понедельник, 1 мая 2023 г.
აფორიზმების სამყარო
четверг, 13 апреля 2023 г.
შეკვეთა ხელოვნების იდეას ეწინააღმდეგება და ზღუდავს მის განვითარებას (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით)
понедельник, 6 марта 2023 г.
„თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ ( მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვიოთ)
ადამიანი ეგოცენტრული არსებაა. ის მიიჩნევს,
რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ფაქტებსა და მოვლენებსაც საკუთარი გადასახედიდან
აფასებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, დომინანტურს ხდის პიროვნების სუბიექტურ აზრს და აკარგვინებს მას რეალობის ობიექტურ აღქმას კონკრეტულ
დროსა და სივრცეში. სამწუხაროდ, ადამიანთა
უმრავლესობა არ ცდილობს, საკუთარ თავში ეძებოს ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ეს კი ხელს
უშლის მის მენტალურ ზრდას, განვითარებასა და ადგილის დამკვიდრებას მის თანამედროვე
საზოგადოებაში. ადამიანი ოდითგანვე მიზანსწრაფული იყო წარმატებისა და ძალაუფლების მოპოვებისაკენ,
რაშიც მას შესაბამისი ცოდნის დაგროვება ეხმარებოდა. თუმცა ისტორიასა და მხატვრულ ლიტერატურაში
არაერთი ადამიანი გვხვდება, რომელმაც მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ვერ
შესძლო.
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“
მიხედვით თეიმურაზ ერისთავი ოდესღაც დიდ მემამულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც,
ავტორის თქმით: „საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის
გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია“. თეიმურაზი უთავბოლოდ და განურჩევლად ეწეოდა
ქველმოქმედებას, ბეჭდური ლიტერატურის გამოცემასა და ღარიბ ნათესავთა მფარველობას. ეს
ყოველივე მოითხოვდა საკმაოდ და დიდ ფინანსურ სახსრებს, რომლის მოსაპოვებლადაც საკუთარი ქონების განიავება უწევდა და ავტორის თქმით,
მიწას იქამდე ჰყიდდა „ნაჭრობით“, სანამ ხელთ
მხოლოდ სახლ-კარი არ შერჩა.
ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს
თეიმურაზის ბედოვლათობასა და უუნარობას. მისი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ანალიტიკური
გონებით არ აფასებს შექმნილ სიტუაციას. იმდენადაა გატაცებული თავისი საქმიანობით, რომ
საკუთარი კომფორტული ზონა აქვს შექმნილი, საიდანაც გამოსვლას არ და ვერ ახერხებს, მიუხედავად
იმისა, რომ უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე მეუღლე
არაერთხელ საყვედურობს საკუთარი ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. მარგოს
აზრით, თეიმურაზი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მისმა უპასუხისმგებლობამ
ოჯახის მემკვიდრეობის მიმართ და მას შესაბამისი
ნეგატიური ეპითეტებით „ამკობს“ : „ყოველთვის ბედოვლათი იყავი ად შემდეგშიც დარჩები...
ნაცარქექიავ!“.
მეტისმეტად ნაკითხი და განსწავლული
თეიმურზის დამოკიდებულება საკუთარი სახლ-კარისა და მამულის მიმართ მოგვაგონებს გაუნათლებელი
და უინტელექტო ლუარსაბ თათქარიძის მხატვრულ სახეს, იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში
გულგრილობის მიზეზი სუბიექტური შეხედულებები და საკუთარი საქმით უთავბოლო გატაცებაა,
მეორე შემთხვევაში კი - უვიცობა და სიზარმაცე.
ორივე შემთხვევაში ამ პიროვნებების ცხოვრების წესს მიესადაგება რუსთველის ცნობილი აფორიზმი: „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ . ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს საკუთარი პრობლემების შესწავლასა და მოგვარებას, წარუმატებლობის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ეძიოს და არა საზოგადოებრივ წყობასა თუ გარშემომყოფთა სივრცეში.
21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც
უკვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ადამიანს არათუ დედამიწის გარშემო მოგზაურობის, არამედ
მთვარეზე მიწების განაწილების საშუალება მისცა, უნდა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობის თეორიულ ცოდნას
პრაქტიკული ღირებულება შესძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანს ასე, სინამდვილეში,
ამ „წინსვლამ“ იმხელა ზიანი მიაყენა დედამიწის ეკოსისტემას და იმდენად დიდი საფრთხე შეუქმნა პლანეტის მომავალს, რომ, კვლევების თანახმად, ეკოლოგიური კატასტროფები
დღეს უკვე გადრაუვალ საშიშროებას წარმოადგენს. მსოფლიო ახლაღა მიხვდა საკუთარ შეცდომას და ახლა თავგამოდებით ცდილობს გონივრულად შეაფასოს არსებული პრობლემები და მაქსიმალურად შეეცადოს მათ გამოსწორებას.
მარიამ საძაგლიშვილი
სსიპ ქ. რუსთავის მე18 საჯარო სკოლის მოსწავლე
понедельник, 27 февраля 2023 г.
ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია
ხელოვნება ნიმუშია იმისა, თუ რაოდენ შემოქმედებითი შეიძლება იყოს ადამანი. ხელოვნების სხვადასხვა დარგით გატაცება ადამიანს საკუთარი კომფორტის ზონას უქმნის, ეხმარება მოსწყდეს გარესამყაროს პრობლემებს და მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია.
ხელოვნება სამყაროში პრიმატის გაჩენის დღიდან იბადება, ვითარდება, იხვეწება და სიალმაზის გამოხატვის საშუალებად რჩება. ამის მაგალითად ძველი გამოქვაბულების კედლებზე შესრულებული მხატვრული გამოსახულებებიც კმარა.
ხელოვნებად ითვლება
ყოველი ნაშრომი, რომელიც შექმნილია ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერი გონების კავშირით,
იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები თუ მუსიკალური კომპოზიცია, სკულპტურა თუ ფერწერული ტილო... ადამიანი, რომელსაც ძალუძს შეიგრძნოს ხელოვნების
მშვენიერება, ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, რადგან მასზე ნეგატიურად ვეღარ იმოქმედებს
ყოფითი პრობლემები.
სწორედ ასეთი ფენომენი გვხვდება
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’. ვასიკო
კეჟერაძე პროფესიით ფოტოგრაფია, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას უყვარდეს მხატვრული ლიტერატურა.
მართალია, მისი სული მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ მუდამ იკვებება სულიერი
საზრდოთი, რომლის უშრეტ წყაროსაც მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს. ამისდა გამო იგი არასდროს კარგავს დროს: მისი გონება
მუდმივად დაკავებულია, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად სად იქნება, ტრამვაისა თუ მაღაზიის
რიგში, მუდამ ფიქრობს რომელიმე წიგნის გმირზე ან სიუჟეტზე, რადგან, მისი თქმით, წაკითხულს
გააზრება სჭირდება. იგი გარკვეულ მსგავსებას ხედავს ღვინოსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის, რადგან
ორივეს თავისულებისკენ მივყავართ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი - „მიშვებული, აგდებული
და ულამაზო“ თავისუფლებაა, უპაუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი- შემართებული, გამოცდილი
და ყოვლისშემძლე, ამაღლებული. ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს განსხვავებული
შეხედულებები აქვს იმ სოციუმზე, რომელშიც ცხოვროვრობს. იგი განიხილავს საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის მისეულ ვარიანტს, რომლის კვალობაზეც შეძლებს შეცვალოს ხალხის შეხედულებები გარესამყაროს მიმართ. მისი აზრით, „კარცერ-ლუქსი“
ამ პრობლემას უდავოდ მოაგვარებს. ვასიკო კეჟერაძე მზად არის ყველა უცოდინარი და ყეყეჩი შეყაროს ამ კარცერში, ოთახში, სადაც საწოლი და წიგნებია, ჭერზე კი ანბანის ასოებია გამოსახული. ეს უჩვეულო გარემო, მართალია, ჯერ გურკვევლობაში ჩააგდებს „პატიმარს“. თავდაპირველად ანბანის კითხვას შეუდგება, შემდეგ ნელ-ნელა წიგნს გადაშლის და ვიდრე „შვლის ნუკრის ნაამბობის“ წაკითხვისას მწვადების ნაცვლად, სულ სხვა რამ, უფრო მთავარი
არ გაახსენდებოდა, კარცერ-ლუქსიდან არ გაათავისუფლებს.
ამ თემაზე საუბრისას შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი ჰოლანდიელი
მხატვრის, ვან გოგის, ცხოვრება, რომელიც სავსე იყო დაბრკოლებებით და რომელთაც დიდი შემოქმედი სწორედაც ხელოვნების წყალობით ლახავდა. იგი სულიერ სიმშვიდეს შემოქმედებით პროცესში ჰპოვებდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ხელოვნება გახდა მისი ცხოვრების ზნეობივი ორიენტირი.
ზემოხსენებულ მაგალითებსა და არგუმენტებზე დაყდრნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება ნამდვილად წარმოადგენს სულის სიფაქიზის წყაროს და ადამიანს მაღალ ღირებულებებზე დააფიქრებს. აქედან გამომდინარე,
ხელოვნებას შეუძლია, ადამიანი გახადოს უკეთესი და შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრება.
საბა ციკოლია
სსიპ ლევან გოთუას სახელობის
# 17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე