიზნები სულად იქნა მიღწეული.
|
4.
|
რა შეიცვალა
თქვენი და
თქვენი კოლეგების
პედაგოგიურ პრაქტიკაში
ამ გაკვეთილის
ჩატარებით?
|
მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გავუზირეთ აზრები
გაკვეთილის შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე, ასევე - მათ. კოლეგებისთვის
ასევე, ჩემ მიერ ცატარებული სამოდელო გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა თავადაც ჩაეტარებინათ
მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
|
5
|
სასწავლო პროცესის კონკრეტულად
რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული
გაკვეთილი?
|
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ტოლერანტული უნარების ჩამოყალიბებას.
ასევე, გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარის
განვითარებას..
|
6
|
რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად?
|
გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში
შემავალი აქტივობა: გამოწვევის ფაზა
(ხელნაკეთი წიგნის წარდგენა), შინარსის რეალიზება
(ფორმატზე აპლიკაციების გაკეთება, power-point -ის
ფორმატში მომზადებული პრეზენტაციის მოსწავლეთათვის გაცნობა, ახალი ტექსტის შექმნაზე
მუშაობა) და რეფლექსია.
|
7
|
რომელი აქტივობები
ვერ განხორციელდა და რატომ?
|
განხორციელდა აბსოლუტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა.
|
8
|
რომელ კომპონენტში
იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო იმ ფაზაში, სადაც
მოსწავლეებმა წამოჭრეს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ალტერნატიული გზები, რადგან მათ
შეძლეს თავიანთი ასაკობრივი შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარი აზრების არგუმენტებით
გამყარება. რაც, უდავოდ, ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.
|
9
|
რა საჭიროებს გაუმჯობესებას
და როგორ?
|
გავაუმჯობესებდი დროის მენეჯმენტს. გაკვეთილის მცირე
ზომიდან გამომდინარე (35 წთ.), მე, როგორც პედაგოგი, ვიყავი ძალიან დაძაბული და ვცდილობდი,
მკაცრად მეკონტროლებინა დრო და ჩემდა უნებურად, იმის ნაცვლად, რომ დროის ჩარჩოს გავცდენოდი,
მოხდა პირიქით, გაკვეთილის დასრულების შემდეგ კიდევ დამრჩა 2 წუთი, რომელიც გამოვიყენე
გაკვეთილის მიზნების შესაჯამებლად. ანუ, მოსწავლეებს გავახსენე, თუ რა იყო გაკვეთილის
თემა (პატივისცემა) და მიზანი (მოსწავლეებისთვის პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება)
და მათთან ერთად გავაანალიზე, როგორ და რა სახით მივაღწიეთ გაკვეთილზე ჩვენ მიერ
დასახულ მიზანს.
|
10
|
რას გავითვალისწინებ მომავალში
მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
|
აუცილებლად დავხვეწ დროის მენეჯმენტის საკითხს.
|
ვფიქრობთ, აღნიშნული სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია
გარკვეულ დახმარებას გაუწევს სამოდელო გაკვეთილის ჩატარებით დაინტერესებულ მასწავლებლებს.
„სქემის ერთ-ერთი
ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული
განვითარების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ
უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და პროფესიული
დიალოგი“ - ვკითხულობთ „მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევში“ (5-11).
გამოყენებული
ლიტერატურა:
1.
მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, ნაწილი
I, მასწავლეელთა პორფესიული განვითარების ეროვნლი ცენტრი,
2015 წ.;
2.
მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი წამყვანი
მასწავლებლებისთვის, მასწავლეელთა პორფესიული განვითარების ეროვნლი ცენტრი, 2015 წ.;
3.
მასწავლებლის შიდა შეფასების
სტანდარტიზირებული ინსტრუმენტები, მასწავლეელთა პორფესიული განვითარების ეროვნლი ცენტრი,
2017 წ.;
Nino
Lartsuliani
How
to plan and take the Model Lesson
“Teacher
Induction, Professional Development and Career Advancement Scheme” Guideline
has been developed at the National Center for Teacher Professional Development.
The electronic version of the Guideline is available at the TPDC web-site:
tpdc.gov.ge.
The
guideline also offers activity criteria and rubrics, model lesson evaluation
rubrics, used by the teacher evaluation group in carrying out the evaluation
process at the school level.
One
difficalt activity is maiking Model Lesson. A model
lesson is shown by the senior and leading teacher practitioners. The Model
Lesson tips are:
ü Integration
Lesson;
ü Innovation Lesson;
ü Practicing
Problem Solving Lesson;
ü Competitions
Development Lesson.
The paper talk rounds up the
Model Lessons and present one Model Lessson plan for teachers.
Подписаться на:
Сообщения (Atom)