Thursday, March 17, 2022

რას მოგვითხრობს სიზმარი - აკაკის „ბაში-აჩუკსა“ და ვაჟას „ბახტრიონში“

   რას მოგვითხრობს სიზმარი - აკაკის „ბაში-აჩუკსა“ და  ვაჟას „ბახტრიონში“



                                                       აკაკი წერეთელის „ბაში-აჩუკი“
 თავი I
 (ნაწყვეტი)
კირილე მღვდლის სიზმარი 


„_ დაბრძანდი, მამაო! – უბრძანა ერისთავმა და მიუთითა სელზე. _ რაღაც უცნაური სიზმარი გინახავს?
_ უფრო ჩვენება, ვიდრე სიზმარი, ჩემო ბატონო!
_ ხალხი კი გადაგირევია და!
_ არ მინდოდა გამხელა, მაგრამ, პარაკლისი რომ გადავიხადე, მიზეზი მკითხეს და ვეღარ დავფიცე.
_ რა იყო მაინც მაგისთანა?
_ მართლა რომ საოცარი რამ. – აქ ჩაახველა ხმის გასასწორებლად მოძღვარმა და ათრთოლებული ხმით მოჰყვა წყნარად. – ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას, უწმინდური დაჰპატრონებოდა!
_ უწმინდური?!
_ დიახ: გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს. სამჯერ რომ შემოგვერგვოდა, კუდი პირში ეჭირა და ერთი მტკაველი კიდევ იქით იყო გადაცილებული. ეძინა იმ წყეულს! მისი შიშით საყდარში ვეღარავინ შედიოდა. აღარც წირვა იყო და აღარც ლოცვა. ხალხი გარს შემოჰხვეოდა და ზარდაცემული შეჰყურებდა. ვეღარავინ ინძრეოდა!... ხანდახან გამოიღვიძებდა ხოლმე ის არაწმინდა, გაიშლებოდა და პირდაღებული, თვალების ბრიალით, წამოსრიალდებოდა ხოლმე ხალხისაკენ!... რომელ კუთხიდანაც კი მოადგებოდა, გაჰქონდა!... ჩასანსლავდა ზედიზედ, ერთიმეორეზე, იქვე უძრავად გაშეშებული ადამიანის შვილებს; გამოძღებოდა, გასისინდებოდა და მერე ისევ გარს ეხვეოდა ტაძარს. ყოველი მისი გამოღვიძება მუსრი იყო ქვეყნისათვის. ერთიც ვნახოთ, მოულოდნელად გამოჩნდა სამი მეომარი, ერთიმეორეზე უკეთესი; მათ ნახვას არა სჯობდა-რა!.. შუბ-ისრით შეჭურვილებს ხელში ფარ-ხმალი ეპყრათ და აელვებდნენ. ერთი მათგანი მიუბრუნდა ზარდაცემულ ხალხს და შეჰყვირა: „ვინ ქართველი და ვინ გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი„სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე კი ერთად ჯოჯოხეთიაო“. ამ სოფელს გამოთხოვებიხართ, დღეს თუ ხვალ აღარც ერთი აღარ იქნებით და ცხვრებსავით კი დაგიდვიათ თავი!... არ გიჯობსთ, რომ წინააღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ სული? განა ეს უფრო ვაჟკაცური არ იქნება და გულის მოსაოხებელი?..“ ამ სიტყვამ ელვასავით დაურბინა ხალხს და გამოაფხიზლა: შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, იგრიალა დიდმა და პატარამ: ზოგმა ფარ-ხმალს მოავლო ხელი, ზოგმა ცულს, ზოგმა წალდს, ზოგმა ნამგალს, ზოგმა ხელკეტს, ზოგმა რასა და ზოგმა კიდევ რასა! ვისაც რა ეხერხებოდა და ან რა ემარჯვებოდა – იმას მიმართა. წაუძღვენ წინ მეომრები, მიუახლოვდნენ მძინარს, ერთად გასტყორცნეს სამი ისარი; დალახვროს ღმერთმა, არცერთი გვამში არ გაერჭო იმ წყეულს! მისმა მაგარმა ქერტლმა სამიავე აირეკლა, გამოიღვიძა გველეშაპმა, მაღლა აიღო თავი, აიქოჩა, ერთი საზარლად იწივლა და მიაშურა. საოცარი სანახავი იყო: კუდით ირეკდა მეომრებს, ტოტსა სცემდა, ბრჭყალებით ჰგლეჯდა და კბილებით სწიწკნიდა. ცუდად იყო საქმე, თუ ის უცხო მეომრები სამივ მხრით არ მისდგომოდნენ და ბრძოლა არ დაეწყოთ! საარაკო იყო მათი ლახტის ცემა!.. მაგრამ რა გამოვიდა, რომ იმ უწმინდურს ყოევლ ახალ-ახალ ჭრილობაზე, ყოველ წყლულზე ძალი ემატებოდა! დაელეწათ ფარ-ხმალი გმირებს და ღონემიხდილნი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ; მაგრამ ამ დროს გამოჩნდა მთიდან მომავალი მხედარი, შუბით ხელში, თეთრ ცხენს მოაგელვებდა. მიეჭრა გათამამებულ გველეშაპს და უგმირა ლახვარი. უწმინდურმა იწივლა, დაიკლაკნა და სასიკვდილოდ გააღო პირი. შავი ოხშივარი კომლივით ამოუშვა და თან საზარელი სიმყრალის სული ამოატანა. ჩვენ ყველას გული შეგვიწუხდა და უგრძნობლად დავემხვეთ დედამიწაზე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით უგრძნობლად, მაგრამ ბოლოს, რომ გამოვფხიზლდით, თვალი გავახილეთ და მაღლა ავიხედეთ, აღარაფერი აღარ იყო! ყოველივე გამქრალიყო: აღარც გველეშაპი სჩანდა და აღარც მეომრები... თეთრცხენიანი მხედარიც წასულიყო. სიჩუმე იყო და მხოლოდ სალიტანიო ზარების რეკა ისმოდა, თუმცა სამრეკლოზე კი არავინ იდგა; ტაძარი განათებული იყო და კარები ღია იყო. იგრიალა ხალხმა, მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით. შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ... თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი“.


ვაჟა-ფშაველას  „ბახტრიონი“
VII თავი
(ნაწყვეტი)
კვირიას სიზმარი

                კვირია


  „ გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი,
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლული, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მომწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
ყოილი, ხშირი ყოილი
დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
თავი, როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო.. გონთ მოვედ,
მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
   რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აჩუყებით, რბილადა“.
 





ვაჟა-ფშაველა: კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი

 

ტესტის სანახავად გადადით აღნიშნულ ლინკზე:

ვაჟა-ფშაველა:  კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი



                                                  წერილის   მოკლე მიმოხილვა

იპოლიტე ვართაგავა (1872-1967 წწ.) _ ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
პედაგოგი.

რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „გველის მჭამელზე“:

„გველის მჭამელის“ არაკი, რაც მე გავიგონე და რაზედაც ავაშენე მთელი პოემა, შემდეგია: ხევსური მინდია ჩაუვარდება ტყვედ ქაჯებს; მათ შორის ცხოვრებამ იქამდის დააღონა მინდია, თავის მოსაკვლელად გველის ხორცი სჭამა, როლითაც ქაჯები იკვებებოდნენ, გველის ჭამამ სრულიად სხვა ნაყოფი გამოიღო: მინდია ბრძენ კაცად გადაიქცა; მისი სიბრძნე, ხალხური თქმულებით, სჩანს მცენარეების ცნობაში, თუ რომელი მცენარე რა სატკივარის წამალია, რადგან ყველა მცენარე თავად იძახის, რის წამალიც არის და მინდიამაც ამ მცენარეთა ენა კარგად იცის. შედეგი ამ ცოდნისა არის მინდიას გაექიმებს. მისი წამალი უებარია. ხალხური თქმულება ამას იქით არ გადის, მაშასადამე მინდიას დაცოლშვილება, ცოლთან ბაასი, ხორცის უჭმელობა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მხედარმთავრული ნიჭი გველის მჭამელისა, ჩიტების ენის ცოდნა, ხალხურ თქმულებას არ ეკუთვნის. ამბავი მინდიას სულის არავითარ დარმატიულს განცდას არ წარმოგვიდგენს... „გველის მჭამელის“ დასასრულმაც ერთ თვემდე ყოყმანში ჩამაგდო“.


რას წერს ვაჟა-ფშაველა თავის პოემა „სტმარ-მასპინძელზე“:


„...წერის დროს ზოგიერთს ნაწარმოებს რამდენიმე ხნით შეუყენებივართ, ცოტა რამეს ერთ ორ ტაეპს, ზოგისას დასასრულს. „სტუმარ-მასპინძელში“, მაგალითად, იმ ადგილმა, როცა ქმარი ჯოყოლა ჰკითხავს ცოლს, აღაზას, ნამტირალევი რადა ხარო, ამის გამო ცოლ-ქმარის ბაასმა მთელი ორი თვე შემაჩერა. ნამეტნავად იმ ადგილმა გამოიწვია ჩემში სულიერი რყევა, თუ რა პასუხი უნდა მიეცა ჯოყოლას ცოლისთვის, როგორ შეჰხვედრიყო აღაზას სიტყვებს, როცა იგი ეუბნებოდა ზვიადაურზე: „ცრემლები შემიწირია იმ შენი მეგობრისთვისაო“. 



Monday, March 14, 2022

სასკოლო ტესტები


სასკოლო ტესტები იხილეთ ამ ბმულზე: 

https://www.office.com/launch/forms?auth=2


Tuesday, January 12, 2021

Levan Gotua


                                         



Levan  Gotua is the bes-known writer, historican, public figure, teacher and an  alpinist. He was born and dead  in Tbilisi (1905-1973).

Unfortunately, his name was  not  very  popular, because during the soviet  era he was exiled for almost 31 years.

 His parents were educated people.

His father, Parten Gotua, was the editor of the magazine ‘’WOZROJDENIA” . His friends were  Akaki Tsereteli, Iakob Gogebashvili, Ekvtime takaishvili, Shalva Amirejibi, Niko and Iakob Nikoladze, Tedo Gakhokia and others.

Levan Gotua  greaduated  Tbilisi Technical School and continued his studies at the faculty of Economics of The  Tbilisi State University.

In February 1921 he  was  volunteer  in Kojori and joined the defenders of Tbilisi.  He was a member of the National Democratic Party and the leader of its youth wing.

He Participated in the preparation of the 1924 uprising. He was arrested in August of the same year and was  put in Metekhi prison. He was released after seven months later.

 He spent a third of his life in prison and  in deportation for  his political views.

In 1924-1955 he was  imprisoned for love of  his  native country.

"I can not explain, I can not understand, I love the homeland so much”,

 –   Levan Gotua wrote when he was in   deportation.

 

During the exile he wrote  one of  his the most famous work ‘’Gmirta Varami” which is filled with the writer's great love of his country .

Gotua's short stories are based on the historical theme: "The Melancholy of Krtsanisi" (1941), "The Angel of Kintsvisi" (1943), "The Bell of Khandzti" (1945), "The Road Caravan" (1945) "The Wisdom of Death" (1949) and others.

He has also  published numerous publications. He also wrote children's stories and  novels. His  the most recent work is “Seraphita” (1973). Levan Gotua  actively collaborated with the theater,He was  author of dramas: "King Erekle" (1942), "Invincibles" (1943), "David the Builder" (1945), and others.


Gotua's plays were staged at the Marjanishvili Theater by directors such as:
Vakhtang Tabliashvili,  Giga Lortkipanidze, Archil Chkartishvili.

Maybe he is not as known as an excellent mountaineer ,but he was a great alpinist  and   he  climbed many peaks.   Levan Gotua described  his travelling impressions in the Essay Book “The Traveller Kryalosani” (1960).

Levan Gotua died in 1973, on the  thirtieth  of  November, at the age of 69 and he was buried in  the yard of Samtavro Monatery.

 

Nino Lartsuliani

Irma balkhamishvili

2020


Sunday, March 29, 2020

ქართული საბრძოლო ხელოვნება


       
               ქართული საბრძოლო ხელოვნება - არამატერიალური კულტურა

                                                                                         ქართული საბრძოლო ხელოვნება
                                                                                                         გახლავთ ბრძოლა თავდაცვისთვის
                                                                                                               და არა თავდასხმისთვის

ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული არამატერიალური კულტურის  ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყანის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ და ისტორულმა წარსულმა განაპირობა საბრძოლო ხელოვნების ცალკე დარგად ჩამოყალიბება. მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი გამოცდილება საბრძოლო მიმართულებით. ევორპისა და აზიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობა თავის წიაღში იტევს საბრძოლო წეს-ჩვეულებათა მთელ სისტემას, ამ ისტორიულ მონაპოვართა შორის ნამდვილად თავლისმომჭრელი ადგილი უჭირავს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, როგორც ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ არამატერიალუტ კულტურას!



ქართული საბრძოლო ხელოვნება გამოირჩევა თავისი ჰუმანურობითა და მაღალზნეობრივი მორალით, რასაც ჩვენი ქვეყნის რელიგია და ეროვნული ღირებულებები განაპირობებს.
„სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა“ - ეს გახლავთ ქართული სბრძოლო ხელოვნების კონცეფცია და იგი თამამად შეგვიძლია შევადაროთ ლეგნდარული ბრიტანელი მეფის, ართურის მრგვალი მაგიდის რაინდთა მორალურ მიდგომებს.
თუ ბრიტანელი მეფის ნამვილობის შესახებ ისტორიული წყაროები არ იძელვაინ სათანადო მასალას, მაშინ ქართული საბრძოლო ხელოვნების სინმადვილეს ცხადყოფს ქართული საბრძოლო ხელოვნების წიაღში შემონახული საბრძოლო სისტემის არსებობა, რომელიც მთლიანად სამართლიანობის პრინციპზეა აგებული. 


აი რას წერდა ფრანგი ისტორიკოსი ჯაკ დე ვიტრე (1180-1244 ..): “აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერის მეომრები შიშის ზარს სცემენ სარკინოზებს; თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებენ სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს. სწორედ მათ მოსაზღვრე მხარეებში სახლობს თავად ეს ერი. ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში”.
საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, მაგრამ როგორც ყველა პატარა სახელმწიფოს, მასაც მერავალი ბრძოლა გამოუვლია. მთისა, თუ ბარის მოსახლეობას თანაბრად უწევთად მტრის მოულოდნელი თავდასხმებისგან თავის დაცვა, ამდენად თოხისა და ბარის ხმარებასთან ერთად ქართველი ვაჟები მცირე ასაკიდან ეუფლებოდნენ ხმილსა და ფარის მოქნევის ტექნიკას. ბევრი საბრძოლო ილეთი ქართულ ცეკვებშიც შემორჩა.
ქართველი ერის სახელდება „გეორგია“, ანუ მიწათმოქმედი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხალხის მშვიდობიან ხასიათს. ქართველნი ბუნებით მიწათმოქმედნი არიან და ისინი იბრძვიან თავდაცვვისთვის და არა თავდასხმისთვის! ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის და არა ერების დაპყრობისთვის!
ქართული საბრძოლო ხელოვნების განუყოფელი ნაწილი იყო ბავშვის აღზრდის მეთოდოლოგია, რომელის მრავალმხივ შეიძლება დავუკავშიროთ თანამედროვე ევროპელი პედაგოგიკის თეორეტიკოსთა შეხედულებს და აგრეთვე, ველურ პირობებში თავითგადარჩენის  გამოცდილება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სკაუტური ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ითვლება.  





ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ, საბოლოო ჯამში, ასახვა ჰპოვა ქართულ ქორეოგრაფიაში, ქართულ ფოლკლორსა და დრამატუტგიაში.

ცნობილია, რომ ქართულ ცეკვაშო ყველა მოძრაობას თავისი მნიშვნელობა, ფუნქცია და დანიშნულება გააჩნია. მაგალითად, როდესაც ქალი საკუთარ პარტიას ასრულებს და ხელის ზეაწეულ მოძრაობას იწყებს, ამ დროს მამაკაცს აჩვენებს დანიშნულია ის თუ არა. მამაკაცი აკვირდება ქალის ხელს, რომელიც ბეჭდიანი ან უბეჭდო. თუ ქალს ბეჭედი უკეთია, მას მამაკაცი მეტი მოკრძალებით გამოეცეკვება, როგორც დანიშნილს, ხოლო თუ ქალს ბეჭედი არ უკეთია, მაშასადამე ის დასანიშნია და მას მამაკაცი მეტი სითამამით გამოიცეკვებს.


აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება ცალკე საკითხად განიხილავს ქალიდმი დამოკიდებულბას და მას პატივს მიაგებს არამარტო როგორც სიალამზისა და ახალი სიცოცხლის საწყისს, არამედ  როგორც თანასწორ გონსა და თანასწორ სიბრძნეს. ქართულმა სინამდვილემ ეს ხედვა მე-12 საუკუნეში ისტორიულად დაადასტურა თამარის გამეფების ფაქტით და „ვეფხსიტყაოსნმა“ შემოგვთავაზა იმ დროისთვის ზეჰუმანური კონცეფცია „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა - ხვადია“



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართყული საბრძოლო ხელოვნების თანამედროვე თანამედროვე მიმდევარნი ქალბატონებიც არიან, რომლებიც ისევე ოსტატრად ფლობენ საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას, როგორც მამაკაცები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ ცეკვას საფუძვლად დაედო ქართული საბრძოლო ხელოვნება, რასაც ცხადყოფს ქართულ ცეკვებში საბრძოლო სცენების არსებობა. მაგალითად,  მთიულურში სჭარბობს ფარიკაობის სცენები, როგორც ცნობილია მთაში ორთაბრძოლა არა მხოლოდ საბრძოლო, არამედ სანაოხაობრივ სახეს ატარებდა და  ხელოვნების დონემდე იყო  აყვანილი. ამის ცოცხალი მაგალითია ფშავ-ხევსურეთში დღემდე შემორჩენილი კეჭნაობის, ანუ „ჭრა-ჭრელობის“ ტრადიცია, სადაც ორთაბრძოლო ვარჯიშისა და სანახაობის ხასიათს ატარებს და მებრძოლი ფასდება იმით, რაც უფრო კარგად შეუძლია იარაღის ფლობა და უფრო ნაკლებად შეუძლია თანამებრძოლის დაჭრა.
კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი ჭრილობა მიაყენო, სისხლი გამოადინო და საფოთლეს(საექიმო) გარდა არაფერი გადაგხდეს,მძიმე დაკეჭნა სირცხვილია: იტყვიან, მკლავი ვერ დაიმორჩილა და მეშუღლემ ამიტომ გასწირა,მძიმედ დაკეჭნაო“ - წერს ქართველი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ შეგვიძლია ასეთი ქრონოლოგიით ჩამოვაყალიბოთ:

მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და .
აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური
საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური
საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები

ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ მიმართულებებმა ასახვა ჰპოვა ვაჟა-ფშაველას პოემებში, როგორიცაა: „ბახტრიონი“, „ალუდა ქათელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კოპალა“, „გოგოთურ და აფშინა“, „გველის მჭამელი“ და სხვა. 
ქართული საბრძოლო ხელოვნების არამატერიალურმა მხარემ (ოთაბრძოლის მეთოდებმა) მატერიალური კულტურა, ანუ საბრძოლო იარაღების შექმნაც განაპირობეს.



ეს ხმლებია ქართული სამჭედლო ხელოვნების (და არამარტო ქართულის) უმაღლესი პილოტაჟი და წარმოადგენს ერეკლე მეფის პირადი მეიარაღეების საგვარეულოს_ელიაზარაშვილების შემოქმედებას, რომლებიც მოგვიანებით რუსეთის იმპერატორის პირად მეიარაღედ დანიშნეს ეგრევე...ასეთი დონის ხმლები, თითზე ჩამოსათვლელია ზოგადად მსოფლიოში და არათუ საქართველოში
გარდა ვიზუალიზაციისა ამ ხმლების ღირსებისუკეთ წარმოსაჩენად ვიტყვი, რომ თითოეული ხმლის ერთი მხარე წარმოადგენს ფოლადის უიშვიათეს (და დღესაც კი მიუღწეველ) სახეობას კარა-ტაბანის ,,ბულატს" ხოლო მეორე მხარე კი ,,კარა ხორასანის" ბულატს, ეს იმას ნიშნავს რომ ოსტატმა ერთმანეთს მიადუღა ზემოხსენებული ფოლადის სახეები, თითქოს არაფერი რომ არა ერთი დეტალი. ,,ბულატის" ამ სახეებს აქვს სპეციფიური ნაყში, რომელიც იმწუთში იკარგება როგორც კი ტემპერატურას არ დაიცავ, თანაც კარა ტაბანს და კარა ხორასანს სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი ჭირდება, ანუ მაგალითად, თუ უფრო გაახურებ ტაბანს დაკარგავ, თუ ნაკლებად ხორასანს... ჰოდა რა დონის ოსტატობაა საჭირო, რომ ერთი ხმლის სხვადასხვა გვერდებზე შეძლო შეინარჩუნო სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის მქონე ,,კაპრიზული" სხვადასხვა ლითონური ნახატი.
ფოტოზე წარმოდგენილი ხმლები, რომლებიც 
სახელოსნოდან გუშინდელი გამოსულივით ბზინავენ, მინიმუმ 180 წლისანი არიან.

ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ განაპირობა ასევე მებრძოლის ჩაცმულობა. ფოტოზე გამოსახული ჯაჭვის პერანგი, რომლის შესაქმნელადაც საბრძოლო ცოდნა და გამოცდილება იყო საჭირო.  საბრძოლო ჩაცნულობის დიზანს ამ სამოსის პრაქტიკული ღირებულება განაპირობებდა.





დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების თანამედროვე ექსპერტები დღეს რამდენიმე მიმართულებით მუაშაობენ, მათ მისიას წარმოადგენს: მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნების და მასში გაერთიანებული, საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას, ასევე მის ერში გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისათვის. 




ამჟამად ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
დღევანდელი ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას სათავე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაედო, რასაც საფუძვლად დაედო არსებულ ეთნოგრაფიულ მასალაზე მუშაობა და ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიქართული საბრძოლო ხელოვნების მიმდევართა ორი შტო არსებობს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნები  და „ხრიდოლი“. მათი მიზანია ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენაპოპულარიზაცია და ამ მეთოდებზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა. შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით:  სპორტული,  ეთნოგრაფიულ-კვლევითი  და პოპუარიზაციის. სწორედ პოპულარიზაციის მიზნით ცამოყალიბდა ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი, რომელიც სანახაობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებელს და უკვე ჰყავს თაყვანისმცემელი ევროპის მოწინავე ქვეყნებში. 

ფოტოზე გამოსახული მასალა სწორედ ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის სანახაობას წარმოადგენს. თბილისში გამართულ საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებების 11 სახეობას შორისშავფაროსნებმაპირველი ადგილი აიღეს. ფესტივალი 2016 წლის 20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფონდქართუსმხარდაჭერით ჩატარდა და პირველად იყო წარმოდგენილი ერთად ქართული და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები. აიკიდოს, უშუს, ტაეკვანდოს, სუმოს, შოტოკანისა და კარატეს ილეთების გვერდით ქართველმა მაყურებელმა ქართული საბრძოლო ხელონების ნიმუშებიც იხილა, რომელიც ფედერაციებისშავფაროსნებისადახრიდოლისსპორტცმენებმა წარმოადგინეს.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომაღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე მთავარი ფურორი სწორედ ქართველმა გოგონებმა მოახდინეს, მაყურებლის თქმით, გოგონები განსაკუთარებული ეფექტურობითა და სილამაზით გამოიჩეოდნენ.
დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების დიდი არქივი არსებობს, მას ერთ წიგნად გამოცემას უპირებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ექსპერტები, რომლებიც ყოველდღიურად   საკუთარი ხელით აღადგენენ ეთნოგრაფიულ ცნობებში მოხსენიებულ საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებსა და ისტორიულ წყაროებში აღმოჩენილ საბრძოლო იარაღებს და აქტიურად არიან ჩართულნი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში.
ქართული საბრძოლო ხელოვნება არამარტო ქართული არამატერიალური კულტურის საკუთრებაა, არამედ ის მსოფლიო არამატერიალური კულტურის თავლისმომჭრელი მარგალიტი, რომელიდანაც ასხივებს სამი  ბრწყინვალე სხივი:
სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა!




გამოყენებული ლიტერატურა:
1. მაკალათია სერგი, „ხევსურეთი“,
2. https://www.facebook.com/shavparosnebi/  - ქართული საბრძოლო ხელოვნების ოფიციალური ვებგვერდი;
3. http://dalma.news/ge/vin-arian-shavparosnebi-kartuli-sabrzolo-xelovnebis-sibrze-simartle-da-zala/ - ვინ არიან შავფაოსნები;




 







  
ავტორები: ნინო ლარცულიანი
               ბარბარე ლარცულიანი