понедельник, 1 мая 2023 г.
აფორიზმების სამყარო
четверг, 13 апреля 2023 г.
შეკვეთა ხელოვნების იდეას ეწინააღმდეგება და ზღუდავს მის განვითარებას (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით)
понедельник, 6 марта 2023 г.
„თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ ( მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვიოთ)
ადამიანი ეგოცენტრული არსებაა. ის მიიჩნევს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ფაქტებსა და მოვლენებსაც საკუთარი გადასახედიდან აფასებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, დომინანტურს ხდის პიროვნების სუბიექტურ აზრს და აკარგვინებს მას რეალობის ობიექტურ აღქმას კონკრეტულ დროსა და სივრცეში. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს, საკუთარ თავში ეძებოს ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ეს კი ხელს უშლის მის მენტალურ ზრდას, განვითარებასა და ადგილის დამკვიდრებას მის თანამედროვე საზოგადოებაში. ადამიანი ოდითგანვე მიზანსწრაფული იყო წარმატებისა და ძალაუფლების მოპოვებისაკენ, რაშიც მას შესაბამისი ცოდნის დაგროვება ეხმარებოდა. თუმცა ისტორიასა და მხატვრულ ლიტერატურაში არაერთი ადამიანი გვხვდება, რომელმაც მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ვერ შესძლო.
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“
მიხედვით თეიმურაზ ერისთავი ოდესღაც დიდ მემამულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც,
ავტორის თქმით: „საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის
გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია“. თეიმურაზი უთავბოლოდ და განურჩევლად ეწეოდა
ქველმოქმედებას, ბეჭდური ლიტერატურის გამოცემასა და ღარიბ ნათესავთა მფარველობას. ეს
ყოველივე მოითხოვდა საკმაოდ და დიდ ფინანსურ სახსრებს, რომლის მოსაპოვებლადაც საკუთარი ქონების განიავება უწევდა და ავტორის თქმით,
მიწას იქამდე ჰყიდდა „ნაჭრობით“, სანამ ხელთ
მხოლოდ სახლ-კარი არ შერჩა.
ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს
თეიმურაზის ბედოვლათობასა და უუნარობას. მისი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ანალიტიკური
გონებით არ აფასებს შექმნილ სიტუაციას. იმდენადაა გატაცებული თავისი საქმიანობით, რომ
საკუთარი კომფორტული ზონა აქვს შექმნილი, საიდანაც გამოსვლას არ და ვერ ახერხებს, მიუხედავად
იმისა, რომ უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე მეუღლე
არაერთხელ საყვედურობს საკუთარი ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. მარგოს
აზრით, თეიმურაზი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მისმა უპასუხისმგებლობამ
ოჯახის მემკვიდრეობის მიმართ და მას შესაბამისი
ნეგატიური ეპითეტებით „ამკობს“ : „ყოველთვის ბედოვლათი იყავი ად შემდეგშიც დარჩები...
ნაცარქექიავ!“.
მეტისმეტად ნაკითხი და განსწავლული
თეიმურზის დამოკიდებულება საკუთარი სახლ-კარისა და მამულის მიმართ მოგვაგონებს გაუნათლებელი
და უინტელექტო ლუარსაბ თათქარიძის მხატვრულ სახეს, იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში
გულგრილობის მიზეზი სუბიექტური შეხედულებები და საკუთარი საქმით უთავბოლო გატაცებაა,
მეორე შემთხვევაში კი - უვიცობა და სიზარმაცე.
ორივე შემთხვევაში ამ პიროვნებების ცხოვრების წესს მიესადაგება რუსთველის ცნობილი აფორიზმი: „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ . ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს საკუთარი პრობლემების შესწავლასა და მოგვარებას, წარუმატებლობის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ეძიოს და არა საზოგადოებრივ წყობასა თუ გარშემომყოფთა სივრცეში.
21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც
უკვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ადამიანს არათუ დედამიწის გარშემო მოგზაურობის, არამედ
მთვარეზე მიწების განაწილების საშუალება მისცა, უნდა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობის თეორიულ ცოდნას
პრაქტიკული ღირებულება შესძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად ჩანს ასე, სინამდვილეში,
ამ „წინსვლამ“ იმხელა ზიანი მიაყენა დედამიწის ეკოსისტემას და იმდენად დიდი საფრთხე შეუქმნა პლანეტის მომავალს, რომ, კვლევების თანახმად, ეკოლოგიური კატასტროფები
დღეს უკვე გადრაუვალ საშიშროებას წარმოადგენს. მსოფლიო ახლაღა მიხვდა საკუთარ შეცდომას და ახლა თავგამოდებით ცდილობს გონივრულად შეაფასოს არსებული პრობლემები და მაქსიმალურად შეეცადოს მათ გამოსწორებას.
მარიამ საძაგლიშვილი
სსიპ ქ. რუსთავის მე18 საჯარო სკოლის მოსწავლე
понедельник, 27 февраля 2023 г.
ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია
ხელოვნება ნიმუშია იმისა, თუ რაოდენ შემოქმედებითი შეიძლება იყოს ადამანი. ხელოვნების სხვადასხვა დარგით გატაცება ადამიანს საკუთარი კომფორტის ზონას უქმნის, ეხმარება მოსწყდეს გარესამყაროს პრობლემებს და მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. ჭეშმარიტი ხელოვნება სულის სიფაქიზის წყარო და ადამიანის ზნეობრივი ორიენტირია.
ხელოვნება სამყაროში პრიმატის გაჩენის დღიდან იბადება, ვითარდება, იხვეწება და სიალმაზის გამოხატვის საშუალებად რჩება. ამის მაგალითად ძველი გამოქვაბულების კედლებზე შესრულებული მხატვრული გამოსახულებებიც კმარა.
ხელოვნებად ითვლება
ყოველი ნაშრომი, რომელიც შექმნილია ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერი გონების კავშირით,
იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები თუ მუსიკალური კომპოზიცია, სკულპტურა თუ ფერწერული ტილო... ადამიანი, რომელსაც ძალუძს შეიგრძნოს ხელოვნების
მშვენიერება, ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, რადგან მასზე ნეგატიურად ვეღარ იმოქმედებს
ყოფითი პრობლემები.
სწორედ ასეთი ფენომენი გვხვდება
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’. ვასიკო
კეჟერაძე პროფესიით ფოტოგრაფია, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას უყვარდეს მხატვრული ლიტერატურა.
მართალია, მისი სული მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ მუდამ იკვებება სულიერი
საზრდოთი, რომლის უშრეტ წყაროსაც მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს. ამისდა გამო იგი არასდროს კარგავს დროს: მისი გონება
მუდმივად დაკავებულია, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად სად იქნება, ტრამვაისა თუ მაღაზიის
რიგში, მუდამ ფიქრობს რომელიმე წიგნის გმირზე ან სიუჟეტზე, რადგან, მისი თქმით, წაკითხულს
გააზრება სჭირდება. იგი გარკვეულ მსგავსებას ხედავს ღვინოსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის, რადგან
ორივეს თავისულებისკენ მივყავართ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი - „მიშვებული, აგდებული
და ულამაზო“ თავისუფლებაა, უპაუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი- შემართებული, გამოცდილი
და ყოვლისშემძლე, ამაღლებული. ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს განსხვავებული
შეხედულებები აქვს იმ სოციუმზე, რომელშიც ცხოვროვრობს. იგი განიხილავს საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის მისეულ ვარიანტს, რომლის კვალობაზეც შეძლებს შეცვალოს ხალხის შეხედულებები გარესამყაროს მიმართ. მისი აზრით, „კარცერ-ლუქსი“
ამ პრობლემას უდავოდ მოაგვარებს. ვასიკო კეჟერაძე მზად არის ყველა უცოდინარი და ყეყეჩი შეყაროს ამ კარცერში, ოთახში, სადაც საწოლი და წიგნებია, ჭერზე კი ანბანის ასოებია გამოსახული. ეს უჩვეულო გარემო, მართალია, ჯერ გურკვევლობაში ჩააგდებს „პატიმარს“. თავდაპირველად ანბანის კითხვას შეუდგება, შემდეგ ნელ-ნელა წიგნს გადაშლის და ვიდრე „შვლის ნუკრის ნაამბობის“ წაკითხვისას მწვადების ნაცვლად, სულ სხვა რამ, უფრო მთავარი
არ გაახსენდებოდა, კარცერ-ლუქსიდან არ გაათავისუფლებს.
ამ თემაზე საუბრისას შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი ჰოლანდიელი
მხატვრის, ვან გოგის, ცხოვრება, რომელიც სავსე იყო დაბრკოლებებით და რომელთაც დიდი შემოქმედი სწორედაც ხელოვნების წყალობით ლახავდა. იგი სულიერ სიმშვიდეს შემოქმედებით პროცესში ჰპოვებდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ხელოვნება გახდა მისი ცხოვრების ზნეობივი ორიენტირი.
ზემოხსენებულ მაგალითებსა და არგუმენტებზე დაყდრნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება ნამდვილად წარმოადგენს სულის სიფაქიზის წყაროს და ადამიანს მაღალ ღირებულებებზე დააფიქრებს. აქედან გამომდინარე,
ხელოვნებას შეუძლია, ადამიანი გახადოს უკეთესი და შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრება.
საბა ციკოლია
სსიპ ლევან გოთუას სახელობის
# 17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
пятница, 22 июля 2022 г.
ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ - როგორ შეიქმნა ნაწარმოები / შინაარსი / პერსონაჟები
რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა. ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად...
ხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს "გმირთა ვარამი". წიგნი კი დაწერა, მაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდა? ჰოდა, ქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრეს: ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელ-ფურცელ ჩადეს, შემდეგ ისევ სათანადოდ დახურეს. ეს მორები კი იქვე, ქალაქში მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდა. ყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანეს. ასე ჩამოაღწია ჩვენამდე "გმირთა ვარამის" ორმა წიგნმა.
ბანაკში ყველას უყვარდა ლევანი, ყველა მას ეკითხებოდა რჩევას. მეგობრები "ლევან ბერს" ეძახდნენ. გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.
„ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო-საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!”- წერდა ლევან გოთუა, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი... წითელი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის და რეჟიმთან შეურიგებლობის გამო მან 22 წელიწადზე მეტი საკონცენტაციო ბანაკებში გაატარა, სწორედ იქ, ვორკუტის ბანაკში დაიწერა „გმირთა ვარამი”, რომლის ხელნაწერების საქართველოში გამოგზავნა ფარულად მოხერხდა. როგორც იქნა, 55 წლის ასაკში მწერალმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, თუმცა აქაც ყოველდღიურად თან სდევდა თვალთვალისა და დასმენების სუსხი... „გმირთა ვარამის” ავტორმა თავისი ლიტერატურული გმირების ვარამი საკუთარ თავზე გამოსცადა...
წყარო: https://www.ananasi.ge/category-165/category-198/product-1681/
გმირთა ვარამი (1958-1962) — ისტორიული რომანი, რომლის ავტორია ლევან გოთუა. წარმოადგენს ოთხნაწილიან ტეტრალოგიას.
რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.
ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად, ნაწილ-ნაწილ იგზავნებოდა სამშობლოში.
წყარო: https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw
შინაარსი:
„გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კერძოდ, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას — ოსმალეთის იმპერიას, ირანს და რუსეთის იმპერიას შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.
წყაარო: https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98?fbclid=IwAR1oPB2uk73nnyL1_H78QS3YuGcRso86XVzcwCIcW1p1LdmLAum8qkfpTQw
суббота, 7 мая 2022 г.
ინტერვიუ ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ
- პირველ რიგში, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით
ინტერვიუზე ასეთი მძიმე დღეების შემდეგ.
- მიუხედავად რთული დღეებისა და იმ სასტიკი ომისა, რომელიც
ქაჯეთის ციხის მცველებსა და ტარიელსა და მისი მეგობრებს შორის გაიმართა, მე თავს ძალიან
ბედნიერად ვგრძნობ. ცხრაწლიანი
განშორების შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენმა სიყვარულმა იზეიმა.
- როგორი იყო თქვენი ტყვეობის პერიოდი? მოულოდნელი იყო
თქვენთვის ტყვეობიდან გათავისუფლება?
- ქაჯეთის ციხეში თავს ცუდად ვგრძნობდი. მითუმეტეს, რომ დედოფალი დულარდუხტი
უფლისწულ როსანზე დაქორწინებას მიპირებდა. მათი საზოგადოება ჩვენგან ძალიან განსხვავებულია
არა გარეგნულად, არამედ იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ გააჩნიათ. ვგულისხმობ იმ ცოდნას, რომელიც მხოლოდ გრძნეულოთათვისაა დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ტარიელისადმი მიწერილ წერილში დაბეჯითებით
ვთხოვდი ინდოეთში დაბრუნებასა და ჩვენ მიერ მიტოვებულ სახელმწიფოზე ზრუნვას, გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი,
რომ ჩემს გამოხსნას ეცდებოდა.
- როდის მიხვდით, რომ ტარიელი მოვიდა თქვენს გადასარჩენად?
- როცა ხმაური გავიგონე სარკმელიდან გადავიხედე, ის
მაშინვე ვიცანი, ისეთი მშვენიერი იყო...
- ამდენი წლის შემდეგ, როგორ იცანით?
- დიახ, მთელი ცხრა წელი გავიდა... ამასობაში კიდევ
უფრო დავაჟკაცდა, თვალი ვერ მოვწყვიტე...
- როგორ ფიქრობთ, ამდენი ტანჯვა რატომ გადაიტანეთ თქვენ
და ტარიელმა?
- მე ვფიქრობ, ჩვენს მხრებზე უცოდველი ადამიანის სისხლია.
უდანაშაულო სასიძო არ უნდა მოგვეკლა, მაგრამ ჩვენც გამოუცდელები და ახალგაზრდები ვიყავით.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ სადღაც უფროსებმაც დაუშვეს შეცდომა?
- რა თქმა უნდა, მამაჩემს უნდა ეფიქრა ჩვენს პირად გრძნობებზე,
მითუმეტეს, რომ სასიძოს მოკვლის შემდეგ გაცხადდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მშვენივრად სცოდნია. განრისხებულმა დიდებულების თანდასწრებით აღიარა, კარგად ვიცი ტარიელის და
ნესტანის სიყვარულის ამბავიო. თუ ჩვენი სიყვარულის შესახებ იცოდა, რატომ უგულვებელყო
ჩვენი პირადი გრძნობები და დამოუკიდებლად მიიღო ჩემი გათხოვების საბედისწერო
გადაწყვეტილება. ეჰ, სწორედ ამას მოჰყვა ხვარაზმშას უფლისწულის მკვლელობაც.
- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ მან ყველაფერი იცოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა!
- ფატმანზე რას გვეტყოდით, მასზე ნაწყენი ხომ არ ხართ,
სწორედ მისმა მეუღლემ გადაგცათ ზღვათა მეფის საჩუქრად...
- ეს ფატმანის ბრალი არ გახლდათ, ეს მისი ქმრის თავშეუკავლობის
მიზეზით მოხდა. მან ფატმანისადმი მიცემული
ფიცი გატეხა.
- თქვენი აზრით, როგორ დაგხვდებიან ინდოეთში ამდენი
წლის შემდეგ?
- ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდოეთში დაბრუნება ნამდვილი დღესასწაული
იქნება.
- ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. დიდი მადლობა ინტევიუსთვის!
ნახვამდის!
- ნახვამდის, სიყვარულში გამართლებას გისურვებთ!
- გმადლობთ!
ნუცა მულაძე
15 წლის
среда, 30 марта 2022 г.
ბახტრიონი - საომრად მზადება
IV თავი
ლაშარის ჯვარი — ფშავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში სოფელ ხოსარის მომიჯნავე ე. წ. „ლაშარის გორზე“. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავნათესის ბაქარიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც), ადგილ-მამულს, ზერებს კახეთში და სხვა.
როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია;
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;