четверг, 29 ноября 2018 г.


„წ ე რ ე     ე ს ე“


  
 ქართული ენის წრე

სსიპ ქ. რუსთავის # 17 საჯარო სკოლაში 2018 წლის იანვრიდან ფუნქციონირებას იწყებს ქართული ენის წრე მე-10 კლასის მოსწავლეთთვის, სახელწოდებით

 „წერე ესე“

წრის მუშაობის მიზანია  არგუმენტირებული და ლიტერატურული ესეს წერის შესწავლა.

              წრის მუშაობის ამოცანებია:
ü  მოსწავლეებში შემოქმედებით აზროვნებისა და შემოქმედებითი წერის  უნარ-ჩვევების განვითარება;

ü  მოსწავლეებში ტექსტზე მუშაობის უნარის  განვითარება წერითი მეტყველების დახვეწის მიზნით:

ა. არგუმენტისა და ტექსტური მასალის ერთმანეთთან დაკავშირება;

 ბ. ტექსტის პერეფრაზისა და ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება და წვდომა;

 გ. ლიტერატურული ტექსტში  მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების აღმოჩენა და მათი შეფასება; 

დ. ტექსტიდან ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური მასალის ამოკრება;


 ü  მოსწავლეების მიერ დავალების დროს დაშვებული: მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სტილისტური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომების განხილვა და მათი რეფლექსია;

ü  არგუმენტირებული ესეს შექმნისთვის არსებული ზოგადი „კლიშეების“ გაცნობა და მათი  პრაქტიკაში გამოყენება. 

 წრის პროგრამა:
1.      გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (არგუმენრირებული ესეების შემნა და ტექსტზე მუშაობა: გაგებ-გააზრება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება);
2.      შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“(არგუმენრირებული ესეების შემნა და ტექსტზე მუშაობა: გაგებ-გააზრება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება);
3.      დავით გურამიშვილის „დავითიანი“(არგუმენრირებული ესეების შემნა და ტექსტზე მუშაობა: გაგებ-გააზრება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება);
4.      სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“(არგუმენრირებული ესეების შემნა და ტექსტზე მუშაობა: გაგებ-გააზრება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება).

წრის მუშაობას გაუძღვება წამყვანი მასწავლებელი: ნინო ლარცულიანი


წრე მოიცვას 30 გაკვეთილს. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი.

შეხვედრები ჩატარდება 21 იანვრიდან – ყოველ  ორშაბათს და ოთხშაბათს 14.00 საათიდან 14.40 საათამდე.  

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში. 

დაინტერესებულმა მშობლებმა და მოსწავლეებმა შეგიძლიათ ასევე გაიაროთ სატელეფონო რეგისტრაცია.

საკონტაქტო პირი: ნინო ლარცულიანი  – ტელეფონი: 595 03 44 20




Комментариев нет:

Отправить комментарий