ქართული საბრძოლო ხელოვნება - არამატერიალური
კულტურა
ქართული საბრძოლო ხელოვნება
გახლავთ ბრძოლა თავდაცვისთვის
და არა თავდასხმისთვის
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული არამატერიალური კულტურის ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყანის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ და ისტორულმა წარსულმა განაპირობა
საბრძოლო ხელოვნების ცალკე დარგად ჩამოყალიბება. მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი
გამოცდილება საბრძოლო მიმართულებით. ევორპისა და აზიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობა
თავის წიაღში იტევს საბრძოლო წეს-ჩვეულებათა მთელ სისტემას, ამ ისტორიულ მონაპოვართა
შორის ნამდვილად თავლისმომჭრელი ადგილი უჭირავს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, როგორც
ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ არამატერიალუტ კულტურას!
„სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა“ - ეს გახლავთ ქართული სბრძოლო ხელოვნების
კონცეფცია და იგი თამამად შეგვიძლია შევადაროთ ლეგნდარული ბრიტანელი მეფის, ართურის
მრგვალი მაგიდის რაინდთა მორალურ მიდგომებს.
თუ ბრიტანელი მეფის ნამვილობის შესახებ ისტორიული წყაროები არ იძელვაინ
სათანადო მასალას, მაშინ ქართული საბრძოლო ხელოვნების სინმადვილეს ცხადყოფს ქართული
საბრძოლო ხელოვნების წიაღში შემონახული საბრძოლო სისტემის არსებობა, რომელიც მთლიანად
სამართლიანობის პრინციპზეა აგებული.
აი რას წერდა ფრანგი ისტორიკოსი ჯაკ დე ვიტრე (1180-1244 წ.წ.): “აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერის მეომრები შიშის ზარს სცემენ სარკინოზებს; თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებენ სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს. სწორედ მათ მოსაზღვრე მხარეებში სახლობს თავად ეს ერი. ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში”.
„საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, მაგრამ როგორც ყველა პატარა სახელმწიფოს, მასაც მერავალი ბრძოლა გამოუვლია. მთისა, თუ ბარის მოსახლეობას თანაბრად უწევთად მტრის მოულოდნელი თავდასხმებისგან თავის დაცვა, ამდენად თოხისა და ბარის ხმარებასთან ერთად ქართველი ვაჟები მცირე ასაკიდან ეუფლებოდნენ ხმილსა და ფარის მოქნევის ტექნიკას. ბევრი საბრძოლო ილეთი ქართულ ცეკვებშიც შემორჩა“.
ქართველი ერის სახელდება „გეორგია“, ანუ მიწათმოქმედი, კიდევ ერთხელ უსვამს
ხაზს ჩვენი ხალხის მშვიდობიან ხასიათს. ქართველნი ბუნებით მიწათმოქმედნი არიან და ისინი
იბრძვიან თავდაცვვისთვის და არა თავდასხმისთვის! ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის
და არა ერების დაპყრობისთვის!
ქართული საბრძოლო ხელოვნების განუყოფელი ნაწილი იყო ბავშვის აღზრდის მეთოდოლოგია,
რომელის მრავალმხივ შეიძლება დავუკავშიროთ თანამედროვე ევროპელი პედაგოგიკის თეორეტიკოსთა
შეხედულებს და აგრეთვე, ველურ პირობებში თავითგადარჩენის გამოცდილება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სკაუტური
ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ითვლება.
ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ, საბოლოო ჯამში, ასახვა ჰპოვა ქართულ ქორეოგრაფიაში,
ქართულ ფოლკლორსა და დრამატუტგიაში.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება
ცალკე საკითხად განიხილავს ქალიდმი დამოკიდებულბას და მას პატივს მიაგებს არამარტო
როგორც სიალამზისა და ახალი სიცოცხლის საწყისს, არამედ როგორც თანასწორ გონსა და თანასწორ სიბრძნეს. ქართულმა
სინამდვილემ ეს ხედვა მე-12 საუკუნეში ისტორიულად დაადასტურა თამარის გამეფების ფაქტით
და „ვეფხსიტყაოსნმა“ შემოგვთავაზა იმ დროისთვის ზეჰუმანური კონცეფცია „ლეკვი ლომისა
სწორია, ძუ იყოს, თუნდა - ხვადია“
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართყული საბრძოლო ხელოვნების
თანამედროვე თანამედროვე მიმდევარნი ქალბატონებიც არიან, რომლებიც ისევე ოსტატრად ფლობენ
საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას, როგორც მამაკაცები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ ცეკვას საფუძვლად დაედო
ქართული საბრძოლო ხელოვნება, რასაც ცხადყოფს ქართულ ცეკვებში საბრძოლო სცენების არსებობა.
მაგალითად, მთიულურში სჭარბობს ფარიკაობის
სცენები, როგორც ცნობილია მთაში ორთაბრძოლა არა მხოლოდ საბრძოლო, არამედ სანაოხაობრივ
სახეს ატარებდა და ხელოვნების დონემდე იყო აყვანილი. ამის ცოცხალი მაგალითია ფშავ-ხევსურეთში
დღემდე შემორჩენილი კეჭნაობის, ანუ „ჭრა-ჭრელობის“ ტრადიცია, სადაც ორთაბრძოლო ვარჯიშისა
და სანახაობის ხასიათს ატარებს და მებრძოლი ფასდება იმით, რაც უფრო კარგად შეუძლია
იარაღის ფლობა და უფრო ნაკლებად შეუძლია თანამებრძოლის დაჭრა.
„კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი ჭრილობა მიაყენო, სისხლი გამოადინო და საფოთლეს(საექიმო) გარდა არაფერი გადაგხდეს,მძიმე დაკეჭნა სირცხვილია: იტყვიან, მკლავი ვერ დაიმორჩილა და მეშუღლემ ამიტომ გასწირა,მძიმედ დაკეჭნაო“ - წერს ქართველი ისტორიკოსი
და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ შეგვიძლია ასეთი ქრონოლოგიით ჩამოვაყალიბოთ:
მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები.
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები.
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ.
აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური.
საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური.
საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.
მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები.
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები.
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ.
აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური.
საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური.
საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.
ქართული საბრძოლო
ხელოვნების ამ მიმართულებებმა ასახვა ჰპოვა ვაჟა-ფშაველას პოემებში, როგორიცაა: „ბახტრიონი“, „ალუდა
ქათელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კოპალა“, „გოგოთურ და აფშინა“, „გველის მჭამელი“
და სხვა.
ქართული საბრძოლო
ხელოვნების არამატერიალურმა მხარემ (ოთაბრძოლის მეთოდებმა) მატერიალური კულტურა, ანუ
საბრძოლო იარაღების შექმნაც განაპირობეს.
ეს ხმლებია ქართული სამჭედლო ხელოვნების (და არამარტო ქართულის) უმაღლესი პილოტაჟი და
წარმოადგენს ერეკლე მეფის პირადი მეიარაღეების საგვარეულოს_ელიაზარაშვილების შემოქმედებას, რომლებიც მოგვიანებით რუსეთის იმპერატორის პირად მეიარაღედ დანიშნეს ეგრევე...ასეთი დონის ხმლები, თითზე ჩამოსათვლელია ზოგადად მსოფლიოში და არათუ საქართველოში.
გარდა ვიზუალიზაციისა ამ ხმლების ღირსებისუკეთ წარმოსაჩენად ვიტყვი, რომ თითოეული ხმლის ერთი მხარე წარმოადგენს ფოლადის უიშვიათეს (და დღესაც კი მიუღწეველ) სახეობას კარა-ტაბანის ,,ბულატს" ხოლო მეორე მხარე კი ,,კარა ხორასანის" ბულატს, ეს იმას ნიშნავს რომ ოსტატმა ერთმანეთს მიადუღა ზემოხსენებული ფოლადის სახეები, თითქოს არაფერი რომ არა ერთი დეტალი. ,,ბულატის" ამ სახეებს აქვს სპეციფიური ნაყში, რომელიც იმწუთში იკარგება როგორც კი ტემპერატურას არ დაიცავ, თანაც კარა ტაბანს და კარა ხორასანს სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი სჭირდება, ანუ მაგალითად, თუ უფრო გაახურებ ტაბანს დაკარგავ, თუ ნაკლებად ხორასანს... ჰოდა რა დონის ოსტატობაა საჭირო, რომ ერთი ხმლის სხვადასხვა გვერდებზე შეძლო შეინარჩუნო სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მქონე ,,კაპრიზული" სხვადასხვა ლითონური ნახატი.
ფოტოზე წარმოდგენილი ხმლები, რომლებიც
გარდა ვიზუალიზაციისა ამ ხმლების ღირსებისუკეთ წარმოსაჩენად ვიტყვი, რომ თითოეული ხმლის ერთი მხარე წარმოადგენს ფოლადის უიშვიათეს (და დღესაც კი მიუღწეველ) სახეობას კარა-ტაბანის ,,ბულატს" ხოლო მეორე მხარე კი ,,კარა ხორასანის" ბულატს, ეს იმას ნიშნავს რომ ოსტატმა ერთმანეთს მიადუღა ზემოხსენებული ფოლადის სახეები, თითქოს არაფერი რომ არა ერთი დეტალი. ,,ბულატის" ამ სახეებს აქვს სპეციფიური ნაყში, რომელიც იმწუთში იკარგება როგორც კი ტემპერატურას არ დაიცავ, თანაც კარა ტაბანს და კარა ხორასანს სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი სჭირდება, ანუ მაგალითად, თუ უფრო გაახურებ ტაბანს დაკარგავ, თუ ნაკლებად ხორასანს... ჰოდა რა დონის ოსტატობაა საჭირო, რომ ერთი ხმლის სხვადასხვა გვერდებზე შეძლო შეინარჩუნო სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მქონე ,,კაპრიზული" სხვადასხვა ლითონური ნახატი.
ფოტოზე წარმოდგენილი ხმლები, რომლებიც
სახელოსნოდან გუშინდელი გამოსულივით ბზინავენ, მინიმუმ 180 წლისანი არიან.
ქართულმა საბრძოლო
ხელოვნებამ განაპირობა ასევე მებრძოლის ჩაცმულობა. ფოტოზე გამოსახული ჯაჭვის პერანგი,
რომლის შესაქმნელადაც საბრძოლო ცოდნა და გამოცდილება იყო საჭირო. საბრძოლო ჩაცნულობის დიზანს ამ სამოსის პრაქტიკული
ღირებულება განაპირობებდა.
დღეს ქართული საბრძოლო
ხელოვნების თანამედროვე ექსპერტები დღეს რამდენიმე მიმართულებით მუაშაობენ, მათ მისიას
წარმოადგენს: მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნების და მასში გაერთიანებული, საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას, ასევე მის ერში გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისათვის.
ამჟამად ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
დღევანდელი ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას სათავე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაედო, რასაც საფუძვლად დაედო არსებულ ეთნოგრაფიულ
მასალაზე მუშაობა და ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ქართული საბრძოლო ხელოვნების მიმდევართა ორი შტო არსებობს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები” და „ხრიდოლი“. მათი მიზანია ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენა–პოპულარიზაცია და ამ მეთოდებზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა. შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს სამი ძირითადი
მიმართულებით: სპორტული, ეთნოგრაფიულ-კვლევითი და პოპუარიზაციის. სწორედ პოპულარიზაციის მიზნით ცამოყალიბდა ქართული
საბრძოლო ხელოვნების თეატრი, რომელიც სანახაობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ისე
უცხოელ მაყურებელს და უკვე ჰყავს თაყვანისმცემელი ევროპის მოწინავე ქვეყნებში.
ფოტოზე გამოსახული მასალა სწორედ
ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის სანახაობას წარმოადგენს. თბილისში გამართულ საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებების 11 სახეობას შორის “შავფაროსნებმა“ პირველი ადგილი აიღეს. ფესტივალი 2016 წლის 20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ჩატარდა და პირველად იყო წარმოდგენილი ერთად ქართული და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები. აიკიდოს, უშუს, ტაეკვანდოს, სუმოს, შოტოკანისა და კარატეს ილეთების გვერდით ქართველმა მაყურებელმა ქართული საბრძოლო ხელონების ნიმუშებიც იხილა, რომელიც ფედერაციების “შავფაროსნებისა“ და “ხრიდოლის” სპორტცმენებმა წარმოადგინეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც,
რომაღსანიშნავია ის ფაქტიც,
რომ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე მთავარი ფურორი სწორედ ქართველმა გოგონებმა მოახდინეს, მაყურებლის თქმით, გოგონები განსაკუთარებული ეფექტურობითა და სილამაზით გამოიჩეოდნენ.
დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების დიდი არქივი არსებობს, მას ერთ წიგნად გამოცემას უპირებენ
ქართული საბრძოლო ხელოვნების ექსპერტები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი ხელით აღადგენენ ეთნოგრაფიულ
ცნობებში მოხსენიებულ საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებსა და ისტორიულ წყაროებში აღმოჩენილ
საბრძოლო იარაღებს და აქტიურად არიან ჩართულნი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში.
ქართული საბრძოლო ხელოვნება არამარტო
ქართული არამატერიალური კულტურის საკუთრებაა, არამედ ის მსოფლიო არამატერიალური კულტურის
თავლისმომჭრელი მარგალიტი, რომელიდანაც ასხივებს სამი ბრწყინვალე სხივი:
სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა!
გამოყენებული
ლიტერატურა:
1. მაკალათია სერგი, „ხევსურეთი“,
2. https://www.facebook.com/shavparosnebi/ - ქართული საბრძოლო ხელოვნების ოფიციალური ვებგვერდი;
3. http://dalma.news/ge/vin-arian-shavparosnebi-kartuli-sabrzolo-xelovnebis-sibrze-simartle-da-zala/
- ვინ არიან შავფაოსნები;
ავტორები: ნინო ლარცულიანი
ბარბარე ლარცულიანი
ბარბარე ლარცულიანი
Комментариев нет:
Отправить комментарий