ყოველთვის, როდესაც მის გვერდით ვიყავი და ვხედავდი, როგორი უბრალო იყო, როგორ ემსახურებოდა დიდსა თუ პატარას, ვფიქრობდი, რომ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო… მაგრამ მისგან წამოსულს მუდმივად თან მდევდა აუხსნელი განცდა იმისა, რომ ის კაცთა შორის დიდი, ძალიან დიიიდი კაცი იყო, თითქოს გოლიათივით მიმოდიოდა ჩვენ შორის და თავი ღრუბლებში ჰქონდა: სხვა ჰაერს სუნთქავდა, სხვა მზეს და ცას უყურებდა.
მოგვიანებით ეს ასე ავხსენი: როდესაც უზარმაზარ ქანდაკებასთან ახლოს მიდიხარ, ისე ახლოს, რომ ზედ ცხვირის მიბჯენაც კი შეგიძლია, რას ხედავ? ხედავ მხოლოდ ქვის ერთ ფრაგმენტს!.. მაგრამ საკმარისია მისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიო, ეს გამოსახულება გაიზრდება თვალსა და ხელს შუა, შორიდან კი ის იხილვება მთლიანი და სრული. ალბათ ასეა, დიდი საგნები შორიდან იხილვება ისევე, როგორც დიდი ადამიანები!
Комментариев нет:
Отправить комментарий