вторник, 12 июня 2018 г.

მეთოდური ლიტერატურა / როგორ დავგეგმოთ კარიერული წინსვლა


ნინო ლარცულიანი

როგორ დავგეგმოთ კარიერული წინსვლა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 
მიხედვით

                  საქართველოს თანამედროვე განათლების სისტემა მასწავლებელს მუდმივი ზრდა-განვითარების საუკეთესო მოდელს სთავაზობს, ეს მოდელი გახლავთ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მასწავლებელს, დამწყებსაც და პროფესიონალსაც საშუალება ეძლევა მუდმივად განივითაროს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები.
                  მოქმედი მასწავლებლები 2015 წლიდან ნაწილდებიან სქემაში.   
                  „მოქმედი მასწავოლებელი ეს არის „მასწავლებლის პროფესიული სტრანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მნისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N 1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პორფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოქმედი მასწავლებელი - ეს არის მასწავლებელი, რომელსაც ამ სქემის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა“ (1-13).
                  სქემაში ჩართვა  საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვისაა სავალდებულო, რომელიც შესაძლებელია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში (eSchool-ზე) საკუთარი მონაცემების განთავსების საფუძველზე. ეს ელექტრონული სისტემა გახლავთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვისს საინფორმაციო სისტემის ნაწილს.
                  ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები ნაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლუის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.  
                  სქემის მიხედვით ყველა მოქმედ მასწავლებელს მიენიჭება მასწავლობის გარკვეული სტატუსი, შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით. სქემის ფარგლებში განისაზღვრება მსაწავლებლის შემდეგი სტატუსები:
ü  პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ü  უფროსი მასწავლებელი;
ü  წამყვანი მასწავლებელი;
ü  მენტორი.
                  განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საქმიანობის დაწყების მრავალფეროვანი გზები:
I გზა - გზინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამა;
 II გზა - გზაბაკალავრიატი, მაგისტრატურა + საგნის გამოცდა + მასწავლებლის მომზდების 60 კრედიტიანი პროგრამა;
III გზა -  ბაკალავრიატი, მაგისტრატურა + საგნის გამოცდა + მასწავლებლის კვალიფიკაცია;
IV გზა - ერტიფიცირებული;
V გზა - დოქტორის აკადემიური ხარისხი.
როგორც ვხედავთ, ნებისმიერი მოქმედი მასწვლებელისთვის განსაზღვრულია რამდენიმე გზა  პროფესიული წინსვლისთვის. პრაქტიკოსს, უფროსს თუ წამყვან მასწავლებელს გარკვეული აქვს როგორ და რა რაოდენობით დააგროვოს კრედიტქულები, რათა შემდეგ საფეხურზე გადასვლა შესძლოს. ამ ოთხსაფეხურიანი კიბის დასაწყისში  პრაქტიკოსი მასწავლებელი დგას, ხოლო ბოლო საფეხური მენტორს უჭირავს, რომელის სტატუსიც უვადოდ განისაზღვრება, განსხვავებით დანარჩენი სტატუსის მქონე მასწავლებლებისა, რომელთაც კრედიტების დაგროვება ესაჭიროებათ, როგორც წინსვლისთვის, ასევე სტატუსის შესანარჩუნებლად, რაც აორმაგებს მათ მოტივაციას მუდმივად იზრუნონ საკუთარ კარიერულ წინსავლასა და არსებული სტატუსის შენარჩუნებაზე.
მაგალითად, თუ პრაქტიკოს მასწავლებელს სურს გახდეს უფროსი მასწავლებელი, მან უნდა დააგროვოს 19 სავალდებულო კრედიტქულა;  უფროს მასწავლებეს სტატუსის შესანარჩუნებლად თუ ესაჭიროება 13 კრედიტქულა, მაშინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მას 19 კრედიტქულა ესაჭიროება. წამყვანი მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში სტატუსის შესანარჩუნებლად აგროვებს 17 კრედიტქულას, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად - 25 კრედიტქულას.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კრედიტქულების მოსაპოვებლად მასწავლებლის ელექტრონულ სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (eSchool) ასახულია თითოეული სქემაში ჩართული მასწავლებლის კრედიტქულების დაგროვების გეგმა, „პროფესიული საქაღალდეში“ კი - განთავსებულია სავალდებულო აქტივობებისა და არჩეული დამატებითი საქმიანობების პანელები. შესაბამისად, ნებისმიერი სტატუსის მქონე მოქმედმა მასწავლებელმა ზუსტად იცის, თუ რა საშუალებებით მოიპოვოს ახალი სტატუსი, ან შეინარჩუნოს - ძველი. 
სტატუსისთვის განსაზღვრული კრედიტქულები
 მეტი არჩევითობა და ნაკლები წილი სავალდებულო აქტივობებში

შენარჩუნება
წინსვლა
პრაქტიკოსი
-
19
უფროსი
სავალდ/დამატ
13 კრ/
3+1 წელი
19
წამყვანი
სავალდ/დამატ
17 კრ/
 4 წელი
25

მენტორი
სავალდ/დამატ
უვადოდ
-
(იხ. მასწავლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ცვლილებები/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016 . )

                  ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მასწავლებლებს სტატუსის შენარჩუნებისა და წინსვლის საშუალებაას აძლევს. ეს აქტივობები მასწავლებლის ძალების სრულ მობილიზებასა და პროფესიულ საქმინობაზე ფოკუსირებას მოითხოვს. ამასთანავე, მრავალფეროვნება აქტივობებისა საშუალებას აძლევს მასწავლებელს, როგორც ინდივიდს, საკუთარ შესაძლებლობებსა და  უნარებს მოარგოს სქემის მიერ შემოთავაზებული საქმიანობები.  ჩვენი დაკვირვებით, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულ მასწავლებლების დიდი ნაწილი პროექტებით სწავლების გზას ირჩევს და ახორციელებს მრავალ სასწავლო და სოციალურ პროექტს. პროექტებით სწავლება კი, მოსწავლეებს უვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს, გამჭოლ კონპეტენციებს.
                  სპორტისა და ხელოვნების მასწავლებელთათვის განსაკუთრებულად საინტერესოა აქტივობა, რომელიც კონკურსებს, ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებს უკავშირდება. კათედრის ხელმძღვანელთათვის მეტად აქტუალურია კოლეგებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება,  სკოლის ადმინისტრაციის წევრებისათვის კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა და სხვა.
                  თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მასწავლებელი თავად ირჩევს კონკრეტულად რომელ სავალდებულო თუ არჩევით აქტივობას განახორციელებს სკოლაში.
                  2017 წლის 28 N 39 ბრძანებით დამტკიცდა „მასწავლებელთა შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტები“, აღნიშნული დოკუმენტით დამტკიცდა შემდეგი სავალდებულო და დამატებითი საქმიანობის/ აქტივობის შეფასების  რუბრუკები:
1.      სასწავლო პროექტის;
2.      სოციალური პროექტის;
3.      დისტანციური სწავლება;
4.      სემესტრის განმავლობაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
5.      საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა;
6.      კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებებისთვის (მათ შორის სპორტული და სახლოვნობო) მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება;
7.      საზაფხულო სკოლის მოწყობა;
8.      წლის განმვლობაში საკლუბო მუშაობის  (მათ შორის სპორტული და სახლოვნობო) წარმართვა;
9.      სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა;
10.  კოლეგებთან სამუსაო შეხვედრების მოწყობა და მათში მონაწილეობა;
11.  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
12.  ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა;
13.  საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ან პროფესიული უნარების ტრენინგების / მასწავლებლეძთა პროფესიული განვიტარების ეროვნუყლი ცენტრის მიერ ორგანიზებული ან / და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტირებული/რეგისტრირებული ტრენინგების გავლა;
14.  . მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა);
15.  ფასილიტატორობა;
16.  . სახელმწიფო ენის კურსის გავლა დამადასტურებელი ენის ფლობის დონის სერტიფიკატით;
17.  კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობა;
18.  სტაჟირება;
19.  მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგმოდულის ავტორობა;
20.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენინგმოდულის ტრენერობა;
21.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლა;
22.  თავისუფალი გაკვეთილები;
23.  სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირება;
24.  ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა;
25.  რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა - სტატია;
26.  მეთოდური ლიტერატურა;
27.  გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა;
28.  სასწავლო რესურსის შექმნა;
29.  სამოდელო გაკვეთილის ჩატარება;
30.  სტანდარტული გაკვეთილის ჩატარება (2-3,4...90).
 „მასწავლებელთა შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტებში“ მოცემული მასალა ეხმარება მასწავლებელს ჯერ აირჩიოს, ხოლო შემდეგ, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, - განახორციელოს აქტივობა.
გთავაზობთ „მასწავლებელთა შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების“ მიხედვით ერთ-ერთ აქტივობაზე შექმნილ სპეციალურ რესურსებს, რომლიც, უდავოდ, გამოადგებათ მოქმედ მასწავლებლებს.  
                  მაგალითად, თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა განახორციელოს აქტივობა სახელწოდებით - „კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება“ (ეს აქტივობა განსაზღვრულია მხოლოდ წამყვანი და უფროსი მასწავლელებისთვის, რომლებიც საქმიანი შეხვედრების ფარგლებში კონსულტირებას უწევენ პრაქტიკოს მასწავლებლებს), მას დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენ მიერ შექმნილი შაბლონი:
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
3 სამუშაო შეხვედრის გეგმა
(მიზანი, აქტუალობა, თემატიკა, რეფლექსია, უკუკავშირი, დასწრების ფურცელი)
მიზანი: სამუშაო შეხვედრის მიზანია მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების განხილვა.
საკითხის აქტუალობა: შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების გარკვეული საკითხები მასწავლებლებში იწვევს დაბნეულობას, ამიტომ აღნიშნული საკითხები მოითხოვს საფუძვლიან განხილვასა და შესწავლას. სწორედ ამ ნიადაგზე გადაწყდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება  სკოლაში.
თემა:
1. რას გულისხმობს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა და როგორია მისი ორგანიზების ფორმა, რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარუდგინოს მასწავლებელმა შეფასების ჯგუფს, რომ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზებაში მიენიჭოს შესაბამისი კრედიტქულა. როგორი სახით უნდა იყოს წარმოდგენილი: სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებლის რეფლექსია, მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი, მონაწილე მასწავლებელთა დასწრების ფურცელი.
2. სასწავლო რესურსის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა (რა ტიპის უნდა იყოს სასწავლო რესურსი: ელექტრული, ბეჭდური, პრეზენტაციის ფორმატში თუ სხვა; რა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს მასწავლებელმა შეფაების ჯგუფს და როგორ გააფორმოს ეს დოკუმენტაცია);
3. ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების განხილვა და ანალიზი.                                      
                   

შეხვდერის ერთ ციკლში გაერთიანებული შეხვედრების რეფლექსია

1.
შეხვედრის/შეხვედრების
 შედეგად მოხდა თუ არა
 დასახული მიზნების მიღწევა?

2.
იქნა თუ არა ამომწურავად განხილული ყველა საკითხი?
თუ არა, რატომ?

3.
რა იყო ჩატარებული შეხვედრის/შეხვედრების
ძლიერი მხარე?

4.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას?

5.
როგორ გავაუმჯობესოთ?

6.
რას გავითვალისწინებ
 მომავალში მსგავს
პროექტზე მუშაობისას?


 უკუკავშირი  -    მასწავლებლის სახელი/გვარი    -----------------  --------------------
1.
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/ შეხვედრები?

2.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?

3.
რა იყო თქვენთვის
მნიშვნელოვანი და ახალი?

4.
შეხვედრებში მონაწილეობამ
რა შემატა თქვენს
 გამოცდილებას?



5.
როგორ გამოიყენებთ
 შეძენილ ცოდნასა და 
ახალ უნარებს
პედაგოგიურ პრაქტიკაში?



                 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა #  -------    (აღრიცხვის ფურცელი 3 ცალად)
                                       თარიღი --------------    დრო -----------------
#
მონაწილის სახელი/გვარი
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი)
საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა)
ხედლმოწერა
1




2




3




4




5




6




7




8




9




10





კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის განრიგი
#
განსახილველი საკითხი
რიცხვი
ქვესაკითხი
1
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
05.05.2017
რა არის საჭირო კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისათვის? რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ორგანიზატორმა /  მონაწილემ? როგორ?

2
სასწავლო რესურსის შექმნა
10.05.2017
საკითხის დეტალური განხილვა: რა ტიპის უნდა იყოს სასწავლო რესურსი? რა ტიპის დოკუმენტაციაა საჭირო შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენად?
3
სასწავლო რესურსის შექმნა
12.05.2017
ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის წარმოდგენა, განხილვა, ანალიზი და შეფასება კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის დროს.

P.S.: ყოველი სამეული, ანუ ერთ ფრომატში ჩატარებული შეხვედრა (სრულყოფილების შემთხვევაში: თანდართული აღრიცხვის ფურცლით, რეფლექსიით, უკუკავშირუითა და მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი  მასალით /გაკვეთილის გეგმა, პროექტი, ბლოგის მისამართი, /სასწავლო რესურსი/ ) სამუშაო შეხვედრების მონაწილე მასწავლებლისათვის ფასდება 0,5 კრედიტით.
ხოლო, ყოველი სამეული, ანუ ერთ ფრომატში ჩატარებული შეხვედრა (სრულყოფილების შემთხვევაში: თანდართული აღრიცხვის ფურცლით, რეფლექსიით, უკუკავშირუითა და მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი  მასალით /გაკვეთილის გეგმა, პროექტი, ბლოგის მისამართი, /სასწავლო რესურსი/ ) სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებლისათვის ფასდება 1 კრედიტით.
ასევე, გთავაზობთ საზაფხულო სკოლის პროექტის შაბლონს, რომელიც, ვფიქრობთ, ასევე დაეხმარება საზაფხულო სკოლის მოწყობის მსურველ და ამასთანავე ნებისმირ, სასწავლო და სოციალური პროექტების შექმნით  დაინტერესებულ მასწავლებელს.

საზაფხულო სკოლა -  „ბედნიერი ბავშვები“

1.
ჯგუფის ან პროექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო ლარცულიანი
E-mail.: n.lartsuliani@mail.ru
ჩვენი პროექტის ბლოგის მისამართი:
2.
პროექტის სახელოდება

საზაფხულო სკოლა „ბედნიერი ბავშვები“
3.
პროექტის განხორციელების ლოკაცია

ქვემო ქართლი / რუსთავი
4.
პროექტში მონაწილეთა რაოდენობა
30
5.
პროექტში მონაწილეთა ასაკი
11-16 წლამდე, ანუ VI,  VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები.
6.

ა) პობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
საზაფხულო სკოლის იდეის ჩამოყალიბება განაპირობა მოსწავლეთა არაკონპეტენტურობამ პროექტების მართვისა და თანამედროვე წიგნიერების სფეროში. მართალია, მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა სავალდებულო საგნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ნაკლებად აქვთ გავითარებული 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებიც ძირითადად ამ ორ მიმართულებაზეა დამყარებული. პროექტებზე მუშაობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამიტომ სასწავლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთულია ამ საკითხის საფუძვლიანი სწავლება ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესთან შეთანხმებით. 
ბ) მიზანი
ჩვენ მიზნად დავისახეთ არსებული პრობლემის გადაჭრა, შესაბამისად, აღნიშნული სასწავლო საკითხები ჩამოვაყალიბეთ ტრენინგ-მოდულების სახით.  რაც  ძალიან დაეხმარება ახალგაზრდებს შეიძინონ თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არ არსებობს უნარი, რომელსაც პროექტი არ ანვითარებს, იმდენად მრავალმხრივია მისი არეალი.  იგივე შეიძლება ითქვას წიგნიერებაზე, როგორც გამჭოლ კომპეტენციაზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს: ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარს, იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.
მოსწავლეათვის 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშესაწყობად გადავწყვიტეთ ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის მოსწავლეთტვის მიწოდება არაფორმალურ გარემოში.

) განხორციელების გზები
1.    საზაფხულო სკოლისათვის ორი პროგრამის შექმნა, რომელიც გაწერილი იქნება რენინგ-მოდულების სახით და რომელსაც შექმნიან კვალიფიციური პედაგოგები და განათლების მართვის ტრენერები;
2. საზაფხულო სკოლისათვის 2  ტრენერ-მასწავლებლის, პასუხისმგებელი პირებისა და  ხელმძღვანელების შერჩევა;
3. საზაფხულო სკოლის დღის განრიგის შექმნა მასწავლებელთა მიერ;
4. საზაფხულო სკოლის პროგრამაში კულტურულ-გასართობი აქტივობების ჩართვა: ფოტოსესია, ვიდეო-ინტერვიუები, ბუკლეტების დაბეჭდვა, ფოტოგამოფენა. დიდი ბანერის დამზადება, პრეზენტაციების მოწყობა, პოსტრების დამზადება, რპოექტების შექმნა, ბლოგებზე ყოველდღიური სიახლეების გამოქვეყნება, მშობელთა ჩართვა კონკურსშისაუკეთესო მცხობელი“; სკოლის ეზოს საკლასო ოთახად მოწყობა (ხეზე დაფის მიმაგრება, მოსწავვლეთა პლედებზე მოთავსება და სხვა);
5. საზაფხულო სკოლის ადგილის შერჩევა ერთ-ერთი სკოლის ბაზაზე;
6. საზაფხულო სკოლის მუშაობის ვადების დაგეგმვა საზაფხულო არდადეგების პროცესში;
7. საზაფხულო სკოლის ტრენინგ კურსისთვის სპეციალური კომპიუტერების ოთახის შერჩევა საჯარო სკოლის ტექნოლოგიების ოთახში;
8. საზაფხულო სკოლის ეზოს მოწყობა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე;
9. საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ბლოგზე განთავსება და სოციალური ქსელის საშუალებით მონაწილეთა მოწვევა;
10. მოსწავლეთა რეგისტრაცია და მშობელთა მიერ სპეციალური სავალდებულო აპლიკაციების შევსება;
    11. საზაფხულო სკოლის ბრენდირებული მაისურების შექმნა და მოსწავლეთათვის დარიგება;
12.  საზაფხულო სკოლის ფუნქციონირება;
13.  დასკვნითი ექსკურსიის მოწყობა წინანდალში;
14.  დიდი ზომის ბანერის დამზადება და სკოლისთვის საზეიმოდ გადაცემა და  სარეკლამო კედელზე განთავსება;
15.  საზაფხულო სკოლის მუშაობის ამსახველი ბუკლეტების დაბეჭდვა;
16.  საზაფხულო სკოლის მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა სპეციალურ ბლოგზე;
17. საზაფხულო სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მიერ რეფლექსიის ფურცლების შევსება;
18.  შედეგების ანალიზი.








7.
საზაფხულო სკოლის  პროგრამები

                                     I  ტრენინგ-მოდულის პროგრამა „პროექტების მართვა“:
1. ტრენინგი I - როგორ დავწეროთ პროექტი და როგორ მივიპოვოთ დაფინანსება;ელექტრონული ფოსტებისა და ბლოგების შექმნა.
·         განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტების სტრუქტურა (ზოგადი მიმოხილვა);
·          ჩვენი ინიციატივით დაწერილი პროექტები: სასწავლო პროექტი და სოციალური პროექტი (ზოგადი მიმოხილვა);
2.ტრენინგი II - პროექტის სტრუქტურის დეტალები და მათი თავისებურებანი:
·         პროექტის სახელწოდება და მთავარი იდეა;
·         როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი.
3.ტრენინგი III - პროექტის აქტუალობა;
პროექტის მონაწილეთა რაოდენობისა და ასაკის განსაზღვრა / მოქმედების არეალის განსაზღვრა;
4.ტრენინგი IV - დროის ჩარჩო (პროექტის ვადები);
5.ტრენინგიV მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას პროექტის ფარგლებში;
6. ტრენინგიVI -პროექტისთვის საჭირო რესურსები (არსებული და მოსაძიებელი); პროექტის ბიუჯეტი/ინვოისების მოპოვება;
7.ტრენინგი VII პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები),             ნახაზი - დროის ჩარჩო (პასუხისმგებელი პირების მითითებით);
8.ტრენინგი VIII - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; 
9 .ტრენინგი IX -პროექტის ხელმძღვანელის კოორდინატები (პროექტის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი/ორგანიზატორი და პროექტში ჩართული პირები). Power-point-ის პროგრამაში პრეზენტაციის მომზადება პროექტის შესახებ;
10.ტრენინგი X - მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროექტებისა და Power-point-ის პროგრამაში შესრულებული მასალის პრეზენტაცია.


     II  ტრენინგ-მოდულის პროგრამა
„თანამედროვე წიგნიერება
კონსტიტუციისა და უსაფრთხოების ჭრილში“


1.            წიგნიერება, როგორც გამჭოლ კომპეტენცია;
2.            ცვალებად კონტექსტში კითხვა: თემა - საქართველოს კონსტიტუციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება;
3.            წერის უნარის განვითარება: თემა - ნატოს წევრი ქვეყნები და გაეროს გენერალური ანსამბლეა;
4.            წერის უნარის განვითარება: თემა - გაეროს განვითარების პროგრამა;
5.            წერის უნარის განვითარება: თემა- გაეროს პროგრამები საქართველოში;
6.            ინფორმაციის დამუშავების უნარის განვითარება: თემა - საქართველო, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა;
7.            ინფორმაციის დამუშავების უნარის განვითარება: თემა - საქართველოს საზღვრები და მისი უსაფრთხოება;
8.            იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის უნარის განვითარება: თემა - საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი;

9.            გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარის განვითარება: თემა - საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი; არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები;

10.          ახალი ცოდნის დაკავშირება საკუთარ გამოცდილებლასთან:
თემა - კონსტიტცია და უსაფრთხოება (მასალის შეჯამება).


8
დღის განრიგი
                                                      დ ღ ი ს       გ ა ნ რ ი გ ი (ტრენინგ-მოდულები)
N
განსახილველი საკითხი
ხელმძღვანელი
დროის ხანგრძლივობა
მუშაობის ფორმა
რესურსები
I დღე
11-12.30.
როგორ დავწეროთ პროექტი და როგორ მივიპოვოთ დაფინანსება; ელ. ფოსტებისა და ბლოგების შექმნა.

ნინო ლარცულიანი
1 საათი და 30 წუთი:
 20 წთ. - ახსანა
20 წთ. ინდივიდუალური მუშაობა პერსონალურ კომპიუტერებთან;
  5წთ. - შესვენება;
15 წთ. - გუნდში მუშაობა
 30 წთ.- პრეზენტაცია

პრესონალურ კომპიუიტერებთან მუშაობა;
გუნდური მუშაობა;
პრეზენტაცია.
დაფა;
ფლივჩარტები (ფორმატები);
მარკერები;
სტიკერები,
სკოჩი და მაკრატლები.
12.30-13.00
თავისუფალი
ნინო სოფრომაძე

30 წუთი - შესვენება და ფოტოსესია



თავისუფალი
ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა
13.00-14.30.
თანამედროვე წიგნიერება კონსტიტუციისა და უსაფრთხოების ჭრილში
ნინო სოფრომაძე
1 საათი და 30 წუთი


(სკოლის ეზოში)
იდნივიდუალური და გუნდური
ხეზე მიმაგრებული დაფა, მარკერები, ფლუივჩარტები და საინეტრესო წიგნები.
14.30-15.00
დღის შეჯამება
ნინო ლარცულიანი
30 წუთი
გადაღებული მასალის სკოლის კომპიუტერში გადატანა და ბლოგებზე ასატვირთათ მომზადება
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა
და

კომპიუტერები





9.
აქტივობები

1.            მოსწავლეთა რეგისტრაცია და მშობელთა მიერ სპეციალური სავალდებულო აპლიკაციების შევსება;
2.            საზაფხულო სკოლის ბრენდირებული მაისურების შექმნა და მოსწავლეთათვის დარიგება;
3.            საზაფხულო სკოლის10 დღიანი  ტრენინგები;
4.            ყოველდღიური ფოტოსესია;
5.            ყოველდღიური  ვიდეო-ინტერვიუები;
6.            ფოტოგამოფენა;
7.            პრეზენტაციების მოწყობა;
8.            პოსტრების დამზადება;
9.            პროექტების შექმნა;
10.          ბლოგებზე ყოველდღიური სიახლეების გამოქვეყნება;
11.          მშობელთა ჩართვა კონკურსშისაუკეთესო მცხობელი“;
12.          დასკვნითი ექსკურსიის მოწყობა წინანდალში;
13.          დიდი ზომის ბანერის დამზადება და სკოლისთვის საზეიმოდ გადაცემა და  სარეკლამო კედელზე განთავსება;
14.          საზაფხულო სკოლის მუშაობის ამსახველი ბუკლეტების დაბეჭდვა;
15.          საზაფხულო სკოლის მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა სპეციალურ ბლოგზე;
16.          საზაფხულო სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მიერ რეფლექსიის ფურცლების შევსება;
17.          შედეგების ანალიზი.

11
არსებული რესურსები
სკოლის: შენობა, კომპიუტერული ოთახი, 15 პერსონალური კომპიუტერი,  ეზო, თაბახის ფურცლები, ფლივჩარტები, დაფები, მარკერები, კალმები, პრინტერი, ქსეროქსი, სკანერი, სკოჩი, წებო, მაკრატლები, პლედები, ფოტოაპარატი, სამოყვარულო ვიდეოკამერა.
 საკომუნიკაციო რესურსები: სკოლის ინტრენეტი და ტელეფონი.
 12.
მოსალოდნელი შედეგები
) რაოდენობრივი მაჩვენებლები:
პროექტის შედეგად, სარგებელს მიიღებენ: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლა, ადგილობრივი თემი, ქალაქი.


) თვისობრივი მაჩვენებლები:
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.

13.

სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც განსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას: 


პროექტის შედეგად, სარგებელს მიიღებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები, მათი მშობლები, პროექტში ჩართული მასწავლებლები, სკოლა (გაიზრდება სკოლის პოპულარობა ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს სკოლის კონტიგენტის ზრდას), ადგილობრივი თემი (მოსწავლეების მიერ დაგეგმილი პროექტების გარკვეული ნაწილი იქნება სოციალური, რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშესაწყობად).





გამოყენებული ლიტერატურა

1.      მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, ნაწილი I, მასწავლებელთა პროფესიოული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წ. ;
2.      „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტები“ მასწავლებელთა პროფესიოული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017წ.;
3.      www.tpdc.ge ;
4.      www.mes.gov.ge ;
5.      https://eschool.emis.ge :



Nino Lartsuliani

Planning for career advancement according the “Teacher induction, Professional Development and Career Advancment Scheme”
Summary

 Teacher Induction, Professional Development and Career Advancement Scheme” Guideline has been developed at the National Center for Teacher Professional Development. The electronic version of the Guideline is available at the TPDC web-site: tpdc.gov.ge.
the Guideline offers teachers and school administrations recommendations on activities within the “Teacher Induction, Professional Development and Career Advancement Scheme” and teacher evaluation group. It also provides teachers with information on the document contents kept in teacher professional portfolios, for acquiring the necessary credit scores after evaluation.
The guideline also offers activity criteria and rubrics, model lesson evaluation rubrics, used by the teacher evaluation group in carrying out the evaluation process at the school level.
Apart from the Guideline , TPDC offers teachers and school administrators other support activities, like consultations and trainings.








Комментариев нет:

Отправить комментарий